Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ორი ბავშვი და უმწეო მოხუცი – სტიქიამ გურიაში სამი ადამიანი იმსხვერპლა

September 8, 2023
ორი ბავშვი და უმწეო მოხუცი – სტიქიამ გურიაში სამი ადამიანი იმსხვერპლა

გურიაში მეწყერს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია 11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილი, 12 წლის იური გუჯაბიძე და 82 წლის თინათინ რუსაძე. 11 წლის თორნიკეს გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობდა მამა, რომელიც სახლში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. ორის მიწიდან ამოყვანა შეძლო, მესამე შვილამდე მიღწევა კი მეწყერის ტალღის გამო ვეღარ შეძლო. ბავშვი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ სახლიდან 5 კილომეტრის მოშორებით მდინარის ნაპირთან გარდაცვლილი იპოვეს. მეორე დაღუპული – თინათინ რუსაძე პენსიონერი იყო, ის მარტო ცხოვრობდა. მისი ცხედარი მაშველებმა სოფელ სილაურში ნახეს, სახლი მიწის მასამ მთლიანად დაფარა. 12 წლის იურის გარდაცვალების შესახებ კი, ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ის მაშველებმა მიწის მასის ქვეშ იპოვეს.

გასულ ღამეს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთსა და ოზურგეთში რამდენიმე მდინარე აადიდა. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა მეწყრული პროცესები გააქტიურა. ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მოიყოლა და მიწაში სრულად ჩაიტანა. გამანადგურებელმა სტიქიამ დაანგრია ხიდები და საცხოვრებელი სახლები , დაიტბორა და ჩაიხერგა სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები. დაზიანდა საკომუნიკაციო სისტემები, რამდენიმე სოფელი ამ დრომდე სრულად მოწყვეტილია გარე სამყაროს.

სტიქიის ზონაში დღეს 200- მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ადგილზე იყო მძიმე ტექნიკაც , რომლითაც ლაფით დაფარული ტერიტორიის გაწმენდას ცდილობდნენ. ამის მიუხედავად, ყველა სოფლამდე მისვლა და ხალხის დახმარება შეუძლებელი აღმოჩნდა. დამეწყრილი სოფლებიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

მძიმე იყო სტიქიის შედეგები აჭარაშიც. გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ სრულად დატბორა ქობულეთი. წყლით დაიფარა საცხოვრებელი სახლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების პირველი სართულები. ჩამოსულმა მიწის მასამ სახლებში შეაღწია და იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ამიტომ ადგილობრივების დიდი ნაწილი უსაფრთხო ადგილებზე გადაიყვანეს. მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში საკუთარი ძალებით ცდილობდა მოვარდნილ წყალთან გამკლავებასა და სახლების წყლისგან დაცლაც თავად მოუწიათ. ადგილობრივებს დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გასაყიდი ნივთები და ინვენტარი. ამბობენ, რომ ზარალმა შესაძლოა ასობით ათასი ლარი შეადგინოს.

ქობულეთში სტიქიის მთავარ მიზეზად მდინარე “აჭყვას” ადიდება სახელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტი წლების წინ დააზიანეს. იქ აშენებული ბეტონის ჯებირები მოანგრიეს, იმ მიზეზით, რომ რეაბილიტაცია უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა, ჯებირების აშენების პროცესი მიუხედავად დახარჯული მილიონებისა, შეჩერებულია. ხალხი ამბობს, რომ მდინარის კალაპოტში ჯებირების არსებობის შემთხვევაში სტიქია ნაკლებად დააზარალებდა იქ მცხოვრებლებს. ქობულეთში ყოველი წვიმა მათ აზარალებს. უკვე არა ერთი წელია ხელისუფლებას აფრთხილებენ და სთხოვენ, რომ მოაწესრიგონ სანიაღვრე სისტემა, თუმცა უშედეგოდ.

გურიასა და აჭარაში სტიქიის შედეგები მძიმეა. 3 გარდაცვლილი, დანგრეული და მიწაში ჩატანილი სახლები. შექმნილია სპეციალური საგამოძიებო შტაბი, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • „რაღაც სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა და [ქალი] 6 წლით ციხეში უნდა ჩავსვაო – ეს არის მორალური კატასტროფა“ – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge