ყავის დალევა არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას წონის დაკლებაზე.
ყავა ნამდვილად იწვევს გულისცემის გახშირებას და აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას, მაგრამ ეს ეფექტი იმდენად უმნიშვნელოა, რომ წონაში დაკლებაში არ გვეხმარება.
ვინც სწორად იკვებება და სვამს ყავას, წონაში დაიკლებს ისევე, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრები, ფიზიკურად აქტიური, იგივე პარამეტრების მქონე ადამიანი, ამ სასმელის მიღების გარეშე.
თუ ყავის დალევის შემდეგ სასწორზე ციფრები ოდნავ იკლებს, ეს მიუთითებს ორგანიზმიდან წყლის გამოდევნაზე.
ყავას მხოლოდ წყალი გამოაქვს ადამიანის ორგანიზმიდან. ასე რომ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს პროდუქტი ასტიმულირებს ცხიმების წვას.
წყარო:მკურნალი