რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახალხო არტისტი თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსს ებრძვის. თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ მომღერლის მდგომარეობა მძიმე იყო. გუშინ ღამით კი რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემურ წიკლაური გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ოჯახმა მალე გააკეთა განცხადება, რომ მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მომღერალი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა:
“ამჟამად თემური რეანიმაციულ განყოფილებაშია მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. ბოლოს როდესაც ვესაუბრე, პალატაში იმყოფებოდა და სუსტად გრძნობდა თავს, თუმცა სულიერი სიმტკიცე არასოდეს დაუკარგავს.
მთელი ჩვენი ფიქრები და განცდები ახლა მიმართულია თემურისკენ. ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რაც გუშინ გავრცელდა, ეს იყო საშინელი და ამაზრზენი საქციელი. ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება ყოვლად უპასუხისმგებლო ქცევაა”, – განაცხადა თემურ წიკლაურის ოჯახის მეგობარმა, მუსიკოსმა გია ბაღაშვილმა.