რადიო “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემა “ფიქრებში”, რომელიც სასულიერო პირს, მამა პეტრე კოლხს მიჰყავს, სტუმრად მომღერალი ეკა კვალიაშვილი იყო. მან ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა, რომელიც ბერობას აპირებდა, მორჩილებაში იყო, თუმცა მის გამო უარი თქვა ბერობაზე და ცოლად მოიყვანა.
გთავაზობთ დიალოგის ნაწილს წამყვანის პეტრე კოლხისა და ეკა კვალიაშვილის საუბრიდან.
” – შენი წარსულიდან მინდა გაგახსენო, შენი ერთ-ერთი ყოფილი მეუღლე მონასტერში წავიდა და მორჩილად შედგა, სადაც აპირებდა, რომ ბერი ყოფილიყო და მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს კავშირი, ურთიერთობები, მეუღლე რომელიც მიდის მონასტერში და ხდება მორჩილი რომ მოემზადოს ბერობისთვის, შენზე ამან თავის დროზე რაღაც გავლენა არ მოახდინა?
– ის იყო მორჩილი, როდესაც ჩამოვიდა და ცოლად გავყევი.
– ანუ აცდუნე?
– მე კიარ ვაცდუნე, ხოიცი, რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო.
– ანუ კაბოსანს გაყევი ცოლად?
– არა, არ იყო შემოსილი, იყო უბრალოდ მორჩილი.”