“მეტრონომმა” სინოპტიკოს დოდო გვაზავასთან მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.
“არამდგრადი ამინდები იყო გასული კვირის განმავლობაში, ტემპერატურამ მკვეთრად დაიკლო, მაღალმთიან რაიონებში, უმეტესად კავკასიონის ქედზე, წამოთოვა კიდეც.
17-ში კვლავ არამდგრადი ამინდია, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. ტემპერატურის კლება 19 სექტემბრამდე გაგრძელდება.
17-18 სექტემბერს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ასევე შესაძლებელია ზოგან უხვი ნალექიც მოვიდეს” – განაცხადა დოდო გვაზავამ.