Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„101 წლის ვხდები, კარგია ახალგაზრდობა, მაგრამ გეტყვით, რომ მე იგივე ვარ…“ – რას ამბობს 100 წლის ქართველი მეცნიერი, რომელსაც ამერიკაში „წლის ქალის“ წოდება მიანიჭეს

September 15, 2023
„101 წლის ვხდები, კარგია ახალგაზრდობა, მაგრამ გეტყვით, რომ მე იგივე ვარ…“ – რას ამბობს 100 წლის ქართველი მეცნიერი, რომელსაც ამერიკაში „წლის ქალის“ წოდება მიანიჭეს

ის მეცნიერია, გეოგრაფი, გეოლოგი, კარსტოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდრო-გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მეცნიერებას შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა. ელენე აბაშიძე 18 მარტს 101 წლის გახდება. გვაოცებს თავისი საუბრით, აზროვნებით, შემართებით და ცხოვრებისადმი აქტიური დამოკიდებულებით. 10.000-ზე მეტი ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული, არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი. როგორც აღნიშნავს, დაბრკოლებებით სავსე ცხოვრება გაიარა.

“კარსტს (ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც თავს იჩენს წყალში ხსნად ქანებში – კირქვა, დოლომიტი, ცარცი, თაბაშირი, ქვამარილი – მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ნაკადების ზემოქმედების შედეგად – რედ.) სწავლობდნენ, მაგრამ მხოლოდ მის ფორმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. არავის აინტერესებდა, ის რა პროცესს გადიოდა, ვიდრე ამ ფორმას მიიღებდა… უცნაურია, 2 საუკუნის განმავლობაში ხალხი ვერ მიხვდა, რომ აქ წყლის სიჩქარეებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ამისთვის მეშვიდე კლასის პროგრამა დამჭირდა, მეტი არაფერი… იუგოსლავიაში კონგრესზე რომ გამოვედი, გაოცებულები მისმენდნენ, თურმე შეიძლებოდა სხვანაირი კუთხით ამ პროცესის შესწავლაო”, – გვეუბნება მეცნიერი.

79 წლის ასაკში დაცულმა დისერტაციამ კი დიდი აღიარება მოუტანა. ამერიკამ ჯერ წლის ქალის წოდება მიანიჭა, შემდეგ 300 ყველაზე საინტერესო ადამიანს შორის დაასახელა და დააჯილდოვა.
– ქალბატონო ელენე, როგორც ვიცი, სადოქტორო დისერტაცია 79 წლის ასაკში დაიცავით…

– კი, ჩემს ცხოვრებაში ასე მოხდა, ეს იყო 1999 წელს. შემდეგ ამერიკის მსოფლიო მნიშვნელობის ინსტიტუტისგან დიდი მილოცვა და აღიარება მოვიპოვე. წლის ქალად დამასახელეს. ამის მნიშვნელობა და ფასი კარგად ახლა გავიგე, როდესაც პრეზიდენტ ზელენსკის წლის მამაკაცის წოდება გადასცეს (იცინის). მაშინ მივხვდი, ეს რა ყოფილა… იმაზე არც მიფიქრია, თუ ჩემი საქმიანობის ასეთი დამფასებელი ვინმე იქნებოდა. მეცნიერების დარგში ვისაც რამე გაუკეთებია, ეს ინსტიტუტი ამას აღწერს, მათ მსოფლიოს მასშტაბით 300 ადამიანში დამასახელეს…

წყარო:მარაო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვის გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge