Tuesday, October 3, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ გვეხვევა თავბრუ წამოდგომისას და გვიბნელდება თვალებში, რა არის ამის ყველაზე ხშირი მიზეზი და როგორ უნდა მოვაგვაროთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

September 14, 2023
რატომ გვეხვევა თავბრუ წამოდგომისას და გვიბნელდება თვალებში, რა არის ამის ყველაზე ხშირი მიზეზი და როგორ უნდა მოვაგვაროთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები
Share on FacebookShare on Twitter

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი იმისა, რომ ადამიანს წამოდგომისას თავბრუ ეხვევა, თვალთ უბნელდება და ყურებში შუილი აქვს და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ პრობლემას:

– როცა ადამიანს წამოდგომისას თვალთ უბნელდება, ყურებში შუილი აქვს და გული უჩქარდება, ამ ყველაფერს პოსტურალური ორთოსტატიული ტაქიკარდიის სინდრომი ჰქვია. წამოდგომისას გრავიტაცია ჩვენს სისხლს ქვედა კიდურებში ექაჩება. იმის გამო, რომ სისხლი ქვედა კიდურებში მიემართება, მას აორტა, საძილე არტერიები ვეღარ იღებს, ესენი თავის ტვინს გადასცემენ ინფორმაციას, რომ წნევა დავარდა. საპასუხოდ, თავის ტვინი შეეცდება, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ აიყვანოს და გულს უბრძანოს, მუშაობას აუჩქაროს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ადამიანს გული უხდება ცუდად. ეს ნორმალური რეაქციაა. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ სხეულს ამის მოგვარება ასე არ უნდა უწევდეს. მიზეზები ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით განსხვავებულია. თუ ახალგაზრდა გოგონებს ავიღებთ, მსგავსი რამ მენსტრუალური ციკლის შემდეგ ხშირია. თითოეული ციკლის დროს, დაახლოებით, 80 მლ-მდე სისხლი იკარგება. რაკი სისხლის მოცულობა ცოტაა, წამოდგომისას თავბრუსხვევის შეგრძნება აქვთ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. გარდა ამისა, მსგავსი შემთხვევა შეიძლება დღესასწაულის შემდეგაც ლოგიკური იყოს. როცა ადამიანი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებს, ალკოჰოლი შარდმდენია. რაკი სითხე სხეულიდან გამოაქვს, წამოდგომის დროს თავბრუსხვევის შეგრძნებაც აქვს.

ასევე წაიკითხე

“მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ, ,,ძმაო ნუ გეშინია, აქ ვარ” – ემიგრანტების ჯგუფში ემოციური პოსტი ვრცელდება

“რომ ვიგებ შენს ბედნიერ ხმას, მეც კარგად ვარ!” – თათია შარანგია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს. მაგალითად, დიდი რაოდენობით საკვების მიღება. ასეთ შემთხვევაში სისხლის უდიდესი ულუფა წვრილი ნაწილისკენ მიემართება, რომ საკვები მოვინელოთ. რახან სისხლი მუცლის ღრუში აკუმულირდება, წამოდგომისას ქვემო კიდურებში მიემართება და თავის ტვინი ვეღარ იღებს. სწორედ ამიტომაა, რომ თავბრუ გვეხვევა.

თუ ადამიანი დიდი რაოდენობით ტკბილეულს ჭამს, გლუკოზის რაოდენობა სისხლში იმატებს, თირკმელი ფილტრავს, მაგრამ სხეულში უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებს და შარდს გააყოლებს. შარდსგაყოლილ გლუკოზას წყალიც მიჰყვება. სხეულში მოცულობა ქვეითდება და წამოდგომისას თავბრუ გვეხვევა. ლოგიკურია, რომ მსგავსი შემთხვევის მიზეზი შეიძლება, შაქრიანი დიაბეტი იყოს.

ანემია ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ანემიის დროს სისხლის მოცულობა ქვეითდება და შესაძლოა, აღნიშნული პრობლემები გამოიწვიოს. მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და ასე შემდეგ.

ის ფაქტი, რომ წამოვდექით და თვალთ დაგვიბნელდა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს სხეულს წნევის შენარჩუნება სწორი მოცულობით უჭირს. თუ ეს ერთჯერადი, ეპიზოდური შემთხვევებია, მაშინ საგანგაშო არ არის და ექიმთან გადაუდებელ მისვლას არ საჭიროებს. თუმცა, თუ ეს ყოველდღიურია, უმჯობესია ექიმთან მივიდეთ და გამოკვლევები კარდიოლოგიდან დავიწყოთ. ეპიზოდური შემთხვევების დროს კი რამდენიმე მარტივი რჩევა გამოგვადგება:

  • მივიღოთ დიდი რაოდენობის სითხე. ამ დროს განსაკუთრებით ეფექტური მარილიანი სითხეებია.
  • ნახშირწყლების მიღებას თავი ავარიდოთ.
  • არ მივიღოთ ერთჯერადად დიდი რაოდენობის საკვები. ვიკვებოთ დღეში რამდენჯერმე, მცირე ულუფებით.
  • არ ვიდგეთ ფეხზე ხანგრძლივად.
  • ჩავიცვათ უფრო მომდგარი ტანსაცმელი. ტანსაცმელი ვენებს დააწვება და სისხლი ქვემო კიდურებში არ დაგუბდება.
  • ვიყოთ გრილ გარემოში და სიცხეს მოვერიდოთ.
წყარო:მშობლები

სხვა ამბები

“მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ, ,,ძმაო ნუ გეშინია, აქ ვარ” – ემიგრანტების ჯგუფში ემოციური პოსტი ვრცელდება
საზოგადოება

“მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ, ,,ძმაო ნუ გეშინია, აქ ვარ” – ემიგრანტების ჯგუფში ემოციური პოსტი ვრცელდება

October 3, 2023
“რომ ვიგებ შენს ბედნიერ ხმას, მეც კარგად ვარ!” – თათია შარანგია ემოციურ პოსტს აქვეყნებს
საზოგადოება

“რომ ვიგებ შენს ბედნიერ ხმას, მეც კარგად ვარ!” – თათია შარანგია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

October 3, 2023
რა გავლენას ახდენს პლანეტა მერკური ადამიანების ცხოვრებაზე?
საზოგადოება

14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე დაბნელების დერეფანი გველის – რატომაა ეს პერიოდი საყურადღებო

October 3, 2023
23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
საზოგადოება

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 3, 2023
ვინ არის შოვში კიდევ ერთი დაღუპული, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოიცნეს
საზოგადოება

მეღვინეობა ეიფორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

October 3, 2023
„შუაღამეს მიუვარდა სახლში კობას და ესროლა და შვილს დედა გადაეფარა და დაიჭრა“ – რას ჰყვება საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის ახლობელი
საზოგადოება

„შუაღამეს მიუვარდა სახლში კობას და ესროლა და შვილს დედა გადაეფარა და დაიჭრა“ – რას ჰყვება საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის ახლობელი

October 3, 2023
Next Post
დღეს შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ავიაბილეთების ფასები მცირდება – ნახეთ რომელია ყველაზე იაფი მიმართულებები ამ შემოდგომას სამოგზაუროდ

ავიაბილეთების ფასები მცირდება – ნახეთ რომელია ყველაზე იაფი მიმართულებები ამ შემოდგომას სამოგზაუროდ

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • “მხოლოდ ქართული ხმა გააგონეთ, ,,ძმაო ნუ გეშინია, აქ ვარ” – ემიგრანტების ჯგუფში ემოციური პოსტი ვრცელდება
  • “რომ ვიგებ შენს ბედნიერ ხმას, მეც კარგად ვარ!” – თათია შარანგია ემოციურ პოსტს აქვეყნებს
  • 14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე დაბნელების დერეფანი გველის – რატომაა ეს პერიოდი საყურადღებო
  • 3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge