Sunday, September 24, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის

September 14, 2023
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის
Share on FacebookShare on Twitter

პირველად ბავშვის სკოლაში მიყვანა მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც მოსწავლისთვის, ასევე ოჯახისთვისაც. მშობლებმა უამრავ დეტალს უნდა მიაქციონ ყურადღება.

ბევრ ბავშვს უჭირს შეგუება. ნახეთ, როგორ უნდა დაეხმაროს ბავშვს ოჯახი

ასევე წაიკითხე

ქალი, რომელსაც რუსთავში მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

ვინ იყო ქართველი ქალი, რომელზეც სალვადორ დალი გიჟდებოდა – ესპანელი მხატვრის აქამდე უცნობი ამბავი

– სასურველია ბავშვს წინასწარ ვანახოთ მისთვის შერჩეული სკოლა, სადაც ის სწავლას დაიწყებს. ზოგიერთ სკოლას აქვს ტრადიცია სწავლის დაწყებამდე მიიწვიოს მშობლები და ბავშვები, სადაც ერთად მოინახულებენ სასწავლო გარემოს, გაეცნობიან პედაგოგებს და თანაკლასელებს;

– სკოლის დაწყებამდე შეგიძლიათ ბავშვს წაუკითხოთ და დაათვალიერებინოთ სკოლაში წასვლასთან დაკავშირებული ლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ მასთან დიალოგის წარმართვაში. აქვე, მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების გაზიარება პოზიტიური კუთხით, თუ როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს;

– შეეცადეთ ბავშვს წინასწარ გააცნოთ სკოლის რუტინა, როგორიცაა მაგალითად გაკვეთილების ცხრილი და მათთვის ახალი აქტივობები (გაკვეთილებს შორის დასვენებები; კვების დრო და პირობები; ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; რა შემთხვევაში მიაკითხოს სკოლის პედიატრს და ა.შ.);

– სკოლის დაწყებამდე მიუახლოვეთ ბავშვის ყოველდღიურობა სკოლის რუტინას. ასწავლეთ, რომ დილით სკოლაში წასვლას სჭირდება დაგეგმვა, როგორიცაა დროულად გაღვიძება, პირადი ჰიგიენა, საუზმე, საჭირო ნივთების მოწესრიგება, სამოსის შერჩევა და დღის აქტივობების განრიგის გაცნობა, რაშიც თქვენი ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია;

– იმისათვის, რომ თქვენმა შვილმა უკეთ გაითავისოს მოსწავლის როლი, შეგიძლიათ ამ პროცესს მისცეთ თამაშის სახე და შესთავაზოთ სოციალურ-როლური თამაშები, როგორიცაა მაგალითად ,,სკოლობანა’’. ეს პროცესი თქვენც დაგეხმარებათ, დაინახოთ ბავშვის რეალური მოლოდინები და მისი მზაობა გახდეს სკოლის მოსწავლე. ასევე, შეგიძლიათ ბავშვს სთხოვოთ მოირგოს მასწავლებლის როლი. მის თამაშზე დაკვირვება გიკარნახებთ, რა მოლოდინები აქვს მას ზოგადად პედაგოგის მიმართ და როგორი წარმოუდგენია იგი. თუ მის წარმოდგენაში პედაგოგი ასოცირდება არასასიამოვნო ემოციებთან და შფოთთან, იყავით ყურადღებით, იზრუნეთ ამ დამოკიდებულების შეცვლაზე და ასწავლეთ, როგორ მიმართოს მას დასახმარებლად;

– დაეხმარეთ თქვენ შვილს შეარჩიოს რაიმე ნივთი, რომელიც ასოცირდება სახლთან და წაიღებს სკოლაში. ეს შესაძლებელია იყოს მშობლების ფოტო, რაიმე სათამაშო ან ნებისმიერი მისთვის საყვარელი ნივთი, რომელიც მასში იწვევს დაცულობის შეგრძნებას;

– სკოლისათვის საჭირო ნივთები და ტანსაცმელი აუცილებლად ბავშვთან ერთად შეარჩიეთ, ერთად წადით საყიდლებზე. ეს პროცესი ზრდის მის მზაობას სკოლისთვის. აუცილებლად ასწავლეთ ბავშვს პირადი და სხვისი ნივთების გაფრთხილება;

– სკოლაში ბავშვის ადაპტაციის უნარი პირდაპირ კავშირშია მის დამოუკიდებლობის ხარისხთან, რაც გულისხმობს მის დამოუკიდებლობას კვების, ტუალეტის და ჩაცმა-გახდის დროს; წაახალისეთ და მიეცით მათ დრო ამ უნარების გამომუშავებისთვის და განსამტკიცებლად;

– ითამაშეთ ბავშვთან ერთად სამაგიდო თამაშები, რომელიც მას დაეხმარება ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა რიგის დაცვა, გაზიარება, შეთანხმებების და წესების დაცვა და საკუთარი ემოციების გამოხატვა მისაღები ფორმით;

– წინასწარ შეამზადეთ ბავშვი თქვენ გარეშე დამოუკიდებლად ყოფნისთვის. გაამრავალფეროვნეთ მისი სოციალური გარემო და ხელი შეუწყვეთ მისი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობას;

– აუცილებლად გამოხატეთ კეთილგანწყობა პედაგოგის მიმართ თქვენი შვილის თანდასწრებით. მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მას ტოვებთ თქვენთვის სანდო ადამიანთან, რომლის იმედიც გაქვთ;

– ხელი შეუწყვეთ ბავშვის წინარე აკადემიური უნარების განვითარებას, როგორიცაა წერა, კითხვა, თხრობა და ანგარიში. მაგალითისთვის: მან უნდა იცოდეს საკუთარი სახელის წაკითხვა და დაწერა, რომ ამოიცნოს საკუთარი ჩანთა, პირადი კარადა ან სხვა ნივთი; კალმის ხელში დაჭერის უნარი; დათვლა თამაშის ფორმით, დაითვალეთ კიბის საფეხურები, მანქანის ნომრები, შენობის სართულები და სხვა;

– უმნიშვნელოვანესია ბავშვი ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ, კერძოდ: საკუთარი სახელი და გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი, ოჯახის წევრების სახელი/გვარი, მშობლების პროფესია და ტელეფონის ნომერი;

– ასწავლეთ ბავშვს თვით-დამშვიდების სტრატეგიები. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ მოახერხოს საკუთარი ემოციების მართვა როცა რაღაც წყინს, აღელვებულია და თქვენ იმ მომენტში მის გვერდით არ ხართ. ასწავლეთ ასეთ დროს გამოიყენოს რაიმე ნივთი, მაგალითად: ჩაიხუტოს საყვარელი სათამაშო, ხელში ათამაშოს სენსორული ბურთები, დალიოს წყალი, სველი ხელსახოცით გაიწმინდოს სახე და სხვა. მნიშვნელოვანია თქვენი შვილის დამშვიდების სტრატეგიები გაუზიაროთ მის პედაგოგს;

– ერთობლივად შექმენით დამშვიდობების რიტუალი. ეს შეიძლება იყოს ჩახუტება, ხელის დაქნევა, ტრიალი ან თუნდაც რამდენიმე წამიანი ხელებით თამაში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ რიტუალის თანმიმდევრული შესრულება სკოლაში მიყვანის დროს თქვენს შვილს გაუმარტივებს განშორებას და აუმაღლებს განწყობას, რაც საშუალებას მისცემს დროულად და უმტკივნეულოდ გადაერთოს სასკოლო პროცესზე.

მშობლებო, ნუ დაანახებთ ბავშვებს თქვენ ღელვას და შფოთს პირველ კლასში წასვლასთან დაკავშირებით. თქვენი განწყობა მისი დამოკიდებულების პირდაპირ პროპორციულია. აგრძნობინეთ და უთხარით, რომ ენდობით მას და ყოველთვის მზად ხართ მხარდასაჭერად. გაითვალისწინეთ, რომ სკოლასთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო თითოეული ბავშვის შემთხვევაში ინდივიდუალურია და შესაძლოა ერთი დღიდან რამოდენიმე კვირამდეც გაგრძელდეს. თუკი ბავშვი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ ახერხებს სკოლის გარემოსთან შეგუებას (შფოთავს, ტირის, არ ერთვება აქტივობებში) შეხვდით და გაესაუბრეთ სკოლის პედაგოგებსა და ფსიქოლოგს შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით.

სხვა ამბები

რუსთავში მანქანა ბორდიურზე მდგარ ქალს შეეჯახა
საზოგადოება

ქალი, რომელსაც რუსთავში მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

September 23, 2023
ვინ იყო ქართველი ქალი, რომელზეც სალვადორ დალი გიჟდებოდა – ესპანელი მხატვრის აქამდე უცნობი ამბავი
საზოგადოება

ვინ იყო ქართველი ქალი, რომელზეც სალვადორ დალი გიჟდებოდა – ესპანელი მხატვრის აქამდე უცნობი ამბავი

September 23, 2023
ვინ არის შოვში კიდევ ერთი დაღუპული, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოიცნეს
საზოგადოება

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

September 23, 2023
ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი სასულიერი პირი
საზოგადოება

ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი სასულიერი პირი

September 23, 2023
აუცილებელია თუ არა კანის მოვლისთვის ძვირადღირებული პროდუქციის გამოყენება – ექიმის რჩევები
საზოგადოება

რატომ უნდა მოერიდოთ რძიან და თეთრ შოკოლადს – ზაზა თელიას გაფრთხილება

September 23, 2023
ვინ არის შოვში კიდევ ერთი დაღუპული, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოიცნეს
საზოგადოება

გარდაიცვალა საბერძნეთში მოღვაძე ქართველი სასულიერო პირი

September 23, 2023
Next Post
როგორ არ მოვიმატოთ წონაში მოწევისთვის თავის დანებებისას

როგორ არ მოვიმატოთ წონაში მოწევისთვის თავის დანებებისას

„გული შეგეკუმშება და ცრემლები დაგახრჩობს, ცრემლები ზოგჯერ მონატრების, ხშირად კი ბედნიერების”- რას წერს გივიკო დიდია ამ წუთებში

„წარსულს გადავხედე, დაუმსახურებლად რამდენმა ადამიანმა მატკინა გული...“ - რას წერს გურული ბლოგერი გივიკო დიდია

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • ქალი, რომელსაც რუსთავში მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა
  • ვინ იყო ქართველი ქალი, რომელზეც სალვადორ დალი გიჟდებოდა – ესპანელი მხატვრის აქამდე უცნობი ამბავი
  • 24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი სასულიერი პირი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge