ბლოგერი გივიკო დიდია ,,რუსთავი 2-ის” თანამშრომელი გახდა და ის ,,დილა მშვიდობისა საქართველოს” გუნდს უერთდება.
,,სასიამოვნო სიახლე, ხვალიდან, გივიკო დიდია ჩვენი გუნდის წევრი ხდება – ყოველ პარასკევს ის საოცარ გურულ ამბებს და არამხოლოდ გურულ საინტერესო ამბებს მოგვიყვება და არაერთ ადამიანს გაგვაცნობს”, – ნათქვამია ,,დილა მშვიდობისა საქართველოს” ფეისბუქ პოსტში.