მანდარინი — მარადმწვანე სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარე Citrus-ის გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა. ნაყოფი უთესლოა, მასა 60-80 გ. კანი ნარინჯისფერია, რბილობი — ღია ნარინჯისფერი, წვნიანი. წვენი შეიცავს 3-10% შაქრებს, 0,9%-1%-მდე მჟავებს (უმთავრესად ლიმონის), 23-55 მგ% C ვიტამინს და სხვა. ნაყოფს იყენებენ უმეტესად ნედლად, აგრეთვე გადამუშავებულს (წვენი, ჯემი, მურაბა, კომპოტი და სხვა).
ზამთარში ყოველდღე 3-4 მანდარინის ჭამა ძალიან სასარგებლოა – ბევრ მიკროელემენტს და მინერალს შეიცავს, ამავე დროს, ორგანიზმი მის მკვებავ ნივთიერებებს კარგად ითვისებს.
• იმუნიტეტს აუმჯობესებს – ასკორბინის მჟავა გაციებას ებრძვის.
• ღვიძლს აჯანსაღებს – მასში შემავალი ნობილეთინი ღვიძლში ჭარბი ცხიმის დაგროვებას ხელს უშლის და მას უფრო ჯანმრთელს ხდის.
• კალციუმი ძვლებს უფრო გამძლეს ხდის და კბილების კარგ მდგომარეობას უზრუნველყოფს. მანდარინი ბევრ მიკროელემენტს და მინერალს შეიცავს. მაგალითად, კალციუმს, რომელიც ძვლებს უფრო გამძლეს ხდის და კბილების კარგ მდგომარეობას უზრუნველყოფს. ციტრუსს მაღალი ბიოშეღწევადობა გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხილის მკვებავ ნივთიერებებს ორგანიზმი კარგად ითვისებს.
• კანს აჯანსაღებს -ანაბარი, გლუვი და მოქნილი სხეულის კანისთვის ბევრი C ვიტამინია საჭირო, რომელიც კოლაგენის წარმოქმნისა და სინთეზის პროცესში აქტიურად მონაწილეობს. ორგანიზმს მისი დამოუკიდებლად წარმოება არ შეუძლია, მხოლოდ საკვებიდან იღებს.
- მიუხედავად იმისა, რომ მანდარინი მართლაც უნიკალური ტვისებების მატარებელია, მისი დიდი რაოდენობიტ მირთმევა არაა რეკომენდირებული, განსაკუთრებით მათთვის ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებთ, რადგან ასეთ დროს შესაძლოა ზიანი მივაყენოთ ჩვენ ორგანიზმს
- ამასთან, მანდარინმა შეიძლება ზიანო მიაყენოს თირკმელსაც. ჰეპატიტის, ნეფრიტისა და ქოლეცისტიტის დროს ამ ციტრუსის მოხმარებაზე საერთოდ უარი უნდა იქვას. მანდარინი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, შესაბამისად, მისი ზედმეტი რაოდენობით მიღებამ შეიძლება დიაბეტი გამოიწვიოს. ხოლო მათთვის, ვინსაც უკვე აქვს ეს დაავადება, ასევე რეკომენდებულია ფრთხილად მოეკიდოს რაციონში მანდარინის შეტანას.
- მანდარინი ყველასთვის სასარგებლო არ არის. თუ თქვენს პატარას კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები აქვს, მით უფრო კუჭის მომატებული მჟავიანობის ფონზე, მანდარინის მიცემა რეკომენდებული არ არის. მას ბავშვის კუჭ-ნაწლავის ამომფენი ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეუძლია.