ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში წერს
“მე და ჯარჯი დავშორდით. საკუთარი ღირსების ხათრით, დეტალებზე და მიზეზებზე არ ვისაუბრებ, თუმცა თბილისი პატარა ქალაქია და ვთვლი, რომ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს სოციუმში. თურმე როგორც არ უნდა ეცადო იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე, მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე. ბოდიში გულშემატკივრებს, ვისაც ჩემს იმედგაცრუებაზე გული დაწყდება. მთავარია დაცემის შემდეგ ძლიერად წამოდგე ფეხზე და გპირდებით, ამაში არ დაგაღალატებთ”, – წერს თათა შარანგია.
ცნობისთვის, თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე ოფიციალურად ივნისში იქორწინა. ქორწილის ცერემონია თათიას დაბადების დღეზე გაიმართა. შარანგიამ და თორაძემ გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში გადაიხადეს. შარანგია-თორაძის ქორწილს არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო. მათ შორის, დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე, საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი თეონა ბაღდავაძე, ცნობილი დერმატოლოგი ქეთევან ხიშტოვანი, ექიმი სოფო ჯაფარიძე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია, პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის მეუღლე ქეთი სიჭინავა.
ეს თათიასთვის მესამე ქორწინება იყო. პირველად ის ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე, ლაშა შევარდნაძეზე იყო დაქორწინებული