Tuesday, December 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნათურა იყო უხარისხო” – გორში, სტადიონზე, მოზარდს დენმა დაარტყა, რას აცხადებს კომპანია?

September 25, 2023
“ნათურა იყო უხარისხო” – გორში, სტადიონზე, მოზარდს დენმა დაარტყა, რას აცხადებს კომპანია?

გუშინ საღამოს, ნიქოზის მინი სტადიონზე, რომელიც მშენებლობის პროცესშია, მოზარდს დენმა დაარტყა.

მოზარდი თავს კარგად გრძნობს, ის მოინახულეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, სამედიცინო პერსონალის აზრი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წუხელ აღარ ჩათვალეს საჭიროდ, რომ დასახმარებლად სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოეძახებინათ.

რა მოხდა სტადიონზე? ამის თაობაზე კომპანიის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.

როგორც კომპანია ,,ბე-პეს” წარმომადგენელი, ბესიკ ჩარგეიშვილი ,,ქართლის ამბებთან” საუბარში აცხადებს, მოზარდი ხელით შეეხო გარეგანათების ბოძს, რომელიც საკმაოდ დაშორებულია სტადიონის ბადეებს.

როგორც ბესიკ ჩარგეიშვილი განმარტავს, დღევანდელი შემოწმების შედეგად, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გარეგანათების ბოძზე დენი გადადიოდა ნათურიდან.

,,ამ ეტაპზე ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ დენი გადადიოდა ნათურიდან ბოძზე. ნათურა აღმოჩნდა უხარისხო. შეიკრა წრედი, თუმცა დენის სიმძლავრე არ იყო ისეთი ძლიერი. წინაღობა რომ დიდი ჰქონოდა დენს, ასეთ შემთხვევაში სტადიონზე დენი ავტომატურად გამოირთვებოდა. ასეთი სისტემაა დამონტაჟებული, ზოგადად, სტადიონზე. თუ სადმე რაიმე წინაღობაა, ელექტროენერგია ავტომატურად ირთვება.” – განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.

გარდა ამისა, ბესიკ ჩარგეიშვილი ამბობს, რომ მათ მოინახულეს მოზარდიც და გაესაუბრნენ, თუ სად და რა ვითარებაში შეეხო ბოძს.

,,ასევე, მინდა ვთქვა, რომ ადგილი არ ჰქონია გონების დაკარგვას, როგორც ეს სხვადასხვა მედიით გავრცელდა. ბავშვმა დაიყვირა და როგორც თავად გვითხრა, გონება არ დამიკარგავსო” – ამბობს კომპანიის დირექტორი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როდის მოხდა დენის მიწოდება სტადიონზე, კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, დენი სტადიონზე ჩაირთო 5 დღის წინ. ნათურებიც მაშინ ჩაირთო.

ვის ევალება პასუხისმგებლობა ასეთ დროს, სტადიონზე უსაფრთხოების კუთხით, კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თვითონ სისტემა ამას უზრუნველყოფს; რომ ნებისმიერი პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, დენი სტადიონზე ავტომატურად უნდა ითიშებოდეს.

,,ქართლის ამბებმა” შესყიდვების ვებ-გვერდზე ნახა, რომ კომპანია ,,ბე-პეს” ობიექტი ჯერ ჩაბარებული არა აქვს მერიისთვის. მათ მხოლოდ თანხის 20% აქვთ მიღებული ავანსის სახით. სატენდერო კომისიამ ის გამარჯვებულად 2023 წლის 27 ივნისს გამოაცხადა, ხელშეკრულება ივლისში გაფორმდა და მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს ოქტომბერში. გამოცდილებაში უწერიათ, რომ გაკეთებული აქვთ საქართველოს მასშტაბით 34 მინი სტადიონი.

თუმცა, საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტის წინაშე დადგნენ 35-ე სტადიონზე. ,,ბე-პეს” დირექტორის თქმით, დენის ჩართვის დროს, გაიტესტა სისტემა, წუნი არავის შეუმჩნევია. ობიექტის ჩაბარებამდე 16 დღე დარჩა. ამის შემდეგ, მერიის მიერ დაქირავებული საზედამხედველო კომპანია ამოწმებს ობიექტს. ეს საზედამხედველო კომპანიაა ,,ოპტიმალ გრუპი”.

,,ოპტიმალ გრუპის” დასკვნა ჯერ მზად არაა. როგორც კი ეს დასკვნა გამოქვეყნდება, ,,ქართლის ამბები” ამ დასკვნასაც გამოაქვეყნებს.

რატომ დაიწყეს თამაში ბავშვებმა იმ სტადიონზე, რომელიც შემოწმებული არ იყო და არ იყო ჩაბარებული მერიისთვის? ამის თაობაზე ,,ოპტიმალ გრუპის” პოზიცია ჯერ არ ვიცით. ხელშეკრულების მიხედვით, სწორედ, ,,ოპტიმალ გრუპს” ევალება კონტროლი. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ?

,,ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების დაცვის კონტროლს (ინსპექტირება) ახორციელებს შპს ,,ოპტიმალ გრუპ +”. – წერია დოკუმენტში.

 

წყარო: qartli.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ასტროლოგი უახლოესი 1 თვის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს
  • “ბოდიშს გიხდით ამ ქოთი და ძააან ბანძი ვიდეოს გამო”- ვიკა ბუკია ბერა ივანიშვილის ვიდეოს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge