Wednesday, September 27, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა საკვები გვეხმარება აკნეს მოშორებაში

September 7, 2023
რა საკვები გვეხმარება აკნეს მოშორებაში
Share on FacebookShare on Twitter

როგორ მოქმედებს საკვები კანზე
აკნე წარმოიქმნება მაშინ, როდესაც თმის ფოლიკულები იხშობა კანის მკვდარი უჯრედებით, ბაქტერიებითა და ცხიმით.

ფოლიკულური ჰიპერკერატინიზაცია ან კანის იმ უჯრედების არანორმალური სიკვდილი, რომლებიც ახშობენ ცხიმოვან ჯირკვლებს თმის ფოლიკულების ზედა ნაწილში, ახლა მიჩნეულია აკნეს მთავარ მიზეზად. ამაზე გავლენას ახდენს გენეტიკური მიდრეკილება, ჰორმონალური ცვლილებები და ბაქტერიების ჭარბი ზრდა. აქ კვებაც შედის, მაგრამ მეცნიერები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რამდენად მოქმედებს კვება აკნეზე.

ასევე წაიკითხე

🎥 „ჩემი მამულები იტალიაში” – რა ვიდეოს აქვეყნებს მამულიჩა

ცნობილია ქუთაისში ავარიაში გარდაცვლილი ქალების ვინაობა

ეს განსაკუთრებით ეხება მოზარდობის პერიოდს, როდესაც სხეული უფრო მეტ ჰორმონს გამოიმუშავებს, რომელსაც ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი 1 (IGF-1) ეწოდება.

ტეხასის ბეილორის მედიცინის კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ჰორმონი ზრდის ცხიმის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს აკნეს წარმოქმნას.

ზოგიერთი საკვები ასევე ზრდის ამ ჰორმონის დონეს. მათი თავიდან აცილებით, შეგიძლიათ შეამციროთ აკნეს რისკი.

რაზე ვთქვათ უარი

საკვები მაღალი გლიკემიური ინდექსით

მათ შორისაა ტკბილეული, ცომეული, კარტოფილი, ნამცხვრები, თეთრი ბრინჯი, რომლებიც სწრაფად ზრდის სისხლში შაქრის დონეს. ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის პოლონელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ეს პროდუქტები ასტიმულირებს ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის გამომუშავებას.

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის თანახმად, რამდენიმე მცირე კვლევამ დაადასტურა, რომ დაბალი გლიკემიური ინდექსის დიეტა, პირიქით, ამცირებს გამონაყარის რაოდენობას. ეს გამოწვეულია სისხლში შაქრის დონის დაქვეითებით. გლუკოზის უეცარი მატება ხელს უწყობს ანთებას და ზრდის ცხიმის გამომუშავებას, რაც იწვევს აკნეს.

თუმცა, არსებობს სხვა კვლევები, რომლებმაც არ დაადასტურა კავშირი მაღალ გლიკემიურ დიეტასა და აკნეს შორის.

რძის პროდუქტები

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის თანახმად, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ძროხის რძე ზრდის აკნეს რისკს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ რძის პროდუქტები ზრდის ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორების დონეს. მკვლევარები თვლიან, რომ აკნეს იწვევს ჰორმონები – ტესტოსტერონის წინამორბედები, რომლებიც გვხვდება რძეში. მაგრამ ეს ყველასთან არ მუშაობს – არის შემთხვევები, როცა რძე არ მოქმედებს აკნეს რაოდენობაზე. ამის ასახსნელად საჭიროა დამატებითი კვლევა.

შოკოლადი

ჯერჯერობით მხოლოდ სუსტი მტკიცებულებაა ნაპოვნი, რომ შოკოლადი იწვევს აკნეს.

2018 წელს 33 მამაკაცზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 10 გრამი მუქი შოკოლადის ჭამა იწვევს კანის ცვლილებებს, რაც ხელს უწყობს აკნეს წარმოქმნას.

არსებობს მოსაზრება, რომ შოკოლადის ეფექტი აკნეზე დამოკიდებულია ინდივიდუალურ მახასიათებლებზე – ზოგიერთში ის იწვევს აკნეს, ზოგში კი არა.

ცხიმები

ჟურნალში Journal of Clinical, Cosmetic and Investigational Dermatology გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ნაჯერი და ტრანს ცხიმებით მდიდარი დიეტა ზრდის ცხიმის გამომუშავებას. მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს კვლევები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ, რომ ასეთი პროდუქტები იწვევს აკნეს.

