ყველამ ვიცით, რომ ყავასთან ერთად წყლის დალევაცაა მიღებული. აღმოჩნდა, რომ ეს რიტუალი არ არის გაუგებარი ეტიკეტი. ეს ყველა ყავის მოყვარულმა უნდა იცოდეს.
ყავის შემცველი სასმელების უამრავი ნაირსახეობა არსებობს: კაპუჩინო, ლატე, ესპრესო და ა.შ. თუმცა ნერვულ სისტემაზე მოქმედების თვალსაზრისით პრინციპული განსხვავება არის მხოლოდ მარცვლოვან და სუბლიმირებულ ანუ ხსნად ყავას შორის.
კვლევების მიხედვით, თირკმელების 75%-ი ოქსალატების კალციუმის კრისტალებს უკავია, რომელსაც თავის მხრივ ყავა დიდი რაოდენობით შეიცავს. ოქსალატების კალციუმი ჩვენს ორგანიზმში სხვა პროდუქტებიდანაც ხვდება. თუმცა ყავის დალევის შემდეგ წყლის დაყოლება ჩვენი თირკმელებიდან ამ კრისტალების გამოდევნის წინა პირობაა.
იმისათვის, რომ სისხლის მიმოქცევის დარღვევას თირკმელებში ხელი შევუშალოთ, საჭიროა ყავის მოსმის შემდეგ, მას წყალი დავაყოლოთ.
ხსნადი ყავის შემთხვევაში სიტუაცია გაცილებით საინტერესოა: ხსნად ყავებში კოფეინის შემცველობა 10%-ს არ აღემატება, თეობრომინის კი გაცილებით დიდი რაოდენობითაა, სწორედ ამიტომ ხსნადი ყავის ეფექტი სხვანაირია.