შეამოწმეთ, ეკუთვნით თუ არა ზოდიაქოს იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ცხოვრებაში ზეციური ძალები ეხმარებიან.
ქალწული
ზოდიაქოს ეს ნიშანი, თხის რქასთან და კუროსთან ერთად, დედამიწის ელემენტს ეკუთვნის. მაგრამ ქალწულს აქვს ყველაზე გამოხატული ლიდერობის თვისებები, რაც ეხმარება მას მიზნებისა და სურვილების მიღწევაში. რით განსხვავდება ქალწული ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან? – პრაქტიკულობა, ხვალინდელ დღეზე ზრუნვის უნარი და რაციონალური მიდგომა. ისინი საკმაოდ მოქნილი და ყურადღებიანი არიან ადამიანების და დეტალების მიმართ. ქალწულებმა ასევე იციან, როგორ შეისწავლონ მათ გარშემო არსებული სამყარო, მაგრამ ვარსკვლავები მათ ურჩევენ, არ იჩქარონ დასკვნების გამოტანისას და ეტაპობრივად დაგეგმონ სამომავლო მიზნები.
მშვილდოსანი
სამყაროს მეორე ფავორიტია – მშვილდოსანი. ამ თანავარსკვლავედის ადამიანები ცეცხლის ელემენტის წარმომადგენლები არიან. ისინი ოპტიმიზმით და სიცოცხლის უშრეტი წყურვილით არიან დაჯილდოებულნი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს ჩერდებიან და ნებდებიან. ენერგიულებს, აქტიურებსა და ცნობისმოყვარეებს მოგზაურობის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. მათ მოსწონთ ასპარეზზე გამოჩენა და რისკზე წასვლა. მშვილდოსნის კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა – მოუსვენრობა და მუდმივი ცვლილების სურვილი. ეს მათ აქვთ უცნობის და ახლის მიმართ შიშის არარსებობის გამო. სწორედ ამიტომ, სამყარო ყოველთვის ეხმარება ამ ადამიანებს.
წყარო:მარაო