რა საკვების მიღება შეგიძლიათ

კიდევ უფრო ნაკლები მონაცემებია, თუ რომელი საკვები ეხმარება აკნეს წინააღმდეგ ბრძოლას.

პოლონელი მეცნიერების სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Postepy Dermatol Alergol, ირწმუნება, რომ ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი დიეტა ამცირებს ანთებას, რაც აკნეს სიმპტომებს ნაკლებად გამოხატავს. ომეგა -3 ასევე ამცირებს ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის დონეს, რაც ხელს უწყობს აკნეს წარმოქმნას.

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები უხვად არის შემდეგ საკვებში:

• ცხიმიანი თევზი: ორაგული, სკუმბრია და სარდინი;

• სოიო და სოიოს პროდუქტები

• თხილი და თესლი, როგორიცაა სელის თესლი და ნიგოზი.

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ აკნეს დროს ქვეითდება ანტიოქსიდანტების, კერძოდ, სელენის, დონე. მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის დიეტას აკნესთან გამკლავება.

თუმცა, იმის გამო, რომ ანტიოქსიდანტები ზოგადად კარგია ჯანმრთელობისთვის, ექიმები გვირჩევენ მივირთვათ საკვები, რომელიც შეიცავს მათ:

• ბრაზილიური თხილი, თევზი, ზღვის პროდუქტები, საქონლის ხორცი, ინდაური და ხორცის სუბპროდუქტები მდიდარია სელენით.

• წითელი ყურძენი, თუთა და არაქისი, რომელიც შეიცავს რესვერატროლს.

• ანტიოქსიდანტებით მდიდარი სხვა საკვები, როგორიცაა კენკრა, ფოთლოვანი მწვანილი, წითელი კომბოსტო და მწვანე ჩაი.

როგორ შევქმნათ საკუთარი აკნე – დიეტა

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია გვირჩევს დააკვირდეთ რა საკვები იწვევს აკნეს განვითარებას და შემდეგ შეადაროთ ის, თუ რა ხდება, როდესაც შეწყვეტთ მათ ჭამას.

გაითვალისწინეთ, რომ დიეტა არის მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ამ დაავადებაზე. ეფექტური მკურნალობა მოიცავს კანის სათანადო მოვლას და მედიკამენტურ თერაპიას.

წყარო:მკურნალი

სხვა ამბები

„მთელი ჩემი ცხოვრება სულ კრედიტებსა და ვალებში ვიყავი…“ – მამულიჩა
საზოგადოება

🎥 „ჩემი მამულები იტალიაში” – რა ვიდეოს აქვეყნებს მამულიჩა

September 27, 2023
ცნობილია ქუთაისში ავარიაში გარდაცვლილი ქალების ვინაობა
საზოგადოება

ცნობილია ქუთაისში ავარიაში გარდაცვლილი ქალების ვინაობა

September 27, 2023
რისი ეშინია ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს ყველაზე მეტად? – ასტროლოგების დასკვნა
საზოგადოება

რომელი ზოდიაქოს ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს

September 27, 2023
ცნობილია, სამეგრელოში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი ბიჭის ვინაობა
საზოგადოება

ცნობილია, სამეგრელოში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი ბიჭის ვინაობა

September 27, 2023
“თუ ადამიანი ერთხელ ვერ დაგეხმარა, ცხრა სიკეთე არ დაივიწყო…” – პეტრე კოლხი
საზოგადოება

“ორპირი ადამიანები ყველაზე მშიშრები არიან…” – რას წერს პეტრე კოლხი

September 27, 2023
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
საზოგადოება

“ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი” – ილია მეორე

September 27, 2023
Next Post
რომელი საკვები ამცირებს შიმშილის გრძნობას

რომელი საკვები ამცირებს შიმშილის გრძნობას

რა დროს უნდა იხმაროთ დამატენიანებელი და მკვებავი კრემები და რა განსხვავებაა მათ შორის

რა დროს უნდა იხმაროთ დამატენიანებელი და მკვებავი კრემები და რა განსხვავებაა მათ შორის

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • 🎥 „ჩემი მამულები იტალიაში” – რა ვიდეოს აქვეყნებს მამულიჩა
  • ცნობილია ქუთაისში ავარიაში გარდაცვლილი ქალების ვინაობა
  • რომელი ზოდიაქოს ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს
  • ცნობილია, სამეგრელოში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი ბიჭის ვინაობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge