“ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას. ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა.”
ილია მეორემ ქადაგებაში ონკოლოგიურ პაციენტებზეც ისაუბრა და დალოცა მოზარდები,რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვიან.
“შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით ყველა მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის” – ნათქვამია პატრიარქის ქადაგებაში.