დღეს-დღეობით მეკობრეები რატომღაც ყველას უშიშარი ზღის მძარცველები ჰგონიათ, რომლებიც მუდამ წყალში იყვნენ, თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდნენ და ძარცვავდნენ ყველას, განურჩევლად სტატუსისა. სინამდვილეში კი მათ მრავალი ცრურწმენა ჰქონდათ, რისაც ან ეშინოდათ, ან სწამდათ, რომ სწორედ მას მოჰქონდა მეკობრეებისთვის იღბალი და დიდი საგანძური:
1. ქალი გემზე
გემზე ქალი უბედურებას ნიშნავს“. თანამედროვეები ამ ცრურწმენას სეიოზულად არ უყურებენ, მაგრამ ადრე ქალებს გემზე ნამდვილად არ უშვებდნენ. ვინც გაბედავდა ამ წესის დარღვევას, მაშინვე სიკვდილით სჯიდნენ. ითვლებოდა, რომ გემი უკვე ერთი ქალი იყო. ყველა გემს ქალის სახელი ჰქონდა და წვერთან ყოველთვის ნახევრად შიშველი გოგონას ქანდაკება ედგათ. მეკობრეების აზრით, ზღვას შეეძლო შეგუებოდა ერთი ქალის (გემის) ყოფნას, მაგრამ მეორის (ნამდვილი ქალის ) ყოფნა აუცილებლად გემის ჩაძირვას გამოიწვევდა.
საინტერესო ფაქტია, რომ ეს ცრურწმენა მხოლოდ მეკობრეებს არ ეხებოდა. 1562 წელს დანიაში გამოიცა განკარგულება: „ქალებსა და ღორებს ადგილი არ აქვთ გემზე. თუ რომელიმეს იპოვით სასწრაფოდ გადააგდეთ ბბორტს მიღმა“.
2. ზღვაში გარკვეულ დღეებში გასვლა
ცრუმორწმუნე მეკობრეები არასოდეს გადიოდნენ ზღვაში ხუთშაბათს, პარასკევს, აპრილის პირველ ორშაბათს და აგვისტოს მეორე ორშაბათს.
პარასკევი დიდი ხანია უიღბლპ დღედ ითვლებოდა, რადგან ამ დღეს ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. ხუთშაბათი ასევე ცუდ დღედ ითვლებოდა, რადგან ეს იყო თორის, ჭექა-ქუხილის და ქარიშხლის ღმერთის დღე. აპრილის პირველი ორშაბათი არის დღე, როდესაც კაენმა მოკლა აბელი. აგვისტოს მეორე ორშაბათს კი სოდომი და გომორი განადგურდა. ერთადერთი ხელსაყრელი დღე აფრების გასაშლელად იყო კვირა.
3. ბანანები ბორტზე
არსებობს რამდენიმე ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ არ ჰქონდათ ბანანი გემებზე. ჯერ ერთი, 1700-იან წლებში, ესპანეთსა და კარიბის ზღვის აუზს შორის სწრაფი ვაჭრობის დროს, ბანანის გადამზიდმა გემებმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწიეს. სავარაუდოდ, ეს დამთხვევა იყო, მაგრამ მეკობრეები ასე არ ფიქრობდნენ.
მეორეც, ეს ხილი სწრაფად ფუჭდება, რის შემდეგაც ისინი იწყებენ ტოქსიკური ორთქლის გამოყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გუნდის ჯანმრთელობის გაუარესება. სხვათა შორის, დღესაც ბევრი წყლის სპორტის მოყვარული თავს არიდებს გარუჯვის ლოსიონების გამოყენებას ბანანის არომატით.
4. გარკვეული სიტყვების წარმოთქმა
თუ ეკიპაჟს სურდა სახლში დაბრუნება, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ შეეძლოთ სიტყვების “მშვიდობით” ან “დაიხრჩო” წარმოთქმა. თუ ვინმეს წარმატებას უსურვებდნენ, ეს აუცილებლად გამოიწვევდა ცუდ იღბალს. წარმოთქმული სიტყვების უარყოფითი ეფექტის „განეიტრალების“ ერთადერთი გზა სისხლის დაღვრა იყო. ჩვეულებრივ, მეკობრეები მუშტს სთავაზობდნენ ცხვირში „კეთილის მსურველს“.
5. ოქროს ტარება
გახვრეტილი ყურის ბიბილო ნიშნავდა, რომ მეზღვაურმა მოინახულა მსოფლიოს ყველა კუთხე ან გადაკვეთა ეკვატორი. ცრუმორწმუნე მეკობრეებს ოქროს საყურეები ეკეთათ, რადგან თვლიდნენ, რომ ოქრო ჯადოსნური ლითონი იყო, თილისმანი, რომელიც მათ უბედურებისგან დაიცავდა.
წყარო: intermedia.ge