Tuesday, October 3, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ის, რაც ბავშვს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემა – ნახეთ ჩამონათვალი

September 15, 2023
როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს – ნახეთ რას გვირჩევენ სპეციალისტები
Share on FacebookShare on Twitter

სიტყვა გენეტიკა ყველასთვის კარგად ნაცნობია, რაც ვინმესგან წარმოშობას, წარმოქმნას აღნიშნავს.
უფრო კონკრეტულად კი, გენეტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას, ანუ წინაპრების უნარს გადასცენ თავიანთი ნიშან-თვისებები და განვითარების თავისებურებები მომდევნო თაობას. ამ სამეცნიერო დისციპლინის სახელწოდება პირველად გამოიყენა ინგლისელმა ნატურალისტმა, უილიამ ბეტსონმა, 1905 წელს. ბიოლოგიის სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა ახალჩამოყალიბებული მეცნიერებაა.

ინდივიდის ყველა ნიშან-თვისება როდია მემკვიდრეობით მიღებული. ზოგიერთ მათგანს გარემო და აღზრდა განაპირობებს. მაგალითად, ადამიანი წერა-კითხვის უნარს სწავლით იძენს. არის ისეთი თვისებებიც, რომლებიც მემკვიდრეობითობისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგია. ადამიანის სხეულის ფორმა ნაწილობრივ მემკვიდრეობით მიღებული თვისებაა, თუმცა მასზე ისიც ახდენს გავლენას, თუ რამდენ საკვებს იღებს ადამიანი.

ასევე წაიკითხე

“ასე მგონია, გადაჭრილი კიტრით და ტარხუნის ლიმონათით დარბიხარ…” – ვახო სანაია მამულიჩაზე

“მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ, ,,ძმაო ნუ გეშინია, აქ ვარ” – ემიგრანტების ჯგუფში ემოციური პოსტი ვრცელდება

მშობლის ნიშან-თვისებები ქრომოსომების საშუალებით გადადის შვილზე. ქრომოსომა წარმონაქმნია, რომელიც სხეულის ყველა უჯრედშია, ამიტომ თითოეული უჯრედი შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ არის აგებული მთელი ორგანიზმი.

უჯრედის ბირთვში ბევრი ქრომოსომაა. ყოველ მათგანს თავისი წყვილი ჰყავს. ამ წყვილში ერთი ქრომოსომა დედისეულია, მეორე კი — მამისეული. თითოეული სახეობის ცხოველსა და მცენარეს კონკრეტული რაოდენობის ქრომოსომა აქვს. მაგალითად, ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს, რომლებიც 23 წყვილს ქმნიან.

ქრომოსომის მთელ სიგრძეზე გენებია განლაგებული, რომლებშიც ორგანიზმის მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების შემცველი ინფორმაციაა მოცემული. მაგალითად, ადამიანის გენში თვალის ან თმის ფერის შემცველი ინფორმაციაა ჩაწერილი. შედარებით რთულ ნიშან-თვისებებს, მაგალითად, სხეულის ფორმას, მრავალი გენის ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს.

უჯრედში ყველა ქრომოსომა სხვადასხვაგვარია, თუმცა ქრომოსომათა ყოველი წყვილი ერთი და იმავე ინფორმაციის შემცველია, ამიტომ ყოველ თვისებას ორი გენი განსაზღვრავს.

ერთ დღეს ამანდა გორმანსა და მის მეუღლე რაიანს ექიმმა შესთავაზა გენეტიკური ანალიზები ჩაეტარებინათ საკუთარი სამი წლის ქალიშვილისთვის იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა გოგონას მშობლებისგან მიღებული რაიმე გენეტიკური დაავადება. მამის ხაზს ჰქონდა გენეტიკური დაავადება ჰიპერქოლესტერინემია, რაც ადრეულ ასაკში გულის პრობლემებს იწვევს და ბევრი მისი ნათესავი 40-დან 50-მდე წლის ასაკში იღუპებოდა.

ანალიზების აღებამ ცხადყო, რომ გოგონას მამის ხაზით ჰქონდა გადაცემული რამდენიმე გენეტიკური დაავადება, მათ შორის ზემოთ ხსენებული ჰიპერქოლესტერინემია და ასევე თვალების პრობლემა, რის გამოც გოგონას მეორე დღისთვის ოპერაცია ჰქონდა დანიშნული, თუმცა გადადეს დროული ანალიზის წყალობით. მამასაც და შვილსაც დაენიშნათ ინდივიდუალური მკურნალობა გარკვეული და სპეციალური მედიკამენტებით და დიეტური კვება. დაავადებამ პროგრესი ვეღარ განიცადა და მათ შეძლეს ხანდაზმულობამდე ეცოცხლათ.

მრავალმა კვლევამ ცხადყო, რომ შეგვიძლია წინასწარ ვიცოდეთ, რომელი გენეტიკური დაავადებები შეიძლება მიიღოს შვილმა მამისგან. ამ სტატიაში შვიდ მათგანზე ვისაუბრებთ.

7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ

1. გულის დაავადებები

ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მრავალი კვლევის შედეგად დაადასტურეს, რომ მამაკაცების 50%-მა შვილებს გენეტიკურად გადასცა გულის კორონარული დარღვევები და დაავადებები.

