Thursday, September 21, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძლიერი ტკივილები აქვს, მამა ზრდის და ისე ცუდად არის, რომ ვეღარ მეტყველებს…” – პიროტექნიკით დაზიანებულ 10 წლის ლერის სასწრაფოდ საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

September 7, 2023
“ძლიერი ტკივილები აქვს, მამა ზრდის და ისე ცუდად არის, რომ ვეღარ მეტყველებს…” – პიროტექნიკით დაზიანებულ 10 წლის ლერის სასწრაფოდ საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
Share on FacebookShare on Twitter

ხელვაჩაურში უბედური შემთხვევა მოხდა. 10 წლის ლერი შაინიძემ ქუჩაში გადაგდებული ფეიერვერკი იპოვა, მისი ანთება სცადა, ამ დროს ხელში აუფეთქდა და ბავშვმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო. სამწუხაროდ, ცალი თვალი დაკარგა, აქვს ყბა-სახის მოტეხილობები. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ გუშინ თბილისში, რეანიმობილით გადმოიყვანეს. ექიმები ელოდებოდნენ მდგომარეობის დასტაბილურებას, რომ პატარა ბიჭისთვის გადაუდებელი ოპერაციები ჩაეტარებინათ.

ამ წუთებში მას ურთულესი ოპერაცია უტარდება, ექიმები ყველაფერს აკეთებენ პატარა ბიჭის გადასარჩენად.

ასევე წაიკითხე

“ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” – პეტრე კოლხი

ნახეთ როგორ გავიმაგროთ ფრჩხილები შინაური საშუალებებით

არასამთავრობო ორგანიზაცია “ფონდი იალქნის” წარმომადგენელმა – თიკო აბაშიძემ გაახმაურა გუშინ ეს ფაქტი და საზოგადოებას დახმარება სთხოვა, რადგან ოჯახს ფინანსური საშუალება არ აქვს და დახმარება სჭირდება. თიკო მაქსიმალურად ჩართულია საქმეში, ოჯახს გვერდში უდგას და ეკონტაქტება ექიმებსაც. სწორედ მან გვიამბო დეტალები.

თიკო აბაშიძე:

_ ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, 1-ლ საათზე დაიწყო ქირურგიული ოპერაცია. როგორც ექიმებმა მითხრეს, 8 საათზე მეტხანს გაგრძელდება. ორი სხვადასხვა სახის ოპერაცია ტარდება, ერთდროულად. დილით ორივე ქირურგთან მქონდა კომუნიკაცია, ბავშვმა ცალი თვალი დაკარგა და ახლა ოპერაცია მიდის მეორე თვალის შესანარჩუნებლად, ასევე, აქვს ყბა-სახის მოტეხილობები და ქირურგიც უტარებს ოპერაციას.

ამ უმძიმეს ამბავში ერთადერთი დადებითი ის არის, რომ თავი დაზიანებული არ აქვს და ნეიროქირურგიული ჩარევები არ დასჭირდა.

ეს მძიმე ფაქტი ხელვაჩაურში მოხდა, ბავშვი სახლთან ახლოს თამაშობდა მეზობლის ბავშვებთან ერთად. როგორც ამბობენ, დიდი ფეიერვერკი იპოვა, გადაგდებული ყოფილა. ვიღაცას უყიდია, ვერ აუნთია და ქუჩაში გადაუგდია. ვიღაც ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა და ბავშვებმა ნახეს. მეზობლის ბავშვებმა უთხრეს, თურმე, შეიძლება აინთოსო, ამ თამაშის დროს გაჰკრა ასანთი და აუფეთქდა ხელში. ეს ტრაგედია ბავშვების თვალწინ მოხდა. სამწუხაროდ, ცალი თვალის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა. გუშინ ამბობდნენ, რომ 70% არის შანსი, მეორე თვალი რომ შეუნარჩუნდესო, ყველა სპეციალისტი იყო ჩართული, სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა შეაფასეს მდგომარეობა და ახლა ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მეორე თვალზე მაინც შენარჩუნდეს მხედველობა. ასევე, ყბა-სახის არეში მოტეხილობები აქვს და ქირურგიული ჩარევა ამ მიმართულებითაც ხდება.

იმედი გვაქვს, პატარა როგორმე გაუძლებს ამას და გადარჩება. ხელოვნურადაა გათიშული, რადგან ძლიერი ტკივილები აქვს.

ფაქტი გუშინწინ, ღამით მოხდა და გუშინ დილიდან რეანომობილით გადმოიყვანეს თბილისში. თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები ძალიან დაბალი იყო, ამიტომ ოპერაცია ვერ დაიწყეს, სანამ არ გაუმჯობესდა მდგომარეობა. მერე, ნელ-ნელა დასტაბილურდა და ამის შემდეგ დაიწყო ოპერაცია. კლინიკაში შეყვანის დროს უმძიმესი იყო…

ბავშვი სოციალურ დახმარებას იღებს, ოჯახის წევრები – არა, მხოლოდ ბავშვები და ახლა ამ ოჯახს საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება. მას მამა ზრდის, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, ისე ცუდად არის, რომ ვეღარ მეტყველებს.

მართლა ყველაფერს აკეთებენ ექიმები.

ფეიერვერკი ვინ დააგდო ქუჩაში, ის არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცა და ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა. სამწუხაროდ, ყოველ წელს პიროტექნიკით ბევრი ბავშვი შავდება, ახლა ლერი გახდა მსხვერპლი.

ჩვენ თავიდანვე ჩავერთეთ, ჩავრთეთ ყველა უწყება, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა საკითხი იყოს დროულად მოგვარებული.

ამ წუთას ყველანი გადარჩენისთვის ვიბრძვით და ვლოცულობთ მისი კარგად ყოფნისთვის. ლერი ძლიერი ბიჭია, ამასაც გაუძლებს.

ამ ოჯახისთვის ახლა ერთი ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვედო ანგარიშის ნომერი. გუშინ დავდეთ ანგარიშის ნომერი და 2 საათში 600 ლარი შეგროვდა, რომელიც ოჯახს გაეგზავნა. ვისაც აქვს შესაძლებლობა, შეუძლია თანხა ჩარიცხოს ამ ანგარიშებზე. ასე, ყველამ ერთად ვიბრძოლოთ მის გადასარჩენად.

ერთი ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს.

#სიკეთე #მხარდაჭერა

დანიშნულებაში მიუთითეთ #

საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან

09 01 200 128

ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან ფეიფალით

([https://paypal.me/IMotskobili

მიმღები:ააიპ იალქანი

ს/კ 445473014

საქართველოს ბანკი

GE55BG0000000588221400

თიბისი ბანკი

GE12TB7990736080100007

დოლარის ანგარიში

GE94TB7990736180100002

სხვა ამბები

“კიდევ ერთი მორიგი, ძალიან უაზრო მზადება, თავპირის მტვრევა გზებზე…” – რას წერს მამა კოლხი?
საზოგადოება

“ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” – პეტრე კოლხი

September 21, 2023
ნახეთ როგორ გავიმაგროთ ფრჩხილები შინაური საშუალებებით
საზოგადოება

ნახეთ როგორ გავიმაგროთ ფრჩხილები შინაური საშუალებებით

September 21, 2023
გარეთ ნუ გვაწუხებენ ანაფორიანი ტაბურეტები, თორემ სახლში რაც უნდა ის აკეთონ – თამარ ჩერგოლეიშვილი
საზოგადოება

„მიშას შტაბები ხომ გახსნეს! მიშას ნაციონალურ კომიტეტს ხო ქმნიან! ახლა მიშას მისაღებიც გაიხსება“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

September 21, 2023
“წარსულში დატოვებულმა პრობლემებმა შესაძლოა კვლავ თავი შეგახსენოთ” – საყურადღებო თარიღები ივლისის თვეში
საზოგადოება

ზოდიაქოს 3 ნიშანს შემოდგომაზე განსაკუთრებით გაუმართლებთ – რას ამბობენ ასტროლოგები

September 21, 2023
გაუარესდება თუ არა ამინდი? – უახლოესი დღეების პროგნოზი
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23 სექტემბრამდე

September 21, 2023
“ქართველი ბიჭები გოგოს პატივს არ სცემენ” – ნუცა ბუზალაძე
საზოგადოება

“ქართველი ბიჭები გოგოს პატივს არ სცემენ” – ნუცა ბუზალაძე

September 21, 2023
Next Post
ზოდიაქოს ეს ნიშნები 20 ივლისიდან 5 სექტემბრამდე პირად ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყვნენ

"ეს ადამიანები სხვის გასაჭირს გულგრილად ვერასდროს ჩაუვლიან..." - ნახეთ ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც ბუნებით კეთილი და გულგახსნილები არიან

ნახეთ ვის დაუფინანასებს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლას – კატეგორიების ჩამონათვალი

ნახეთ ვის დაუფინანასებს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლას - კატეგორიების ჩამონათვალი

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • “ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” – პეტრე კოლხი
  • ნახეთ როგორ გავიმაგროთ ფრჩხილები შინაური საშუალებებით
  • „მიშას შტაბები ხომ გახსნეს! მიშას ნაციონალურ კომიტეტს ხო ქმნიან! ახლა მიშას მისაღებიც გაიხსება“ – თამარ ჩერგოლეიშვილი
  • ზოდიაქოს 3 ნიშანს შემოდგომაზე განსაკუთრებით გაუმართლებთ – რას ამბობენ ასტროლოგები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge