როგორც ექიმები ამბობენ, 2-კვირიანი მკურნალობა და კორონავირუსის დამარცხება დასასრულს სულაც არ ნიშნავს. ის არაერთ სიმპტომს ტოვებს. პოსტკოვიდის ერთ-ერთი სიმპტომი დეპრესიაა. ამერიკაში მოღვაწე კარდიოლოგი, ნანა გეგეჭკორი მასთან ბრძოლის საკუთარ მეთოდზე გვიყვება:
„ხშირად მეკითხებიან, როგორ გავუმკლავდე კოვიდის შემდგომ დეპრესიას?
ბევრი მოძრაობა, განსაკუთრებით ღია სივრცეში, ვარჯიში, იოგა, უბრალოდ ფეხით სიარული ან სირბილი, მზე, იმ აქტივობებზე კონცენტრირება რაც სიამოვნებას განიჭებთ, ურთიერთობები, მუსიკა, mindfulness აქტივობები, ჯანსაღი კვება (არ იგულისხმება ორგანული ან რაიმე განსაკუყრებული საკვები, უბრალოდ სწორ დროს და სწორი დოზით კვებაც უკვე ჯანსაღია), ნაკლები დრო კომპიუტერთან და განსაკუთრებით ვირტუალურ ურთიერთობებში, თუ შესაძლებელია საკმარისი ძილი (ამის დრო არასდროს მაქვს)- ასეთია ჩემი პირადი რეცეპტი. მთელი გაზაფხულ-ზაფხული კოვიდ ჯოჯოხეთში ვიმუშავე და ცხადია ამას დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა ახლდა თან. ყველაფერს ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებით გავუძელი და დეპრესიის გარეშე გადავიტანე.
ამ თემის პრიფესიონალურ ჭრილში განხილვას სხვა დროს ვეცდები.“- წერს ნანა გეგეჭკორი.