Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სულ მშორდებიან… მე თვითონ რომ დავშორდე, ეგ როგორ უნდა – არ ვიცი… მართლა“ – რას წერს გიორგი კეკელიძე

September 14, 2023
“გურიაზე როცა ვლაპარაკობ, საკუთარ თავზე ვყვები.. ყოველგვარი სამძიმარი ხელოვნურად მეჩვენება და არაკმარად…” – კეკელიძე

“სულ მშორდებიან… მე თვითონ რომ დავშორდე, ეგ როგორ უნდა – არ ვიცი… მართლა“ – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“პირველი შეყვარებული რომ დამშორდა, ვიქნებოდი ასე მეორე კლასში. მას მერე ეგრე მოეწყო, რომ სულ მშორდებიან. მე თვითონ რომ დავშორდე, ეგ როგორ უნდა – არ ვიცი. მართლა. არცოდნა კიდევ არცოდვაა.
მოკლედ დამშორდა. მე ჯინსები არ მქონდა და ვისაც ჰქონდა, ის შეუყვარდა. ჯინსი არაა პატარა არგუმენტი შეყვარებულის შესაცვლელად მეოცე საუკუნის მიწურულის გარიჟრაჟზე.
სახლში რომ დავბრუნდი, სუფრასთან ბაბუაჩემი შაქრო და მეზობელი თენგულია დამხვდნენ. სუფრაზე – მწნილი, ყველი, შემწვარი ხორცი – მგონი ღორის და ადესა. ყდაგაცვეთილი კლასიკა მოკლედ.
-რეიზა ჩამოგიშვია ცხვიპირი? – მკითხა ბაბუამ – ორიანი მიიღე?
-ვარესი – ვუთხარი და ცრემლი დიდი ძალისხმევით ჩავხერგე სადღაც.
-ერთიანი? – მკითხა თენგულიამ.
-თეონა დამშორდა! – აღმომხდა მე, არადა – ,,ერთიანი არ არსებობს” – თქმას ვაპირებდი.
-რეიზა? – მკითხა ორივემ.
-არ ვიცი! – ვუპასუხე უფრო ბაბუაჩემს.
-მაი აფერი! – თქვა შაქრომ – ეგერ, იმ კაცს ხომ ხედავ? – თითი ჰემინგუეის პორტრეტისკენ გაიშვირა, რომელიც, რატომღაც ოდითგან ეკიდა ჩვენს კედელზე. ეგ და იალტის კონფერენცია.
-ჰემინგუეის შეყვარებული რომ გაშორდა – განაგრძნო ბაბუამ – ომში წევიდა და კაცს რომ კლავდა – წარმეიდგენდა, რომ მისი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს კლავდა და ასე გუუარა წყენამ.
-მალადეც ჰემინგუეი! – თქვა თენგულიამ.
ჰემინგუეიმ თენგულიას შეხედა და მადლობის თქმა დააპირა, მაგრამ მარცხნიდან სტალინის სასტიკი მზერა იგრძნო და ისევ სურათადად დარჩენა გადაწყვიტა.
-სადაა ომი? – ვიკითხე მე, უკვე მზადყოფნმა წასასვლელად.
-ომი ყველგანაა! – მიპასუხა ბაბუაჩემმა.
-მაი, რაფერ? – დაინტერესდა თენგულია და მგონი ჩერჩილიც.
-იმფერ – თქვა ბაბუამ და ადესა ჩამოასხა – ომი არის ყველგან! ომს იპოვი – მთავარია წახვიდე!
მე გარეთ გავედი და თვალებით ომს ვეძებდი. ყველგანააო და არსად ჩანდა. არსად ჩანდა ან მე არ ვიცოდი ჯერ მისი შემჩნევა”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კონსტანტინე გამსახურდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • „დახურულ კარს მიღმა ჩვენთან მოვიდა „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი, რომელმაც ღიად მოითხოვა…“ – რას აცხადებს ირაკლი კობახიძე?
  • „ორმაგი სტანდარტია ყველგან; საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, [არ არის] არანაირი დემოკრატიული უკუსვლა“ – მაკა ბოჭორიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge