ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გურამიშვილის ქუჩაზე, კერძო ტერიტორიაზე, დაახლოებით 6 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან მიუსაფარი ძაღლი ამოიყვანეს და თავის ბინადრობის არეალში დააბრუნეს.
📞 შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.
🙏 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.”