ჩინელმა მკვლევარებმა შეისწავლეს მწვანე ჩაის და მისი ფუნქციური კომპონენტების გავლენა სხეულის წონაზე და
ნაწლავის მიკრობიოტის რეგულირებაზე. სამუშაოს შედეგები ჟურნალ Foods-ში იყო წარმოდგენილი.
ავტორებმა გამოიყენეს თაგვის მოდელი: მღრღნელებს აყენებდნენ ცხიმიან დიეტაზე. შედეგად, თაგვებს განუვითარდათ სიმსუქნე, რაც დაკავშირებულია ნაწლავის მიკროფლორის ცვლილებასთან, რაც ხელს უწყობს წონის მატებას.
შემდეგ ცხოველებს აწვდიდნენ მწვანე ჩაის კომპონენტებს: პოლიფენოლებს, კოფეინს და L-თეანინს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ კალორიების შეწოვა. ჩაის სხვადასხვა კონცენტრაცია განზავებული იქნა გამოხდილი წყლით და ზემოაღნიშნული ნივთიერებების საერთო შემცველობა შემოწმებული იქნა სპექტროფოტომეტრიისა და მაღალი ხარისხის თხევადი ქრომატოგრაფიის გამოყენებით.
ეს კონცენტრატები შემდეგ მისცეს ჭარბწონიანი თაგვების ჯგუფს. შედეგებმა აჩვენა, რომ 4%-იანი მწვანე ჩაის ექსტრაქტი ამცირებს ნაწლავის მავნე ბაქტერიებს და ზრდის სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას, რაც პოტენციურად ეხმარება სიმსუქნესთან ბრძოლაში.
წყარო: mkurnali.ge