Tuesday, October 3, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“87 წლის, ნატანჯი ქალი ვარ… მე რომ სადმე წავიდე, აქაურობას რუსები დაიკავებენ. რა პასუხი გავცე მერე ჩემს დათას?!” – ემოციური რეპორტაჟი ხურვალეთიდან

September 18, 2023
“87 წლის, ნატანჯი ქალი ვარ… მე რომ სადმე წავიდე, აქაურობას რუსები დაიკავებენ. რა პასუხი გავცე მერე ჩემს დათას?!” – ემოციური რეპორტაჟი ხურვალეთიდან
Share on FacebookShare on Twitter

“88 წელი საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო. იქნებ რამის გაკეთება შეძლოთ”, – ამბობდა გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა. დღეს იქ მისი მეუღლე ვალია ბებო ცხოვრობს და თავისი გასაოცარი სიმტკიცით ამაგრებს საზღვარს.

12 სექტემბერი, დღის 12 საათი. მეგობრებთან ერთად დავადექი ხურვალეთის გზას.

ასევე წაიკითხე

ქართველი მილიონერის ქალიშვილი ანი ფხაკაძე პირველი შვილის დედა გახდა – რა დაარქვეს პატარას

ავარია ყვარელში – დაიღუპა 2 ახალგაზრდა

ამასობაში ჩვენი მესაზღვრე პოლიცია მოვიდა და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ აგვიყვანა დათა პაპას სახლთან. აქ პოლიციელებიც ყოველ წუთს საფრთხის მოლოდინში არიან. კაცმა არ იცის, როდის მოეპრიანებათ რუსებს გასროლა. გვითხრეს, ახლაც დიდი რისკია იქ თქვენი აყვანაო. ერთ პოლიციელს ვკითხე, საიდან ხარ-მეთქი, და მიპასუხა: აჩაბეთიდან ვარ. ომის დროს ყველანი გამოგვყარეს, მაგრამ ვერ გავჩერდი და დავბრუნდი. როცა მიჩვეული ხარ შენს მიწას, ძალიან ძნელია სხვაგან წასვლა. ვიცი, სიკვდილი ყოველ წუთს შეიძლება მომეწიოს, მაგრამ დათა პაპასი და ვალია ბაბოსი არ იყოს, აქ დავრჩები და დავიცავ ჩემს ქვეყანასო.

დათა პაპას სახლთან მიახლოებისას სულ სხვა რეალობაში გადავედი. ათმაგად გამიო­რმაგდა ტკივილი, გაბრაზება, პროტესტის გრძნობა, რომ საკუთარ მიწაზე, საკუთარ ქვეყანაში, მოხუც ქალს ვერ ჩავეხუტებოდი, ვერ მოვეფერებოდი, ვერ ვეტყოდი ისეთ მადლობას, როგორსაც იმსახურებს. ლანდივით შორიდან დავინახე ჯოხით ხელში წელში მოხრილი ვალია ბაბო, რომელიც ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა მავთულხლართს. უცებ ჩემ უკან ტირილის ხმა გაისმა – ჩვენი ჯგუფის წევრი ქალბატონი ქეთო ტიროდა. ვერავინ გაბედა ვერაფრის თქმა. ისევ გიორგიმ ივაჟკაცა: “ბებო, ჩვენ იმისათვის ჩამოვედით, რომ ეს უმაღლესი ჯილდო გადმოგცეთ. ჩვენ ვერასოდეს გადაგიხდით ისეთ მადლობას, რომელსაც თქვენ და თქვენი მეუღლე იმსახურებთ”.

ხმააკანკალებულმა მოხუცმა მადლობა­ გადაგვიხადა: – მადლობა, შვილებო, რატომ გარისკეთ ასე? აქ ძალიან საშიშია… მინდა დაგლოცოთ, ჩემხელა გამხდარიყავით, მაგრამ ჩემნაირ ცხოვრებას არ გისურვებთ. 87 წლისა, ნატანჯი ქალი ვარ. დათამ აქ რომ მომიყვანა, პატარა გოგო ვიყავი. კაი მეუღლე მყავდა, კაი. მეც ვცდილობდი­ ვაჟკაცურად დავდგომოდი გვერდით. პირველად რუსები რომ შემოვიდნენ და მოკვლით დაგვემუქრნენ, მე შუაში ჩავუდექი და ვუთხარი, თქვენ ხომ ერთი თოფი გაქვთ ხელში, მე 5 მაქვს-მეთქი და სანადირო თოფები­ მივუშვირე, მაააშ, გავყარე ეგენი… მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი, დათას დაიჭერდნენ და ციხეში მოკვდებოდა. სანამ ამ სახლს ააშენებდა, მითხრა: ისეთ სახლს ავაშენებ, სოფელს აჯობებსო. მართლა აჯობა, ბაბო, მართლა აჯობა!. 4 წელი დამთავრდა, რაც დათა აღარ მყავს… ეჰ, გვერდი მტკივა ამ ბოლო დროს. კიდევა, რომ ვიტირებ ხოლმე, წნევა მეწევა. ამიტომ აღარა ვტირი. მე რომ რამე მომივიდეს, აქაურობას რუსები დაიკავებენ. არ ვაღირსებ, კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ მაგათ გულის გასახეთქადა! შვილი და შვილიშვილები მეხვეწებიან, თბილისში წაგიყვანთო. მე რომ მათ გავყვე, ბაბო, რომ წავალ ჩემს დათასთან, რა პასუხი გავცე? მე მის თხოვნას ვასრულებ… ერთი კვირის წინ რუსებმა ჩემს სახლთან გაიარეს, შემეშინდა, მაგრამ მაინც გავძახე, აქ რა გინდათ, წადით აქედანა-მეთქი! წავიდნენ, ბაბო, წავიდნენ, მაგრამა მაინც მეშინია. სანამ დათა ცოცხალი მყავდა, მეორე სართულზე გვეძინა, ეხლა პირველზე მძინავს. მეშინია არ ისროლონ მაგ ოხრებმა. იცი, ბაბო, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დათამ წერილი დამიტოვა. წერილში ეწერა, რომ მე აქ უნდა დავრჩენილიყავი და ხოდა, აქა ვარ ბაბო, აქა და კიდევ დიდხანსა ვიქნები!.. წადით ახლა, ბაბო, შეიძლება აქ ახლა, ბუჩქებთან, რუსი მესაზღვრეები ჩუმად ზიან და გიყურებენ, გვისმენენ. წადით, ბაბო, წადით, რაიმე ხიფათი არ შაგხვდეთ, – ცრემლიანი თვალებით დაგვლოცა ვალია ბებომ.

უკან მომავალმა კიდევ ერთხელ გავხედე – ჩვენი მიტანილი ნობათი ძლივძლივობით მიჰქონდა სახლისაკენ…

წყარო:კვირის პალიტრა

სხვა ამბები

ქართველი მილიონერის ქალიშვილი ანი ფხაკაძე პირველი შვილის დედა გახდა – რა დაარქვეს პატარას
საზოგადოება

ქართველი მილიონერის ქალიშვილი ანი ფხაკაძე პირველი შვილის დედა გახდა – რა დაარქვეს პატარას

October 3, 2023
ავარია ყვარელში –  დაიღუპა 2 ახალგაზრდა
საზოგადოება

ავარია ყვარელში – დაიღუპა 2 ახალგაზრდა

October 3, 2023
კრისტი ყიფშიძემ 46-ე დაბადების დღე შვილთან, ნატალია ყიფშიძესთან ერთად ბუდაპეშტში აღნიშნა
საზოგადოება

კრისტი ყიფშიძემ 46-ე დაბადების დღე შვილთან, ნატალია ყიფშიძესთან ერთად ბუდაპეშტში აღნიშნა

October 3, 2023
🎥 „რა გვეშველება, ყველაფერი გაგვიფუჭდა“ – სტიქიის შედეგად, ფოთი დაიტბორა
საზოგადოება

🎥 „რა გვეშველება, ყველაფერი გაგვიფუჭდა“ – სტიქიის შედეგად, ფოთი დაიტბორა

October 3, 2023
“ვერც ბავშვები და ვერც დიდები გზაზე ვერ გადავდივართ”- ვითარება ახალშენში
საზოგადოება

“ვერც ბავშვები და ვერც დიდები გზაზე ვერ გადავდივართ”- ვითარება ახალშენში

October 3, 2023
უხვმა ნალექმა ხორეთში ხიდი წაიღო
საზოგადოება

უხვმა ნალექმა ხორეთში ხიდი წაიღო

October 3, 2023
Next Post
„საშინელება მოხდა, ორი შვილის თვალწინ მოკლა ცოლი და სიდედრი“ – რას ამბობენ ადგილობრივები დოლიძეზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

„საშინელება მოხდა, ორი შვილის თვალწინ მოკლა ცოლი და სიდედრი“ - რას ამბობენ ადგილობრივები დოლიძეზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

„რამხელა დარდი აქვს სახეზე…“ – სერიალ „ცხელი ძაღლის“ ვარსკვლავის ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა

„რამხელა დარდი აქვს სახეზე...“ - სერიალ „ცხელი ძაღლის“ ვარსკვლავის ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • ქართველი მილიონერის ქალიშვილი ანი ფხაკაძე პირველი შვილის დედა გახდა – რა დაარქვეს პატარას
  • ავარია ყვარელში – დაიღუპა 2 ახალგაზრდა
  • კრისტი ყიფშიძემ 46-ე დაბადების დღე შვილთან, ნატალია ყიფშიძესთან ერთად ბუდაპეშტში აღნიშნა
  • 🎥 „რა გვეშველება, ყველაფერი გაგვიფუჭდა“ – სტიქიის შედეგად, ფოთი დაიტბორა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge