Thursday, September 28, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ხველა, ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი საერთო სისუსტე… არის შემთხვევები, როდესაც დაავადება დიარეით იწყება” – მაკა ბულეიშვილი ვირუსების გავრცელებასა და მართვაზე

September 8, 2023
“ხველა, ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი საერთო სისუსტე… არის შემთხვევები, როდესაც დაავადება დიარეით იწყება” – მაკა ბულეიშვილი ვირუსების გავრცელებასა და მართვაზე
Share on FacebookShare on Twitter

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი აღნიშნავს, რომ მაღალი ტემპერატურით, ხველითა და ყელის ტკივილით მიმდინარე ვირუსი აწუხებს. ზოგ შემთხვევაში, დიარეა, ღებინებაა გამოხატული. ამავდროულად, ექიმები კორონავირუსის შემთხვევების შედარებით გაზრდილ მაჩვენებელზე ამახვილებენ ყურადღებას. კლინიკური ექსპერტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, თერაპევტი, პულმონოლოგი მაკა ბულეიშვილი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე გვესაუბრება და მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს:

– კორონავირუსთან, ისევე, როგორც სხვა სეზონურ ვირუსებთან, თანაცხოვრება გვიწევს და მისი მართვა, დღეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. პანდემიის დაწყებიდან, ვირუსმა არაერთხელ განიცადა მუტაცია და განსხვავებული ფორმით გამოვლინდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, შემთხვევების რაოდენობამ მცირედით მოიმატა. აგვისტოს პირველი ნახევრიდან მომართვიანობის გაზრდა შეინიშნებოდა, თუმცა ეს მკვეთრი ცვლილება არ ყოფილა. ზოგადად, ზაფხულში ინტოქსიკაციის შემთხვევები ხშირია, ნაწლავური ინფექციები ვრცელდება და დიარეით მიმდინარე პრობლემები აქტუალურია. განსაკუთრებით კი, ბავშვთა ასაკში. მაგრამ, უფრო მეტად აგვისტოს დასაწყისიდან, ნაწლავური ინფექციების პარალელურად, ყურადღება მიიქცია ისეთმა შემთხვევებმა, როცა ადამიანებს რესპირატორული პრობლემები ჰქონდათ, გამოხატული იყო ხველა, ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და თან ახლდა ძლიერი საერთო სისუსტე. მსგავსი სიმპტომები ძირითადად 5 დღის განმავლობაში აღენიშნებოდათ პაციენტებს. არის შემთხვევები, როდესაც დაავადება დიარეით იწყება, დისბიოზის მსგავსი ნიშნებით, ღებინებით, ძლიერი საერთო სისუსტით ვლინდება და კორონავირუსია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორონავირუსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუტაციას განიცდის და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ბოლო პერიოდში კი უკვე ჩამოთვლილი სიმპტომები იყო აქტუალური. კორონავირუსის გარდა, კიდევ ბევრ სხვა ვირუსთან და სეზონურ ინფექციასთან თანავცხოვრობთ, რომლებიც პერიოდულად აქტიურდებიან. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ამაში საგანგაშო არაფერია, საბედნიეროდ, კორონავირუსის და სხვა ვირუსების მართვა შეგვიძლია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფრთხილად არ უნდა ვიყოთ.

ასევე წაიკითხე

„თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

“ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ” – რას წერს არჩილ გამზარდია?

– როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია კორონავირუსის შემთხვევების შედარებით გაზრდა?
– გაზრდილი მობილობის ხარჯზე, არა მარტო კორონავირუსი, არამედ სხვა ყველა ვირუსი უფრო აქტიურად ვრცელდება. ზღვის, საკურორტო სეზონის, დიდი კონტაქტების ხარჯზე შემთხვევები შედარებით იზრდება.

– ვისთვისაა დაავადება განსაკუთრებით საყურადღებო?
– ბოლო რამდენიმე დღეა, ასაკოვან პაციენტებს ვიღებ, რომლებსაც ვერ წარმოედგინათ, რომ კორონავირუსი ჰქონდათ. სუნთქვის უკმარისობა, საერთო სისუსტე, ქრონიკული დაავადების გამწვავება აღენიშნებოდათ და მომართვის საფუძველიც ეს გახდა. შემდეგ, როდესაც კარად ჩავეკითხეთ, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღის წინ სიცხე ჰქონდათ, ან ყელი სტკიოდათ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. ზოგადად, კორონავირუსის, ასევე სხვა რესპირატორული ვირუსების დროს, ასაკი, ქრონიკული, ფონური დაავადებები ერთგვარ რისკფაქტორად ითვლება, რადგანაც გართულების უფრო დიდი შანსი არსებობს.

– ამ სეზონზე კიდევ რომელი ვირუსებია აქტუალური?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ნაწლავური ინფექციები ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით იმატებს. მწვავე რესპირატორული დაავადებებიცაა, თუმცა გავრცელების მაჩვენებელი მაღალი არ არის. თვის ბოლოდან, როცა აგრილდება, შემთხვევები, ალბათ, უფრო მეტად გაიზრდება.

– რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა მოსახლეობისთვის?
– თუ 2-3 დღე მაღალი ტემპერატურა, დიარეა, საერთო სისუსტე, ყელის ტკივილი გვაქვს, არ უნდა უგულებელვყოთ. არ არის აუცილებელი, ეს მაინცდამაინც კორონავირუსით იყოს გამოწვეული. მსგავსი სიმპტომები, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებსა და მცირეწლოვან ბავშვებში, საყურადღებოა და ექიმთან რეკომენდაციის გავლა აუცილებელია. შესაძლოა, გართულდეს პნევმონიით და დამატებითი პრობლემები შექმნას, გაამწვავოს ფონური დაავადებები. კორონავირუსის შემთხვევები, როგორც გითხარით, მცირედით მომატებულია, თუმცა აბსოლუტურად მართვადია. ახალი შტამის ქვეყანაში დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ვირუსი მუდმივად განიცდის მუტაციას და განსხვავებული ფორმით ვლინდება. ყურადღება ყველა დაავადებას სჭირდება. სიმპტომების შემთხვევაში, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს, ნუ გადაადგილდებით საჯარო სივრცეში, დარჩით სახლში, იკვებეთ ჯანსაღად და მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

წყარო:მშობლები

სხვა ამბები

„თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
საზოგადოება

„თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

September 28, 2023
“ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ” – რას წერს არჩილ გამზარდია?
საზოგადოება

“ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ” – რას წერს არჩილ გამზარდია?

September 28, 2023
“რადგან ბედმა ეგეთი საქმე გარგუნა, რომ ამქვეყნიურ სურვილებს ასრულებ…” – რას სთხოვს გიორგი კეკელიძე სანტა-კლაუსს
საზოგადოება

“მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორზე ცხოვრობდა… ამ ქალს სულ ფერადი ეცვა და სახლში მარტო ვხედავდი” – რას წერს გიორგი კეკელიძე?

September 28, 2023
რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება ჯობს შემოდგომაზე
საზოგადოება

რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება ჯობს შემოდგომაზე

September 28, 2023
როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულის შემდეგ
საზოგადოება

როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულის შემდეგ

September 28, 2023
ვარგისია თუ არა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი – ყველაფერი, რაც კარაქის შესახებ უნდა იცოდეთ
საზოგადოება

ვარგისია თუ არა ფერშეცვლილი, მოყვითალო კარაქი – ყველაფერი, რაც კარაქის შესახებ უნდა იცოდეთ

September 28, 2023
Next Post
„სოფელში ყველაზე უბოროტო ბავშვები იზრდებიანო…“ რას წერდა თორნიკე ჩხარტიშვილზე ახლობელი ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე

„სოფელში ყველაზე უბოროტო ბავშვები იზრდებიანო...“ რას წერდა თორნიკე ჩხარტიშვილზე ახლობელი ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე

დარიჩინის სარგებელი პრედიაბეტის დროს

დარიჩინის სარგებელი პრედიაბეტის დროს

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • „თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
  • “ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ” – რას წერს არჩილ გამზარდია?
  • “მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორზე ცხოვრობდა… ამ ქალს სულ ფერადი ეცვა და სახლში მარტო ვხედავდი” – რას წერს გიორგი კეკელიძე?
  • რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება ჯობს შემოდგომაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge