კირჩხიბი
2023 წლის ოქტომბერი შესაძლოა, თქვენს კარიერაში გარდამტეხი პერიოდი იყოს და პოზიცია აიმაღლოთ. მთავარია, უფრო მეტი პასუხისმგებლობების აღების არ შეგეშინდეთ. შესაძლოა, გარკვეული მოცემულობები რთულად და გადაუჭრელად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ყველაფრის დაძლევას შეძლებთ და გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწევთ. ნუ იტყვით უარს ახალ შეთავაზებებზე, პროექტებზე, საქმის წამოწყებაზე – ახლა ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი პერიოდი გაქვთ და მიზნის მიღწევა იმაზე მარტივად შეგიძლიათ, ვიდრე აქამდე. ასტროლოგების თქმით, იღბალი არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში, არამედ სიყვარულშიც გელით. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, 2023 წლის ოქტომბერი თქვენთვის დიდი რომანისა და სერიოზული ურთიერთობების დასაწყისი აღმოჩნდეს. ამიტომაც, ოქტომბრისთვის თქვენი მთავარი დევიზია – არ შეგეშინდეთ სიახლეებისა და გამოწვევების. წინ კიდევ უფრო წარმატებული პერიოდია!
მშვილდოსანი
2023 წლის ოქტომბერი თქვენთვის სასიამოვნო სიურპრიზების სერიით დაიწყება და მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობა გახდება. იღბალი გელით ყველა საქმეში, რომელსაც წამოიწყებთ. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად ხელსაყრელი შეთავაზება მიიღოთ, გაამართლოს იმ საქმემ, რომელიც წარუმატებლად გეჩვენებოდათ, მეგობრებმა, ახლობლებმა, კოლეგებმა მნიშვნელოვანი საჩუქარი გაგიკეთონ და ასე შემდეგ. ახლა იგრძნობთ, რომ ყველაფერი მარტივად და ხარისხიანად გამოგდით. სამყარო ყველა წამოწყებაში მხარს დაგიჭერთ და ეს აქტიური პერიოდი განვითარებისათვის აუცილებლად გამოიყენეთ. გადადგით თამამი ნაბიჯები, გაბედეთ იმის გაკეთება, რაც დიდი ხანია, გინდათ, მაგრამ გეშინოდათ და წარმატების მიღწევას შეძლებთ. ოქტომბერი რთული და დამღლელი დღეების შემდეგ, შესაძლოა, თქვენთვის ძალიან კომფორტულ და სასიამოვნო თვედ გადაიქცეს.
მერწყული
2023 წლის ოქტომბერში მიიღებთ მნიშვნელოვან შეთავაზებას, რომელზეც უარს ნამდვილად ვერ იტყვით. შესაძლოა, დაგაწინაურონ და უფრო ხელსაყრელ გარემოში აღმოჩნდეთ, მოგზაურობა დაგეგმოთ და ასე შემდეგ. თვის დასაწყისში შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ბევრი სირთულე და გამოწვევაა, მაგრამ ძალების მოკრებას მოახერხებთ და ყველას აჩვენებთ, რომ იმაზე გაცილებით მეტი შეგიძლიათ, ვიდრე ისინი ფიქრობენ. ოქტომბერი ბევრ განსხვავებულ და სასიამოვნო თავგადასავალს, იღბალსა და გამართლებას გპირდებათ, ამიტომაც ეს აქტიური პერიოდი აუცილებლად გამოიყენეთ.
წყარო – “ბომონდი”