2. ფსიქიკური დარღვევები

არსებობს ფსიქიკური დარღვევების ტიპები, რომლებიც ბავშვს მხოლოდ და მხოლოდ მამისგან გადაეცემა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი მამა გვიან ასაკში გახდა. ესენია შიზოფრენია და ADHD. რა არის ADHD? ეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომია. მისი სამი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია: უყურადღებობა, ჰიპერაქტიურობა და იმპულსურობა.

უყურადღებობა:

ბავშვი არის გაფანტული;
არ ასრულებს მითითებებს და არ ამთავრებს დავალებას, არ უსმენს;
უყურადღებობით უშვებს შეცდომებს;
ავიწყდება ყოველდღიური აქტივობები;
ხშირად კარგავს ნივთებს.
ჰიპერაქტიურობა:

ბავშვს უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა;
არ შეუძლია მშვიდად თამაში;
სურს მუდმივად იმოძრაოს, დარბის, ძვრება სხვადასხვა საგანზე;
ლაპარაკობს ძალიან ბევრს.
იმპულსურობა:

უჭირს დაელოდოს თავის რიგს;
უაზროდ ისვრის რეპლიკებს;
ხელს უშლის სხვებს.
3. მოხრილი და დაბრეცილი კბილები

ბავშვებს შეუძლიათ მამისგან მიიღონ სტომატოლოგიური პრობლემებიც. ეს იმიტომ ხდება, რომ მამაკაცის გენები ყბის ფორმისა და სტომატოლოგიური პრობლემების მიმართ გაცილებით ძლიერია, ვიდრე ქალის გენები.

4. უშვილობა

მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ სპერმატოზოიდების დაბალი ხარისხი, შეუძლიათ თავიანთი ვაჟები დააჯილდოონ იმავე პრობლემით ან უარესი, ვაჟები იყვნენ უნაყოფოები.

5. შვილის სქესი – გოგო თუ ბიჭი?

დიახ, სწორედ კაცის გენი განსაზღვრავს მომავალი შვილის სქესს. თუ განაყოფიერებისას მამრის სპერმატოზოიდი X ქრომოსომას შეიცავს, გაჩნდება გოგონა, ხოლო თუ სპერმატოზოიდში Y ქრომოსომაა, მაშინ ვაჟი. ამასთან დაკავშირებით მეცნიერული კვლევები გამოქვეყნდა შციენცე Daily-ში.

6. თვალის ფერი

რა თქმა უნდა, თვალის ფერი შვილს შეიძლება ორივე მშობლისგან გადაეცეს, თუმცა უმეტესი პროცენტი მამის გენზეა დამოკიდებული.

7. სიმაღლე

როგორც თვალის შემთხვევაში, აქაც ორივე მშობლის გენი თამაშობს როლს, თუმცა უმეტესწილად შვილის სიმაღლე მამის გენით განისაზღვრება.

წყარო:მკურნალი

სხვა ამბები

“ასე მგონია, გადაჭრილი კიტრით და ტარხუნის ლიმონათით დარბიხარ…” – ვახო სანაია მამულიჩაზე
საზოგადოება

“ასე მგონია, გადაჭრილი კიტრით და ტარხუნის ლიმონათით დარბიხარ…” – ვახო სანაია მამულიჩაზე

October 3, 2023
“მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ, ,,ძმაო ნუ გეშინია, აქ ვარ” – ემიგრანტების ჯგუფში ემოციური პოსტი ვრცელდება
საზოგადოება

“მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ, ,,ძმაო ნუ გეშინია, აქ ვარ” – ემიგრანტების ჯგუფში ემოციური პოსტი ვრცელდება

October 3, 2023
“რომ ვიგებ შენს ბედნიერ ხმას, მეც კარგად ვარ!” – თათია შარანგია ემოციურ პოსტს აქვეყნებს
საზოგადოება

“რომ ვიგებ შენს ბედნიერ ხმას, მეც კარგად ვარ!” – თათია შარანგია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

October 3, 2023
რა გავლენას ახდენს პლანეტა მერკური ადამიანების ცხოვრებაზე?
საზოგადოება

14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე დაბნელების დერეფანი გველის – რატომაა ეს პერიოდი საყურადღებო

October 3, 2023
23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
საზოგადოება

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 3, 2023
ვინ არის შოვში კიდევ ერთი დაღუპული, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოიცნეს
საზოგადოება

მეღვინეობა ეიფორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

October 3, 2023
Next Post
7 მიზეზი თუ რატომ უნდა დაიწყოთ ავოკადოს ჭამა დღესვე!

7 მიზეზი თუ რატომ უნდა დაიწყოთ ავოკადოს ჭამა დღესვე!

“წარსულში დატოვებულმა პრობლემებმა შესაძლოა კვლავ თავი შეგახსენოთ” – საყურადღებო თარიღები ივლისის თვეში

ნახეთ ზოდიაქოს რომელი 5 ნიშანი გამდიდრდება უახლოეს მომავალში?

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • “ასე მგონია, გადაჭრილი კიტრით და ტარხუნის ლიმონათით დარბიხარ…” – ვახო სანაია მამულიჩაზე
  • “მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ, ,,ძმაო ნუ გეშინია, აქ ვარ” – ემიგრანტების ჯგუფში ემოციური პოსტი ვრცელდება
  • “რომ ვიგებ შენს ბედნიერ ხმას, მეც კარგად ვარ!” – თათია შარანგია ემოციურ პოსტს აქვეყნებს
  • 14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე დაბნელების დერეფანი გველის – რატომაა ეს პერიოდი საყურადღებო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge