არსებობს რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომელიც მაცივარში ბევრად სწრაფად ფუჭდება, ვიდრე მის გარეშე – დაბალ ტემპერატურაზე ისინი კარგავენ არა მარტო გემოს, არამედ სასარგებლო ნივთიერებებს.
ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების მაცივარში შენახვა – ნამდვილი დანაშაულია! და აი, რომლების და რატომ:
1. ხახვი
ამ პროდუქტს, ერთი შეხედვით, არაფერი მოსდის მაცივარში, მაგრამ პრობლემა მაღალ ტენიანობაშია, რაც ხახვის სწრაფად დარბილებას უწყობს ხელს. შესაბამისად, პროდუქტი კარგავს გემოს და იწყებს ლპობას. ამიტომაც აჯობებს შეინახოთ ის მშრალ, გრილ ადგილას.
2. ავოკადო
ავოკადო რომ საკვებად გამოიყენოთ, მწიფე უნდა იყოს – რბილი ნაყოფი ნამდვილად გემრიელია. ასე შეგიძლიათ ის წაისვათ პურზე, როგორც კარაქი. მაცივარში კი ავოკადოს დარბილების ნაკლები შანსია. შეინახეთ ეს პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე.
3. კარტოფილი
ეს სახამებლის შემცველი პროდუქტი მაცივარში საკუთარ გემოს სწრაფად კარგავს და წყალდება. შეინახეთ კარტოფილი ბნელ, გრილ ადგილას, ქაღალდის პაკეტში ან მუყაოს ყუთში.
4. პომიდორი
ტომატიც რისკ-ჯგუფშია – როცა ის მაცივარში იმყოფება, სხვა კონსისტენციას იძენს და გემოს აბსოლუტურად იცვლის. შეინახეთ პომიდორი მზის პირდაპირი სხივებისგან შორს, ოთახის ტემპერატურაზე.
5. ყავა
ყავა სწრაფად ითვისებს ნებისმიერ სუნსა და სინესტეს. ასე რომ, თუკი მას მაცივარში მოათავსებთ, ყავის საოცარ არომატს შეერევა სხვადასხვა პროდუქტის გემო… შეინახეთ ის ჰერმეტულ ჭურჭელში, მშრალ და გრილ ადგილას.
6. ნიორი
ნიორი ძალიან სწრაფად ფუჭდება მაღალ სინესტეზე. მაცივრის გარეშე მას თავისუფლად შეინახავთ 2 თვის განმავლობაში!
7. სოუსები
ყველა სოუსის მაცივარში შენახვა არ არის რეკომენდებული – ზოგიერთს სიცივე ვნებს. ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციები.
8. კურკიანი ხილი
კურკიანი, ცოტა დაუმწიფებელი ხილი თავიდან ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ, ხოლო, როცა კარგად დამწიფდება, შეგიძლიათ შედოთ მაცივარში.
9. საზამთრო
გაგიკვირდებათ და, დაუჭრელი საზამთროს შენახვა მაცივარში არ შეიძლება. ასე რომ, ჯერ დაჭერით და შემდეგ ჩააციეთ ეს არომატული ხილი.
10. თაფლი
თაფლის მაცივარში შენახვა კატეგორიულად არ შეიძლება. სიცივესა და სინოტივეში ეს პროდუქტი კრისტალდება, კარგავს დამახასიათებელ გემოს და სასარგებლო თვისებებს.
11. პური
დიახ, ალბათ გიკვირთ… მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით პურს მაცივარში ინახავს. ეს კატეგორიულად არ შეიძლება – სინოტივეში პურს სწრაფად გაუჩნდება ობი, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.
წყარო: მარაო