Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ის რომ არ ჩამოსულიყო ჩემთან, არ ვიცი, რა მოხდებოდა… ელენეს ჩამოსვლის შემდეგ მარტო აღარ ვიყავი, ოჯახმა ერთად “გავქაჩეთ” – ირაკლი კვირიკაძის ამერიკული ცხოვრება, კარიერა და უმშვენიერესი მეუღლე

September 20, 2023
“ის რომ არ ჩამოსულიყო ჩემთან, არ ვიცი, რა მოხდებოდა… ელენეს ჩამოსვლის შემდეგ მარტო აღარ ვიყავი, ოჯახმა ერთად “გავქაჩეთ” – ირაკლი კვირიკაძის ამერიკული ცხოვრება, კარიერა და უმშვენიერესი მეუღლე

“ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბი“ – ახა­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლია, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდებ­სა და მათ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე გა­და­ი­ღეს. თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კონ­ფლიქ­ტე­ბი, მე­გობ­რო­ბა, სექ­სი, გარ­თო­ბა, დი­ლე­მა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი – ეს ის თე­მე­ბია, რა­საც ეს ნა­მუ­შე­ვა­რი შე­ე­ხე­ბა.

"ის რომ არ ჩამოსულიყო ჩემთან, არ ვიცი, რა მოხდებოდა... ელენეს ჩამოსვლის შემდეგ მარტო აღარ ვიყავი, ოჯახმა ერთად "გავქაჩეთ" - ირაკლი კვირიკაძის ამერიკული ცხოვრება, კარიერა და უმშვენიერესი მეუღლე

ოთხი 19 წლის სტუ­დენ­ტის ფე­რა­დი და თა­მა­მი ის­ტო­რი­ის პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი 12 სე­რი­ის­გან შედ­გე­ბა. რე­ჟი­სო­რი სოსო ბლი­ა­ძეა. ის არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფილ­მის (“ოთა­რის სიკ­ვდი­ლი“ და “ჩემი ოთა­ხი“) ავ­ტო­რია, ასე­ვე არის სე­რი­ა­ლ ჩცდ-ის ერთ-ერთი რე­ჟი­სო­რი.

“ცვა­ლე­ბად ნიშ­ნებ­ში“, სხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის გარ­და (ია ფა­რუ­ლა­ვა, ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი), პირ­ვე­ლი­ვე ეპი­ზოდ­ში, მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველ მსა­ხი­ობს, ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძეს შეხ­ვდე­ბა. მისი გმი­რი, სა­ხე­ლად ალექ­სან­დრე, ოთხი სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩნდე­ბა…

ფილმ “მძევ­ლე­ბის“ მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რას ახლა აშშ-ში აგ­რძე­ლებს, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო, რო­მელ­საც ბერ­ლი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის, “Shooting Stars“-ის ჯილ­დო გა­და­ე­ცა. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა “ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბის“ გა­და­ღე­ბე­ბის­თვის ჩა­მო­ვი­და.

ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე:

– სე­რი­ალ­ში მთა­ვარ როლ­ში 4 სტუ­დენ­ტია, რომ­ლე­ბიც “გა­უ­ში“ სწავ­ლო­ბენ. ჩემი პერ­სო­ნა­ჟიც ერთ-ერთი ხაზი და მთა­ვა­რი რო­ლია. “ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბი“ – ჩემი სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა.

– რო­გორც გა­ვი­გეთ, ამ პრო­ექ­ტში გა­და­სა­ღე­ბად თქვენ­თვის ამე­რი­კა­ში ჩა­მო­უ­კი­თხავთ…

– კი, ნიუ-იორკში ჩა­მო­მა­კი­თხეს, ოღონდ მა­შინ სცე­ნა­რი გა­და­წყვე­ტი­ლი არ იყო. შე­აგ­რო­ვეს უბ­რა­ლოდ ჩემი კად­რე­ბი, რა­საც ნიუ-იორკში გა­და­ვი­ღებ­დით, თუ როლს დავ­თან­ხმდე­ბო­დი, უნ­დო­დათ, სე­რი­ალ­ში ფლე­შ­ბე­ქე­ბად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. მა­შინ გა­ვი­ცა­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი… სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შა­ოს მთა­ვა­ზობ­დნენ – სტუ­დენ­ტებ­თან, ახალ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა ური­გო არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო… თან სე­რი­ა­ლი პირ­ველ ქარ­თულ ონ­ლა­ინკი­ნო­თე­ატ­რში, “კა­ვეა პლუს­ზე“ გა­ვი­დო­და. რა­ტო­მაც არა, მშვე­ნი­ე­რი კონ­ცეპ­ტია. სა­ბო­ლო­ოდ, მუ­შა­ო­ბა­ზეც შევ­თან­ხმდით. ჩემი გმი­რი – ალექ­სან­დრე, ჩემ­სა­ვით ამე­რი­კა­შია ნა­ცხოვ­რე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტი იქ აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ლექ­ცი­ებ­საც ატა­რებ­და. “გაუს“ მოწ­ვე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის. ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­თან ლექ­ცი­ებს პირ­ვე­ლად კი­თხუ­ლობს. აი­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტია. მეტს არა­ფერს ვი­ტყვი…

ამ პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ასე­ვე მსა­ხი­ო­ბებ­თან, გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან კონ­ტაქ­ტი.

– პრე­მი­ე­რა 8 ივ­ნის­საა, მა­ნამ­დე კი “ნე­ტფ­ლიქ­სის“ ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე ამე­რი­კა­ში უნდა ჩახ­ვი­დეთ…

– კი, პრე­მი­ე­რა ამე­რი­კა­ში იქ­ნე­ბა. ეს არის უკვე არ­სე­ბუ­ლი კი­ნოს Extraction მე­ო­რე სე­რია. მას­ში ვნა­ხავთ რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ მსა­ხი­ობს, მათ შო­რის, თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ანს, ან­დრო ჯა­ფა­რი­ძეს, თინა და­ლა­ქიშ­ვილს და კი­დევ რამ­დე­ნი­მეს… ტრე­ი­ლე­რი და­ი­დო და ჩანს, რაც ხდე­ბა. მეტს ამ შემ­თხვე­ვა­შიც ვერ გე­ტყვით… მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, პირ­ველ რიგ­ში, ამ­ხე­ლა კომ­პა­ნი­ას­თან მოგ­ვი­წია შე­ხე­ბა. ვაკ­ვირ­დე­ბო­დით, რა გან­სხვა­ვე­ბა იყო ნე­ბის­მი­ე­რი სა­ავ­ტო­რო ფილ­მსა და ამ გა­და­ღე­ბებს შო­რის. ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მი­წევ­ნით იყო გა­წე­რი­ლი, სა­ო­ცა­რი წეს­რი­გი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. ახა­ლი უნა­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე, 4-5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ღე­ბა­ზე გვა­ვარ­ჯი­შებ­დნენ. ია­რა­ღის სრო­ლას, ჩხუბს, რა­ღაც ილე­თებს გვას­წავ­ლიდ­ნენ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ფორ­მა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. სა­რის­კო რა­ღა­ცებს, ცხა­დია, მა­ინც “კას­კა­დი­ო­რე­ბი“ აკე­თე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო და გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ.

– ირაკ­ლი, გარ­და იმი­სა, რომ ისეთ ატ­მოს­ფე­რო­ში გა­ი­ზარ­დეთ, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბით იყო გაჟ­ღენ­თი­ლი, რე­ა­ლუ­რად კინო თქვენ­თან სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ მო­ვი­და?

– მა­ინც ოჯა­ხი­დან – ვხვდე­ბი, რომ აქე­დან ავი­ღე მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი. ამ სამ­ყა­რო­ში გა­ვი­ზარ­დე. ყვე­ლას­თან, ვის­თა­ნაც დე­და­ჩემს (მსა­ხი­ო­ბი ნინო ქო­რი­ძე. – ავტ.) ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ყო­ველ­თვის იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნე­ბას ქმნიდ­ნენ, იყ­ვნენ კი­ნო­ში, თე­ატ­რში. მერე თით­ქოს ჩემი ცხოვ­რე­ბაც ამას და­უ­კავ­შირ­და. ახლა რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, მივ­ხვდი, რომ ეს იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ თა­ვი­დან­ვე ასე გა­ვი­ზარ­დე. მა­შინ არც ვი­ცო­დი, არც მეს­მო­და, რა ხდე­ბო­და, ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რა ატ­მოს­ფე­რო­ში ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ, ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო.

 

წყარო:მარაო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ისრაელი ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა…“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?
  • ცნობილია აზერბაიჯანში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კაცის ვინაობა
  • “უცებ არ მოგართვათ ჯარიმა, მონებო” – ვის მიმართავს ელენე ხოშტარია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge