ცოტა ხნის წინ ლანჩხუთში ახალგაზრდა ბიჭი გარდიაცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:
“არ მიყვარს პოსტები ,როდესაც ასეთი მწუხარება დაატყდება ოჯახს და სახლობლოს თავს !
ვიზიარებ ეკა შენ ტკივილს , სიმწარეს რაც სიტყვით აუღწერელია.
ძალიან განვიცდი ,არ შემეძლო საჯაროდ ეს სამძიმარი არ დამეწერა დაო !
❤️ილო იყო საუკეთესო ადამიანი და ბიჭი ,რომელიც ძალიან ნაადრევად წავიდა ამ წუთისოფლიდან და გარდაიცვალა უფალთან ,აქ კი დატოვა უსაზღვროდ ბევრი სიყვარული 😢😢😢
ვერაფერს წაიღებ იქვეყნად ამაზე დიდი დანატოვარის გარდა !
უამრავი სიკეთე მახსოვს და ის გულწრფელობა რაც ძალიან იშვიათია .
ამ სურათზე ეწერა “ძალა ერთობაშია”ო !
ნამდვილად ასეა , ეს ტკივილი ერთად უნდა ვაქციოთ სიძლიერეთ სანამ იმქვეყნად ერთმანეთს შევხვდებით !
მისი გული და სიკეთე თითოეულს ახსოვს !მას გულწრფელად უყვარდა ჩვენი ოჯახი(უზომოდ მამუკა) და მეც გამორჩეულად ,სულ მეუბნებოდა ,რომ ბედნიერი იყო ,რომ მე გამიცნო და ელენიკო და გოჩუა იზრდებიან ჩემთან .
ვიზიარებ მწუხარებას , ჩემთვის ძმასავით იყო ილია !
როგორც საუკეთესო სულის ვაჟკაცი .
გოჩუა და ელენიკო ჩემი ანგელოზები არიან ,მინდა ბედნიერი ვნახო , ილოს სულმა რომ გაიხაროს ზეციდან მათი წარმატებული და სწორი მომავლით ,რადგან მისთვის წესიერება უპირველესი იყო ,სწორედ ასე სამაგალითოდ ზრდიდა პატარებს ❤️😥
განა რა იქნება ამაზე დიდი ბედნიერება მისი სულისთვის .
“სხვის საქმეში ყველა ბრძენიაო , სხვისი ჭირი …’ო ”
ისიც კი უთქვამს დიდ ლადოს “მოკვდა თუ არა ყველამ აცხოვნაო” !
ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი ! ცხოვრებაში ვინ უყვარდა ოჯახით ილოს და ვის აკრიტიკებდა .
დაგვეფასებინოს წუთისოფელში სიყვარულით ერთმანეთი !
ილო მუდამ გულში იქნები !
საახლობლოს მოვუწოდებ ,ილოს სახელზე წირვა შეუკვეთონ და ილოცონ გულით მის სარეცელთან ,სამუდამო სასუფევლის დასამკვიდრებლად !”