“ეს სტატუსი არაფრით არაა დეპრესიული სახის, უბრალოდ ალბათ ადამიანის ბუნება ხანდახან ითხოვს სახალხოდ “ჩამოჯდომას” – ამის შესახებ მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“რომ მგონია 13 საათიანი სამუშაო დღე დასასრულს მიუახლოვდა , დავისვენებ საჭმლის მომზადება – ჭამა- დაბანა -დაძინება – გამოცვლა – ბავშვების გართობა -დევნა – ზრუნვა უსაფრთხოებაზე (პს: რომელიც 24 საათიანია) და წამოვწვები მინიმუმ ფიზიკურად გათიშვამდე (დაძინებამდე)40 წთ 1 საათი მაინც მექნება საკუთარ თავთან მარტო ყოფნის ფუფუნება . იღვიძებს 2 დან ხშირ შემთხვევაში პატარა , რომელმაც ზუსტად იცის რომ მთელი დღე კარგად ქცევისა, დედასთან ანგარიშ გაწევის სანაცვლოდ სწორად ახლა დადგა მისი კუთვნილი დრო , ის დრო როცა თავის უფროს დასთან არ მოუწევს დედის გაყოფა , ის 40 წუთი ზემოხსენებული აი საკუთარი თავისთვის რომ გამოვყავი😅 მისთვის ყველაზე ტკბილია , ავა ამ დროს დედიკოსთან ხელებში მარტო რჩება, ან უბრალოდ იმ 40 წუთს სიმშვიდეში დედას გვერძე გაატარებს , ნამდვილად საკუთარი არჩევანი იყო აივის და ავას დაბადების წამიდან მათი თავად აღზრდა იცის ყველა დედამ დამხმარით თუ მარტო მყოფმა რამხელა ფიზიკური თუ მენტალური რესურსი სჭირდება ბავშვს გაზრდას და კიდევ უფრო მეტი აღზრდას…
და მაინც რა არის ბედნიერება ? რა არის დედად გამხდარი ქალის მისია ? მარტო ქალმა იცის რა უსაზღვროა ჩვენი შესაძლებლობა , უბრალოდ ჩვენ 100% ვიცით როგორია დედის ერთი დღე , და კიდევ უფრო კარგად ვიცით რამხელა რესურსი გვაქვს თვითგანვითარების , მაშინ როცა ვარ იმ ადგილას სადაც ჩემი შესაძლებლობები 100% შემიძლია გამოვხატო ყველა დარგში , სწორედ აქ იხარშება და იქმნება ყველაფერი ის რაც შემდეგ ზიარდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში , ზუსტად იქ ვარ სადაც 1 ადამიანზე 10000 კაცი კიდევ უფრო ნიჭიერი , კიდევ უფრო დიდი გამომცდილების მქონე უხილავად გებრძვის თუმცა მაინც ამ ქვეყანაში ყველასთვის მოიპოვება წარმატებაც და ადგილიც …
ეს სტატუსი არაფრით არაა დეპრესიული სახის არაფრით არ კნინდება არც ერთი წამით დედას ,ბებოს, ელგას, ნიკას, თუ სხვადასხვა ოჯახის წევრის დახმარების საათები რაც ბავშვებისთვის დაუთმიათ , ყველა მათგანის მადლიერი ვარ უბრალოდ ალბათ ადამიანის ბუნება ითხოვს ხანდახან სახალხოდ “ჩამოჯდომას” , ფარულად ხელის გადახვევას და საჯაროდ გაზიარებას საკუთარი გამოცდილების თუ ერთი ჩვეულებრივი გრძელი დღის …”