Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ ვერ ვიტანთ ტრანსპორტით მგზავრობას

September 19, 2023
რატომ ვერ ვიტანთ ტრანსპორტით მგზავრობას

კინეტოზი ანუ ზღვის დაავადება ასოცირდება მოძრაობის შესახებ გრძნობის სხვადასხვა ორგანოებიდან მომდინარე ინფორმაციის დისბალანსთან.
მაგალითად, თვალებს შეუძლიათ ტრანსპორტის სტატიკური ინტერიერის დანახვა, ხოლო ვესტიბულურ აპარატს და წონასწორობის რეცეპტორებს შეუძლიათ მოძრაობის შეგრძნება. გრძნობის სხვადასხვა ორგანოებს შორის ინფორმაციის ამ კონფლიქტმა შეიძლება გამოიწვიოს ზღვის ავადმყოფობა.

ზოგიერთ ადამიანს ზღვის დაავადება აწუხებს ისეთ სატრანსპორტო საშუალებებში, როგორიცაა მანქანები, თვითმფრინავები, გემები ან მატარებლები, ზოგს კი მგზავრობისას პრობლემა არ აქვს. ექიმები გვირჩევენ უამრავ მედიკამენტოზურ და არამედიკამენტოზურ ვარიანტს, ამ მდგომარეობის ეფექტურად და უსაფრთხოდ მართვისთვის.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ტრანსპორტის დროს ზღვის დაავადების მიზეზები. ამ მდგომარეობის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია სხეულის პოზიციის ცვლილება, მოძრაობა და თვალის კონტაქტი მიმდებარე ობიექტებთან, რომლებიც ერთმანეთთან არ არის კოორდინირებული.

მთავარი აღმგზნები ფაქტორია ვიზუალური სისტემა, რომელიც გვატყობინებს მოძრაობისა და მიმართულების შესახებ. თუ ის და ვესტიბულური სენსორული სისტემა, რომელიც მდებარეობს შიდა ყურში (პასუხისმგებელია სივრცეში სხეულის პოზიციისა და მოძრაობის ბალანსზე და რეგულირებაზე) არ არის კოორდინირებული, აღინიშნება ზღვის დაავადება.

როგორ ავიცილოთ თავიდან ზღვის დაავადება?

სამედიცინო მეთოდები:

დიმენჰიდრინატი – ბლოკავს ტვინში ქიმიკატების მოქმედებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გულისრევისა და ღებინების გამოწვევაზე.

ამ პრეპარატს აქვს სედატიური და დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ზღვის ავადმყოფობაზე პასუხისმგებელი სენსორული სტრუქტურების აგზნებადობას. ამ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიონ სედაცია და სიფრთხილეა საჭირო მანქანის მართვისას.

არამედიკამენტური მეთოდები:

• შეეცადეთ დაჯდეთ სატრანსპორტო საშუალების წინა ნაწილში, სადაც ნაკლები მოძრაობა და ვიბრაციაა.

• დაჯექით ტრანსპორტში მგზავრობის მიმართულებით.

• შეხედეთ მხოლოდ ჰორიზონტს ან შორს არსებულ ფიქსირებულ ობიექტებს.

• მოგზაურობისას მთავი შეიკავეთ კითხვის, მობილური ტელეფონის გამოყენების ან ფილმების ყურებისაგან.

• მოგზაურობის წინ ეცადეთ მიირთვათ მსუბუქი საკვები, არ დალიოთ ალკოჰოლი მოგზაურობის წინა ღამეს და მოგზაურობის დღეს.

ხალხური მეთოდები:

• ჯანჯაფილის მირთმევა მოგზაურობამდე რამდენიმე საათით ადრე დაგეხმარებათ გულისრევის დროს

• პიტნის საწუწნი ტაბლეტები

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა მეთოდების ეფექტურობა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით.

წყარო:მკურნალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • „რაღაც სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა და [ქალი] 6 წლით ციხეში უნდა ჩავსვაო – ეს არის მორალური კატასტროფა“ – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე
  • „ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს“ – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge