სოციალურ ქსელში პიარ სპეციალისტი ლალი მოროშკინა პოსტს აქვეყნებს და ისტორიას გვიყვება:
“აი მერე მეტყვით,
რატომ აღადავებ
მანჩოსო..
ისტორია ასე იწყება:
ჩამომივიდა ნანატრი დეიდა სოჭიდან და დავასეირნებ დებს აქეთ-იქით…💃💃💃
დღეს,
მორიგი მძიმე დღე მქონდა,
დილის 7 საათიდან გადაღება “პოსტალიონზე”, მერე მანჩოს გეგმიური ვიზიტი ოკულისტთან, გზად ლილოში განათების ყიდვა, და “დომინოში” ახალი სავარძლების არჩევა,
მერე დეიდა ნელის მოლში გაყვანა, შუაში სამხატვრო გამოფენა და ბოლოს…
ნუ ბოლო არ დგება არსოდეს და მადლობა ღმერთს🙏
ხოდაა, ვეუბნები დედაჩემს:
-Маам,ვერ მოვასწრებ ჭამას და რომ გამოგივლი, რამე პატარა ნაჭერი ჩამომიტანე სახლიდან
,უცებ გადავსანსლავ,შიმშილისგან გული არ წამივიდეს თქო…
-Да,мамочка, конечно-გაისმა ტელეფონში…
გავუარე.
ჩამოვიდა.
აქ უნდა წყდებოდეს თხრობა.
და-დააამ, აბა რა ჩამომიტანა, მე, მშიერ, გათანგულ დასიცხულ შვილს?
ვერ დაიჯერებთ!!!!
მ ო ხ ა რ შ უ ლ ი
კ ვ ე რ ც ხ ი
🐣🐣🐣🐣
რომ დაინახა ჩემი დაელმებული თვალები მიხვდა, რომ მიქარა🤣🤣
-ой у меня еще что-то есть და დააძრო რა?
პ ო მ ი დ ო რ ი!!!!
ახლა წარმომიდგინეთ მე, გამოჭიმული მერსედესში,საჭესთან, საშინელ საცობებში მოხარშულ კვერცხს რომ კოვზს ვუკაკუნებ და მერე დესერტად როგორ სკდება ბუთქუნა პომიდვრის კანი და წუწავს სალონს, აბრეშუმის კაბას, საბუთების დასტას,
პარპრიზს…
– у меня и слюнявчик есть-წაიკითხა ჩემი აზრები მშობელი #1-მა და გამომიწოდა სანდროს ნაქონი(მე 36-იოდე წლის წინ გადაგდებული რომ მეგონა, სადორბლე🤣🙈)
არა ახლა კი მეცინება და თქვენც გამხიარულებთ,მაგრამ 12 საათი ქუჩაში გდების მერე, ჩაპლინის გმირივით ადამიანები,რომ გემრიელ საჯიშე აჯიკა ამოსმულ ქათმებად
მეზმანებიან,იმ კვერცხებსაც ხომ შვილებივით ვუმზერდი???🤣🐣…
მოკლედ, ასე ლენინგრადის ბლოკადელივით ხომ მამყოფა მთელი დღე, ბოლოს საღამო ჟამს სახლში რომ მივაცილე,
მორცხვად თავი დახარა და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:
-Забери яйца,хоть дома поешь..
🤣🤣🤣🙈
როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა, შანსი არაა ამას ცნობიერად აკეთებდეს,უბრალოდ
მაგრად გვეკაიფებაო🤣🤣
ალბათ…
Manana Karkarashvili დაე შემდეგში
Килька в томатном соусе იყოს,
სადორბლე არ მაქვს თუ რა?
🤣🤣🤣
P.S.აუუ რა გამახსენდა, “ცეკვავენ ვარსკვლავების” პროექტში მონაწილეობის დროს, დარბაზში მოვიდა,უკვე უნდა ვიცეკვო,ამ დროს ჩანთიდან ამოიღო ბულკი,
– попробуй мамочка,как испортили хорошие булки🤣🤣🤣🙈