Monday, July 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ელენე ერთ-ერთი პირველი მოდელი იყო, ვინც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა” – ელენე მახარაშვილის გზა სამოდელო კარიერიდან მსახიობობამდე, ცნობილი მეუღლე და ამერიკული ცხოვრება

September 25, 2023
“ელენე ერთ-ერთი პირველი მოდელი იყო, ვინც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა” – ელენე მახარაშვილის გზა სამოდელო კარიერიდან მსახიობობამდე, ცნობილი მეუღლე და ამერიკული ცხოვრება

ელენე მახარაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია მათ შორის, ვინც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. კარიერა თბილისში, ნინო ცქიტიშვილის მიერ დაარსებულ სააგენტო Look Models-ში დაიწყო. მალე აზიის ქვეყნებში გაემგზავრა, შემდეგ Look Models-მა ელენეს პორტფოლიო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სააგენტო IMG-ს წარუდგინა და სამუშაოდ პარიზში, შემდეგ კი – მილანში წავიდა. ასევე ნიუ-იორკში, სააგენტო Next Models-ის კონტრაქტორია.

"ელენე ერთ-ერთი პირველი მოდელი იყო, ვინც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა" - ელენე მახარაშვილის გზა სამოდელო კარიერიდან მსახიობობამდე, ცნობილი მეუღლე და ამერიკული ცხოვრება

სამოდელო ინდუსტრიაში თავი გამორჩეული ვიზუალითა და მონაცემებით დაიმკვიდრა.

“პირველად ჟურნალ Le Figaro – ში დაიბეჭდა ჩემი ფოტო, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ბევრი მოდელი იღებდა ქასთინგში მონაწილეობას. ვერც ვიფიქრებდი, მათგან მე თუ შემარჩევდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ასე მოხდა. ამის შემდეგ კი იყო, „Vogue”, „Elle,” –ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

"ელენე ერთ-ერთი პირველი მოდელი იყო, ვინც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა" - ელენე მახარაშვილის გზა სამოდელო კარიერიდან მსახიობობამდე, ცნობილი მეუღლე და ამერიკული ცხოვრება

ფოტოსესიების, მოდის ჩვენებებისა და სხვადასხვა წარმატებულ ბრენდთან თანამშრომლობის პარალელურად, ბედი კინოინდუსტრიაშიც სცადა. ნიუ-ორკში გამგზავრების შემდეგ სამსახიობო კურსებზე ჩაეწერა და ბავშვობის ოცნების ახდენა დაიწყო. პირველივე პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, სამსახიობო  დებიუტი ფილმ Now Is Everything-ში შედგა, სადაც ელენე ენტონი ჰოპკინსის, მადელინ ბრევერის, კამილა ლოუსა და ჯულიეტ ლაბელის გვერდით თამაშობდა. ამჟამად ელენე მახარაშვილი ბერძენი რეჟისორისა და ოპერატორის ფედონ პაპამიხაელის ახალ ნამუშევარში Light Falls-ში იღებს მონაწილეობას და მეტიც, მთავარ როლსაც ასრულებს.  სიუჟეტი ახალგაზრდა წყვილზე გვიყვება, რომელიც ერთ-ერთ ბერძნულ კუნძულზე დასასვენებლად ჩადის. ისინი მიტოვებულ სასტუმროს პოულობენ – განსხვავებული სამყაროების აღმოჩენა კი ახალგაზრდებს ძალადობისა და შურისძიების უწყვეტ ჯაჭვში ითრევს.

წარმატებული სამოდელო თუ სამსახიობო კარიერის მიღმა, მისი პირადი ცხოვრებაც მუდამ საინეტესოა. მოდელი მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს მეუღლეა. წყვილმა ნიუ-ორკში იქორწინა, მსახიობი და მისი მეუღლე ამერიკაში ცხოვრობენ, სადაც ორივეს წარმატებული სამოდელო და სამსახიობო კარიერა აქვს. ირაკლი კვირიკაძე ფართო აუდიტორიამ რეზო გიგინეიშვილის ფილმიდან „მძევლები” გაიცნო, სადაც გეგა კობახიძის როლს თამაშობს. ამ როლისთვის ირაკლი „ბერლინალეზე” ევროპის საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა.

"ელენე ერთ-ერთი პირველი მოდელი იყო, ვინც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა" - ელენე მახარაშვილის გზა სამოდელო კარიერიდან მსახიობობამდე, ცნობილი მეუღლე და ამერიკული ცხოვრება

 

წყარო: marao.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge