მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი ლაინერის – “ტიტანიკის” ექსპერტების თქმით, ის ყველაზე მყარი გემი იყო, რაც კი ოდესმე ადამიანს შეუქმნია. ბორტზე 2,240 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც.
საკრუიზო ლაინერი ზღვაში 1912 წლის 10 აპრილს გაეშვა და მალევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა დატრიალდა. “ტიტანიკი” უზარმაზარ აისბერგს შეეჯახა, რის შედეგადაც 1,496 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 53 ბავშვი.
“ტიტანიკის” ირგვლივ უამრავი ისტორია, კონსპირაციული თეორია და ამოუხსნელი საიდუმლოება ტრიალებს, რომელოც ხალხში დღემდე დიდ ინტერესს იწვევს.
იყო თუ არა ჩაძირული გემი ნამდვილად “ტიტანიკი”?
ყველა თანხმდება, რომ ძვირადღირებული ლაინერი 1912 წლის 10 აპრილს ზღვაში გავიდა და ხუთი დღის შემდეგ ჩაიძირა, რის შედეგადაც 2223-დან დაახლოებით 1500 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ აქ კონსენსუსი მთავრდება. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ გემი, რომელიც ჩაიძირა, არ იყო ტიტანიკი, არამედ იყო თითქმის იდენტური “R.M.S. ოლიმპიკი”.
ისტორიის თანახმად, გემი „ოლიმპიკი“ ინციდენტამდე 1 წლით ადრე დაზიანდა. უფრო დიდი სადაზღვეო თანხის მისაღებად ლაინერის მფლობელებმა საზოგადოებას „ოლიმპიკი“ „ტიტანიკის“ სახელით გააცნეს, შემდეგ კი განზრახ ჩაძირეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეორიაში ბევრი უთანხმოებაა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გემის შემორჩენილი ნაწილები გემი „ოლიმპიკის“ ნაწილებს ემთხვევა.
გადაწყვიტა თუ არა ხანძარმა “ტიტანიკის” ბედი?
“ტიტანიკის” შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ჩანს, რომ გემი დაზიანდა ხანძრის შერდეგად, რომელიც ლაინერის ზღვაში გასვლამდე 3 კვირით ადრე მოხდა. ცეცხლმა დააზიანა გემის კორპუსი, რამაც აისბერგის შეჯახებისას, “ტიტანიკის” ჩაძირვა დააჩქარა.
რატომ მართავდა კაპიტანი ლაინერს დიდი სისწრაფით?
ათწლეულების განმავლობაში ხალხს სჯეროდა, რომ კაპიტანი სმიტი “ტიტანიკს” სწრაფად მართავდა, რადგან მას სურდა ატლანტიკის წყლები მის დაზე სწრაფად გადაეცურა (მის დას ეკუთვნოდა ზემოაღნიშნული გემი “ოლიმპიკი”).
2004 წელს ამერიკის გეოლოგიურმა საზოგადოებამ გამოაქვეყნა ინჟინერ რობერტ ჰ. ესენჰაის აკადემიური ნაშრომი, სადაც ის ამტკიცებდა, რომ “ტიტანიკის” კაპიტნის სიჩქარის მომატების რეალური მიზეზი იყო ნახშირის რაც შეიძლება სწრაფად დაწვა, რათა გაეკონტროლებინა მისი წვა.
რამ გამოიწვია გემის ორ ნაწილად გაყოფა?
1985 წლის 1 სექტემბერს ოკეანოგრაფმა რობერტ ბალარდმა აღმოაჩინა ნამსხვრევები 4 023.36 მეტრის სიღრმეზე. თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ აისბერგთან შეჯახების შემდეგ გემი ფაქტობრივად ხელუხლებლად ჩაიძირა. ბალარდის აღმოჩენამ განაპირობა ახალი თეორია, გემის ორ ნაწილად გაყოფა, რაც შესაძლოა ყოფილიყო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, იყო დიზაინის ხარვეზი. თანხის დაზოგვის მიზნით გემი იყო შექმნილი დაბალხარისხიანი მასალისგან.
ჩაძირეს თუ არა გერმანელებმა “ტიტანიკი”?
ბევრი თვლის, რომ ტიტანიკი აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, “ტიტანიკი” გერმანელებმა ჩაძირეს. ექსპერტებს ამ თეორიის გასამყარებლად 1915 წელს მომხდარი შემთხვევა მოჰყავთ, რომლის თანახმადაც გერმანელებმა სამგზავრო გემი “ლუზიტანია” ჩაძირეს.
შეხვდა თუ არა ტიტანიკს გზად აისბერგი?
პროფესიონალი მეზღვაური კაპიტანი ლ.მ. კოლინზი ამტკიცებს, რომ თუ ტიტანიკი აისბერგს დაეჯახა, ის სულ რამდენიმე წუთში ჩამოიშლებოდა. კოლინზი და მისი მიმდევრები თვლიან, რომ ტიტანიკი დაეჯახა ფარული ყინულის დაფებს (ოკეანის ზედაპირზე მცურავი მრავალწლიანი ყინულის ფურცლები).
რატომ არ ჰქონდათ ეკიპაჟის წევრებს დურბინდები?
თუ ეკიპაჟის წევრები მომარაგებულნი იქნებოდნენ დურბინდებით, ისინი შეძლებდნენ უზარმაზარი აისბერგის დანახვას, მაგრამ ეკიპაჟის დურბინდები ჩაკეტილი იყო საკუჭნაოში. საკუჭნაოს გასაღები ჰქონდა ეკიპაჟის ერთ წევრს, რომელმაც განაცხადა რომ გასაღები დაკარგა ან შესაძლოა მისი წამოღება დაავიწყდა.
თუ იყო გაფრთხილება, რატომ არავინ მიიღო ის სერიოზულად?
დურბინდის გარეშე აისბერგის დანახვა რთული იქნებოდა, თუმცა ერთ-ერთი თეორიის თანახმად გემმა S.S. Californian-მ “ტიტანიკის” რადიო ოპერატორს ჯეკ ფილიპს მიაწოდა ინფორმაცია რომ მათ გზად დიდი ყინულები შეხვდათ, თუმცა ფილიპს გემის კპიტანისთვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არაფერი უთქვამს.
დაგეგმა თუ არა J.P. Morgan-მა ყველაფერი?
J.P. Morgan იყო მილიონერი ბიზნესმენი, რომელიც ფლობდა გემებს “ოლიმპიკს” და “ტიტანიკს”. მორგანი იმ დროისთვის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო და მას მნიშვნელოვანი ძალაუფლება ჰქონდა. გარდა ამისა, ის ბოლო წუთს არ გამოცხადდა ტიტანიკის ერთადერთ მოგზაურობაში. რატომ არ აღმოჩნდნენ მორგანი და მთელი მისი ოჯახი გემზე? მან იცოდა რა მოხდებოდა? მან ეს დაგეგმა?
მკვლელობის შეთქმულება?
ზოგიერთი თვლის, რომ ჩაძირვას არანაირი კავშირი არ ჰქონდა სადაზღვევო ფულთან. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ J.P. Morgan-მა მისი კონკურენტების თავიდან მოსაშორებლად საკუთარი გემი ჩაძირა (გემის პირველ კლასსში იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საზოგადოება იმყოფებოდა).
რატომ არ იყო საკმარისი სამაშველო ნავები?
ექსპერტები თვლიან, რომ სიცოცხლის ასეთი დიდი დანაკარგის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ლაინერზე საკმრისი რაოდენობის სამაშველო ნავები იქნებოდა. რატომ ჰქონდა ლუქს ლაინერს მხოლოდ 20 სამაშველო ნავი? გემის მფლობელმა უგულებელყო რჩევები და გამიზნულად არ დაამატა უზარმაზარ საკრუიზო ლაინერს სამაშველო გემები. შესაძლოა ამის მიზეზი იყო ხარჯების დაზოგვა ან მკვლელობის შეთქმულება.
ესროდნენ თუ არა ოფიცრები ადამიანებს, როცა “ტიტანიკი” იძირებოდა?
ტიტანიკის ზოგიერთი გადარჩენილი ამტკიცებს, რომ ოფიცრებმა დახვრიტეს რამდენიმე ადამიანი, რამაც უბედურება გამოიწვია სამაშველო ნავის ჩატვირთვის ფაზაში.
”როდესაც ბოლო ნავი მიდიოდა, დავინახე, რომ ოფიცერმა რევოლვერით ესროლა და მოკლა კაცი, რომელიც ცდილობდა მასში ასვლას” – იხსენებს ერთ-ერთი გადარჩენილი ჯორჯ რეიმსი.
დადასტურებული ფაქტის მიუხედავად, რომ კაპიტანს და ზოგიერთ ოფიცერს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინათ თავიანთი უფლებამოსილების დასამტკიცებლად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, დახვრიტეს თუ არა ოფიცრებმა მშვიდობიანი მოქალაქეები.
რა დაემართა კაპიტან სმიტს?
კაპიტანი ედვარდ სმიტი იმ ტრაგიკულ ღამეს გარდაიცვალა, თუმცა საიდუმლოდ რჩება, კონკრეტულად რა დაემართა მას.
სმიტი, რომელიც გეგმავდა “ტიტანიკის” ამ ვოიაჟით კარიერის დასრულებას, გემთან ერთად ჩაიძირა, რაც იმ დროისთვის საზღვაო ტრადიცია იყო.
ისინი, ვინც ტრაგედიას გადაურჩნენ, სმიტის გარდაცვალების სხვადასხვა ისტორიებს ყვებიან.
კამერონის 1997 წელს გადაღებულ ფილმში სმიტი, რომელსაც ინგლისელი მსახიობი ბერნარდ ჰილი თამაშობს, ნაჩვენებია, რომ კაპიტანი ოთახში ჩაიკეტა და სიკვდილის მოსვლას ელოდა.
„გემბანი, საიდანაც მე გადმოვხტი, ჩაძირული იყო. წყლის დონე ნელ-ნელა იზრდებოდა კაპიტან სმიტის წელამდე სწვდებოდა. ის სიკვდილს გმირულად ელოდა” – იხსენებს ერთ-ერთი გადარჩენილი
სხვა გადარჩენილებმა, მათ შორის ჰაროლდ ბრაიდმა, თქვეს, რომ დაინახეს, თუ როგორ გადმოხტა სმიტი გემიდა.
გარკვეული ნაწილი ყვება, რომ მათ დაინახეს თუ როგორ დატოვა სმიტმა “ტიტანიკი” სამაშველო გემით.
ამდენი გავრცელებული თეორიის მიუხედავად, სმიტის ცხედარი არასოდეს უპოვიათ.
ავტორი: ელენე ასაშვილი