Thursday, September 21, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს იგი” – მეუფე შიო

September 17, 2023
“ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს იგი” – მეუფე შიო
Share on FacebookShare on Twitter

ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს იგი – ამის შესახებ მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა.

„ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ასევე წაიკითხე

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23 სექტემბრამდე

“ქართველი ბიჭები გოგოს პატივს არ სცემენ” – ნუცა ბუზალაძე

დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ეპიზოდი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალ იესო ქრისტესთან მისი გამოცდის მიზნით მიდის რჯულის მცოდნე ადამიანი და ეკითხება: „მოძღვარო, რომელია რჯულში მთავარი მცნება?“ უფალი მიუგებს: „გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი სულით, მთელი შენი გულით, მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უმთავრესი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აი, ამ ორ მცნებაზე დამოკიდებულია რჯული და წინასწარმეტყველნი“, – დასძენს უფალი იესო ქრისტე ამ საუბარში. და მართლაც, მთელი რჯული ამ სიყვარულის მცნებაზეა დაფუძნებული, მთელი წმინდა გარდამოცემა.

სიყვარული ეს არის რელიგიური მცნებების სული და გული, როგორც მოსეს მიერ ბოძებული მცნებებისა, დღეს მისი ხსენებაა, სხვათა შორის. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა, ასევე უფალ იესო ქრისტეს მიერ ბოძებული მცნებებისა.

და თუ არის ასეთი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მაშინ აზრი აქვს მცნებების დაცვას, მაგრამ თუ არ არის არც ღმერთის და არც მოყვასის სიყვარული, მაშინ რაოდენ დაბეჯითებითაც არ უნდა ვასრულებდეთ დანარჩენ მცნებებს, ამას არანაირი ფასი არ აქვს სიყვარულის გარეშე, იმიტომ რომ ეს იქნება მკვდარი რწმენა და მცნებების უსიცოცხლო შესრულება. ამ ყველაფერს სიცოცხლეს ანიჭებს და ასულდგმულებს სწორედ სიყვარული. სიყვარული არის სასიცოცხლო საწყისი ჩვენი რელიგიური ზნეობის, ჩვენი რელიგიური ცხოვრების, ღმერთთან ერთად. აი, ამ ყოველივეს საფუძველია სიყვარული.

მაგრამ, ეს მცნება რთულია. როგორ შევიყვაროთ ან ვინ არის ჩვენი მოყვასი? ჩვენ, ერთი მხრივ, გარკვეულწილად გვიყვარს ერთმანეთი, გვიყვარს ჩვენი ახლობლები, გვიყვარს ჩვენი ოჯახი, გვიყვარს ჩვენი სანათესავო, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, გვიყვარს ჩვენი სოფელი ან ქალაქი, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, ან იმ ქალაქის რომელიმე უბანი გვიყვარს, მაგრამ როგორია ეს სიყვარული? ისეთია, როგორსაც უფალი იესო ქრისტე მოითხოვს? იგი მოითხოვს, რომ მოყვასისადმი სიყვარული ეფუძნებოდეს ღმერთის სიყვარულს. ვკითხოთ ჩვენს თავს: გვაქვს ასეთი სიყვარული? ვგრძნობთ, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა ზეციერი? გვიყვარს იგი, როგორც მამა? უფალი იესო ქრისტე ჩვენგან ღვთისადმი, როგორც ზეციერი მამისადმი სწორედ ასეთ სიყვარულს მოითხოვს. როდესაც ასეთი სიყვარულია, მაშინ ყველა ადამიანი ჩვენთვის გახდება ძმა და და, თუ ღმერთი არის მამა ჩვენი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ღმერთის შვილია. თუ არ იქნება ასეთი სიყვარული ღვთისადმი, მაშასადამე, არც მოყვასი გვყვარებია სათანადოდ, მცირედ გვყვარებია და ეს ჩვენი ბუნებრივი სიყვარული, რომელიც ჩამოვთვალე – ოჯახისადმი, სამშობლოსადმი, ახლობლებისადმი და ასე შემდეგ, იქნება ძალიან მყიფე და პირობითი, ნამდვილი სიყვარული კი ასეთი არ უნდა იყოს.

მაშ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული? – ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს იგი. მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედნიერებაც, ჩვენი კეთილდღეობაც, ჩვენი მშვიდობაც, ჩვენი კულტურაც, მთელი ჩვენი ცხოვრებაც.

უფალმა იესო ქრისტემ დედამიწაზე მოიტანა სიყვარულის ახალი მცნება, ასეთ სიყვარულს არსად არავინ და არასდროს არ ასწავლიდა. მხოლოდ უფალი იესო ქრისტე ასწავლიდა. იგი გვმოძღვრავს ჩვენ: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ.“ ეს რას ნიშნავს? – რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი თავგანწირული სიყვარულით, ვინაიდან უფალმა იესო ქრისტემაც თავგანწირული სიყვარულით შეგვიყვარა ჩვენ. ნამდვილი სიყვარულიც შეიძლება იყოს არა თავგანწირული? ნამდვილი სიყვარულიც ასეთი თავგანწირულია.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა დღეს, მაგრამ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიყვარული, საჭიროა, ვიქონიოთ დიდი სიმდაბლე, სიმდაბლის ღვაწლი, ვინაიდან მხოლოდ სიმდაბლე ხსნის ჩვენში ასეთი სიყვარულის ძალას, უნარს, შესაძლებლობას. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვეშინია სიმდაბლის ღვაწლის, ამ ჯვრის აღების, არადა, ვიმეორებ, მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლის აღებით იხსნება ჩვენში დიდი სულიერი ძალები. სიყვარულს მოაქვს სიხარული და ბედნიერება. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „ყველაზე მეტად შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სრულყოფილების სიმტკიცე, ამინ.

ღმერთმა დაგლოცოთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ვლოცავთ შემდეგ გვარებს: კუტალაძეებს, ხოხიაშვილებს, მიშველიძეებს, ოქროცვარიძეებსა და ოქროსცვარიძეებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ” – აღნიშნა მეუფე შიომ.

სხვა ამბები

გაუარესდება თუ არა ამინდი? – უახლოესი დღეების პროგნოზი
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23 სექტემბრამდე

September 21, 2023
“ქართველი ბიჭები გოგოს პატივს არ სცემენ” – ნუცა ბუზალაძე
საზოგადოება

“ქართველი ბიჭები გოგოს პატივს არ სცემენ” – ნუცა ბუზალაძე

September 21, 2023
როგორ უნდა დაამარცხოთ, ღამე ჭამის სინდრომი? – ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
საზოგადოება

როგორ უნდა დაამარცხოთ, ღამე ჭამის სინდრომი? – ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

September 21, 2023
“აღარ არის უსაყვარლესი მეგობარი” – რას წერს ლევან ბერძენიშვილი
საზოგადოება

“აღარ არის უსაყვარლესი მეგობარი” – რას წერს ლევან ბერძენიშვილი

September 21, 2023
“მე თვითონ ნაქირავებში ვცხოვრობ” – რას წერს რამაზ გიგაური
საზოგადოება

“მე თვითონ ნაქირავებში ვცხოვრობ” – რას წერს რამაზ გიგაური

September 21, 2023
“რადგან ბედმა ეგეთი საქმე გარგუნა, რომ ამქვეყნიურ სურვილებს ასრულებ…” – რას სთხოვს გიორგი კეკელიძე სანტა-კლაუსს
საზოგადოება

“სარკიდან საშინლად გამხდარი, წარბებდაშვებული, წვერმიშვებული და ცხვირჩამოშვებული სახე მიყურებდა… ზუსტად ერთი წლის წინ, 20 სექტემბერს, წელიწადნახევრიანი გეენის შემდეგ, გავიღვიძე…” – გიორგი კეკელიძე

September 21, 2023
Next Post
რა უნდა ვიცოდეთ ჯანჯაფილზე – ნახეთ, მისი უნიკალური თვისებები

რა უნდა ვიცოდეთ ჯანჯაფილზე - ნახეთ, მისი უნიკალური თვისებები

ღვთისმშობლისადმი ლოცვა, რომელიც ყოველდღიურად უნდა წაიკითხოთ

ღვთისმშობლისადმი ლოცვა, რომელიც ყოველდღიურად უნდა წაიკითხოთ

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23 სექტემბრამდე
  • “ქართველი ბიჭები გოგოს პატივს არ სცემენ” – ნუცა ბუზალაძე
  • როგორ უნდა დაამარცხოთ, ღამე ჭამის სინდრომი? – ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
  • “აღარ არის უსაყვარლესი მეგობარი” – რას წერს ლევან ბერძენიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge