გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს.
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის და მოსალოდნელი ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 79-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.