Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რაზე ოცნებობს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი მაშო

September 26, 2023
რაზე ოცნებობს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი მაშო

საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ბავშვები სტუმრობდნენ.

„ბავშვები ტალახის დიდი ტალღიდან“ – ასე დაარქვეს შოვის ტრაგედიას გადარჩენილ ბავშვებს.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, გამხელილი და ხმამაღლა ნათქვამი ოცნება ასრულების საწინდარია.

სტიქიას გადარჩენილი მაშოს ოცნება ელზას თოჯინა, იტალიაში მოგზაურობა და პილოტობაა.

„ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარზე და მის არაჩვეულებრივ ოჯახზე გვინდა გიამბოთ!
ალბათ ყველას გახსოვთ შოვის ტრაგედია, რომელმაც ბევრ ადამიანს ჩაუკლა სული, დააცილა ოჯახები და ქვეყანა აატირა- ჩვენი დღის გმირები პატარა მაშო, დათი , კატო და ტასო არიან, ბავშვები ტალახის დიდი ტალღიდან!

ზღაპრებსა და ფილმებში ხშირად ნახავთ გმირებს, თავგანწირული სულისკვეთებით, ჩვენ არ გვჭირდება გმირის ძიება, ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ- ამის ერთ-ერთი მაგალითი დავით ჯელაძეა – დისშვილების მხსნელი და ჩვენი დროის სუპერგმირი.
ჩვენმა დიდი ხნის მეგობარმა უნიჭიერესმა 12 წლის მოქანდაკემ მარიამ დარბაიძემ თავისი ცნობილი ნამუშევარი ჯელაძეების ოჯახს წარუდგინა და კიდევ ერთხელ გაგვიცხოველა ის საშინელი წუთები, რომლის დავიწყებასაც ყველა ვცდილობთ!

მშობლებს ოცნება ავუხდინეთ და შემეცნებითი შეხვედრის ბოლოს შემოვიპატიჟეთ, რათა თავად მოესმინათ, რაზე ოცნებობენ მათი პატარები.

როგორც ჩვენი ფსიქოლოგი მეკო ამბობს, ოცნების თქმა და გაზიარება ასრულების საწინდარია!

მაშომ თავისი ოცნებები მარიამის დახმარებით გაგვანდო და ელზას თოჯინა, იტალიაში მოგზაურობა და პილოტობა ინატრა“, – აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 32 ადამიანი ემსხვერპლა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge