საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, 31 წლის ასაკში 17 წლის თაკო სალაყაიაზე დაქორწინდა. ახლა წყვილი კამერებთან ნაკლებად ჩნდება, მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრა არ სურთ. ვერსად ვერ წააწყდებით სალაყიას ინტერვიუს ან რაიმე ახალ ამბავს მასზე. ის თითქოს აღარ არსებობს მედიისთვის, არადა იყო დრო როდესაც ყურადღების ეპიცენტრში იყო.
როგორც ცნობილია, სალაყაია ხათუნა ჟორდანიას მეჯვარე იყო, როდესაც ჯვარი მომღერალ ზურა ხაჩიძეზე დაიწერა. თაკოს ბომონდური სამეგობროდან სოფო ნიჟარაძე, ნინო ჩხეიძე, თიკო სადუნიშვილი, ნინა წკრიალაშვილი და ლელა კილაძე შემორჩნენ…
როგორც წესი, ყოფილი მინისტრი, მეუღლეზე საუბარს თავს არიდებდა. ქორწინებიდან მალევე, მათ პირველი შვილი, მიშო მერაბიშვილი შეეძინათ.
„მომწონდა ეს სახელი. ბევრი ადამიანი ამბობს, შვილს სააკაშვილის სახელი დაარქვაო. ძალიან მომწონს მიშა სააკაშვილი. არჩევნების დროს ვაკეში მიშას დიდი პლაკატი იყო გაკრული და ისე მომწონდა, ხშირად ვიდექი და ვუყურებდი. მაშინ უკვე ფეხმძიმედ ვიყავი. შემდეგ უკვე ვთქვი, რომ ჩემს შვილს აუცილებლად მიშას ან მიშოს დავარქმევდი. მე და ვანომ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ვანოს არ უნდოდა, შვილისთვის მეფის სახელები დაგვერქმია.
მიშა კი ისეთი სახელი იყო, რომელიც ორივეს მოგვწონდა და დღეს ჩემს შვილს სააკაშვილის სახელი ჰქვია“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში სალაყაია.
წყვილს მეორე შვილი, დათუნა 2009 წელს შეეძინა. ბავშვი 4 წლის იყო, როდესაც მერაბიშვილი დააკავეს.
„ახლა დიდი და ჩამოყალიბებული ადამიანია, ჩემი შვილი უნდა გავიცნო“,– ამბობდა 6 წლისა და 9 თვის შემდეგ ციხიდან გამოსული მერაბიშვილი უმცროს შვილზე.
მისივე თქმით, უფროსი შვილი საზღვარგარეთ სწავლობს და ჯერჯერობით მამა მხოლოდ ვიდეოზარის საშუალებით ნახა.