Tuesday, October 3, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მანდარინი – საოცარი ციტრუსი – ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

September 7, 2023
მანდარინი – საოცარი ციტრუსი – ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
Share on FacebookShare on Twitter

მანდარინი ბევრისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ციტრუსია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. საახალწლო სამზადისი კი, ამ ხილის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.
image

მანდარინის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ითვლება, კეროდ კი – ჩინეთი. უძველეს დროში ამ ნაყოფს მხოლოდ შეძლებული ჩინელები მიირთმევდნენ, დღეს კი იგი თითქმის ყველგან გვხვდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მსოფლიო ბაზარზე მისი ძირითადი მომწოდებლები არიან მაროკო, ესპანეთი, არგენტინა და სიცილია.
image

ასევე წაიკითხე

შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა – ვინ არიან უნივერსიტეტის ახალი მფლობელები?

„მიწის რხევა რომ გამოიწვიო, 2 მილიონი კგ უნდა ააფეთქო“ – რას წერს თეა გოდოლაძე

მანდარინის შემადგენლობა

 

ზოგადად ციტრუსების და, მათ შორის, მანდარინის დამახასიათებელ თავისებურებად ითვლება დიდი რაოდენობით С ვიტამინის (ასკორბინის მჟავის) შემცველობა. ამას გარდა, მანდარინში არის დიდი რაოდენობით პექტინები, გლიკოზიდები, მინერალური მარილები, ვიტამინები D, K, B1, B2 და ეთერზეთები. მასში არსებული ლიმონმჟავის წყალობით კი, მანდარინის რბილობში არ გროვდება ნიტრატები და სხვა მავნე კომპონენტები.

 

image

მანდარინის სასარგებლო თვისებები

მანდარინის ყველაზე სასარგებლო თვისება მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიმს ეხმარება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაკარგული ვიტამინების აღდგენაში. იგი კარგად კლავს წყურვილის გრძნობას და ავსებს ორგანიზმს საჭირო რაოდენობით ასკორბინის მჟავით. გაციებისა და გრიპის დროს კი ხელს უწყობს ტემპერატურის დაწევას. მანდარინის ფიტონციდური მოქმედება ადამიანს ეხმარება მიკრობებთან ბრძოლაში, რაც ასევე მნიშვნელოვანია გაციების დროს. მანდარინის კანი ასუსტებს ხველას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
image

სინეფრინის (ფენოლიკური ამინომჟავა) შემცველობის გამო მანდარინი დადებითად მოქმედებს ბრონქებზე. დამტკიცებულია, რომ მანდარინის მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებათა რისკს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებასა და ქოლესტერინის დაგროვებას. სხვათა შორის, მანდარინისგან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად, სპეციალისტები გვირჩევენ, მივირთვათ იგი თეთრ ბადესთან ერთად – სწორედ ეს თეთრი ბადე შეიცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამაძლიერებელ გლიკოზიდებს.
image
მანდარინი შესანიშნავი ანტიდეპრესანტია. მის წვენს შეუძლი ნერვული სისტემის დამშვიდება და ორგანიზმის საერთო ტონუსის ამაღლება. რბილობზე არანაკლებ სასარგებლოა მანდარინის კანიც. მასში გაცილებით მეტი პექტინები, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და ფლავონოიდებია. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია მისგან ცუკატებისა და ნაყენების გაკეთება. თუმცა ამ შემთხვევაში სიფრთხილეც გმართებთ, რადგან ზოგჯერ მანდარინის მოყვანისას იყენებენ ქიმიკატებს, რომლებიც სწორედ კანში გროვდება. როგორც სხვა ხილს, მანდარინსაც ზოგჯერ უსვამენ სპეციალურ ცვილს, რათა უფრო გლუვი და ლამაზი შესახედი იყოს. ამგვარი მანდარინის კანის გამოყენება, ცხადია, არ შეიძლება.
image

მანდარინი განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალბატონებისთვის. ორსულობის მეორე ტრიმესტრში ჩნდება С ვიტამინის ნაკლებობა, რისი შევსების საუკეთესო საშუალებაა მანდარინი. ცნობილია ისიც, რომ მანდარინის მიღებამ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს როგორც დედის, ასევე მომავალი ბავშვის ორგანიმში. მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა უბრალოდ ნორმის დაცვა, რაც თავიდან აგაცილებთ ამ პრობლემას. დღეში ერი ან ორი მანდარინი სრულიად უსაფრთხოა. მანდარინის კანის ნაყენი (1 მანდარინის კანზე დაასხით 1 ჭ. მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და გააგილეთ), დაგეხმარებათ ტოქსიკოზის შემსუბუქება/თავიდან აცილებაში, მოგიხსნით გულისრევის შეტევებს. ხოლო მანდარინის ეთერზეთებით გაკეთებული მოსადუნებელი მასაჟები მომავალი დედის კანს დაიცავს და ხელს შეუშლის სტრიების გაჩენას.

მანდარინი ასევე ხელს უშლის ფრჩხილის სოკოვანი დაავადებების განვითარებას.

 

წყარო:ინტერმედია

 

 

 

სხვა ამბები

შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა – ვინ არიან უნივერსიტეტის ახალი მფლობელები?
საზოგადოება

შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა – ვინ არიან უნივერსიტეტის ახალი მფლობელები?

October 3, 2023
“პროკურატურის “შეკერილი” საქმე და “გაშავების” მორიგი მსხვერპლი” – რას პასუხობს თეა გოდოლაძე მის ძალადობაში ბრალდებასთან დაკავშირებით
საზოგადოება

„მიწის რხევა რომ გამოიწვიო, 2 მილიონი კგ უნდა ააფეთქო“ – რას წერს თეა გოდოლაძე

October 3, 2023
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურძენმა?
საზოგადოება

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურძენმა?

October 3, 2023
“მთხოვენ, რომ რაც შევულოცე, დაუყოვნებლივ გამოვულოცო, წარმოგიდგნიათ?” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე
საზოგადოება

„ვიცოდი, რომ მე უფრო მიყვარდა ალასანია…“ – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

October 3, 2023
თბილისში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
საზოგადოება

თბილისში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

October 3, 2023
🎥 „როდესაც დაკარგული ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, ძნელია, რამეზე იფიქრო!..“ – გაიცანით მაშველი ვარაზი წოწონავა
საზოგადოება

🎥 „როდესაც დაკარგული ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, ძნელია, რამეზე იფიქრო!..“ – გაიცანით მაშველი ვარაზი წოწონავა

October 3, 2023
Next Post
„გული შეგეკუმშება და ცრემლები დაგახრჩობს, ცრემლები ზოგჯერ მონატრების, ხშირად კი ბედნიერების”- რას წერს გივიკო დიდია ამ წუთებში

VIDEO: გივიკო დიდია ,,რუსთავი 2-ის" თანამშრომელი გახდა - ნახეთ რომელი გადაცემის გუნდს უერთდება ბლოგერს

ნახეთ რომელია ზოდიაქოს 2 ყველაზე სუსტი ნებისყოფის ნიშანი

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა – ვინ არიან უნივერსიტეტის ახალი მფლობელები?
  • „მიწის რხევა რომ გამოიწვიო, 2 მილიონი კგ უნდა ააფეთქო“ – რას წერს თეა გოდოლაძე
  • რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურძენმა?
  • „ვიცოდი, რომ მე უფრო მიყვარდა ალასანია…“ – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge