Friday, September 29, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მისტიკური სოფელი საქართველოში – რა ისტორიას ინახავს რეხა

September 7, 2023
მისტიკური სოფელი საქართველოში – რა ისტორიას ინახავს რეხა
Share on FacebookShare on Twitter

რეხას შესახებ შესაძლოა ბევრს არც არაფერი გსმენიათ. სოფელი, როგორც წარსულში, ახლაც თვალს მოფარებულია. ამ სოფლიდან უახლოეს სოფლამდე უკაცრიელი მანძილი 15 კილომეტრზეა გაშლილი და ბორცვებისა და მდელოების გარდა, არც არაფერი შეგხვდებათ. სხვათა შორის, 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის რბევას (10000 ქართველი წაიყვანა ტყვედ) ეს ერთადერთი ქართული სოფელი გადაურჩა. ასე იყო რუსულ იმპერიაშიც: როდესაც რუსეთმა თრიალეთის გაუკაცრიელებულ 48 სოფელში ბერძენ-სომეხები ჩამოასახლა, მათ შორის ერთადერთი რეხა ინარჩუნებდა­ ქართულობას. ამით ეს პატარა სოფელი ერთგვარ გლობალიზაციის ცენტრადაც იქცა: ვინ აღარ მოდიოდა და ცხოვრობდა აქ: ბერძნები, სომხები, თურქები, რუსები, ქურთები და ა.შ., მაგრამ რეხას ქართული ძირი ნედლი რჩებოდა. პირიქით, ყველაფერი “გადახარშა” და გაანეიტრალა, მათ შორის თურქული ენის ზეობაც, რომელიცA თურქეთიდან უკან მობრუნებულ სამცხე-ჯავახეთის ქართველობას მოჰყვა. თურქულად მოსაუბრე თანასოფლელების ხსოვნა დღემდე შემორჩა­ გულიკო საბაძეს. ის ერთადერთია, ვინც რეხას მისტიკურ ისტორიას სწავლობს.

– ამხელა თურქობაში, მთელი თრიალეთის დაცლის დროს, ერთადერთი სოფელი რეხა არ დაიცალა, თანაც იდენტობა­ შეინახა. შემოსევებისას მოსახლეობადაცლილ­ ნასოფლარებსა და ხევებს აფარებდნენ თავს, მერე კი უკან ბრუნდებოდა. ამ სოფლიდან არიან ღვინიაშვილები, ვახტანგიშვილები, საბაძეები, გოგალაძეები, ბაკურაძეები… 1830-იან წლებში, როდესაც რუსეთმა თურქეთიდან სომხები და ბერძნები ჩამოასახლა, მათთან ერთად სამცხეში ქრისტიანი, მაგრამ უკვე თურქულენოვანი ქართველობაც დაბრუნდა. ისინი სოფელ რეხაში დასახლდნენ. მათ მართლმადიდებლობა სასწაულის ძალით ჰქონდათ შერჩენილი. სამაგიეროდ, ქართული აღარ ახსოვდათ. ამის გამო სოფელში მეორე სასაუბრო ენად თურქული იქცა. თითქოს ახლაც ჩამესმის მათი უხუცესების თურქული საუბარი, რომელსაც ძალიან ღრმა და მწარე ფესვები ჰქონდა: სამცხე-ჯავახეთის ქართველობა ხომ ერდოიან-გვირგვინიან სახლებში ცხოვრობდა, ანუ ერდოზე ოჯახის ხმაური მშვენივრად ისმოდა. ამით სარგებლობდნენ თურქები, ღამით მიეპარებოდნენ, ერდოზე გაწვებოდნენ და ოჯახის საუბარს უგდებდნენ ყურს. თუკი ამ დროს ვინმე ქართულად დაილაპარაკებდა, მთელ ოჯახს მაშინვე ამოწყვეტდნენ. ჩემი წინაპარი საბაძეების სოფელი სწორედ ქრისტიანობის შენახვისთვის ამოხოცეს თურქებმა ერთ ღამეში. მათგან ჩემი წინაპარი საბაძეები ბებია ულუმპიას გადაურჩენია, – არავინ იცის, როგორ გამოაპარა სამი შვილიშვილი ღამით და ახალციხის სოფელ ხეოთში შეაფარეს თავი. მერე კი, როცა მოძლიერდა, სოფელში­ წმინდა ბარბარეს XVI საუკუნის ეკლესიას სამრეკლო აუშენა, წარწერით “ულუმპიამ აღაშენა”. დედაჩემი ხშირად ახსენებდა დიდ ბებია ულუმპიას. მაშინ ეს სახელი სხვა ასოციაციას იწვევდა, ვფიქრობდი, ოლიმპია ხომ ბერძნული სახელია, ალბათ, ულუმპიაც ბერძენი იყო და მეც ბერძნული სისხლი მაქვს-მეთქი. როდესაც ხეოთის ეკლესიის წარწერა ვნახე, მაშინ უკვე ჩემი წინაპრების ტრაგედიის სიღრმეც მთელი ძალით შევიგრძენი. შესაძლოა ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი სოფლის ისტორიის შესწავლა. წლებია ვიკვლევ და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიკვირს, რამხელა ტკივილი გადაუტანია ამ ხალხს. დრო რომ გავიდა, იმ სამი ძმა საბაძეების შთამომავალი სოფელ რეხაში ამოსახლდა, სადაც მეც დავიბადე. საფიქრალადაც კი ძნელია, 48 სომხურ და ბერძნულ ოჯახს შორის ერთადერთმა შეინარჩუნო ქართველობა. ძნელია არ გაითქვიფო ამდენ ხალხში: თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო ბერძნები და სომხები, რუსეთის იმპერიას თურქეთიდან ქურთები და თურქებიც ჰყავდა ჩამოსახლებული. მათი სოფლები რეხის მიმდებარედ იყო. ქურთებმა და თურქებმა თრიალეთში ცხოვრებაზე მხოლოდ იმიტომ თქვეს უარი, რადგან რუსეთმა ისეთივე გადასახადები დაუწესა, როგორც სხვა ხალხს. არ ვიცი, რა მოლაპარაკება იყო რუსეთის იმპერიასა და მათ შორის, რატომ არ უნდა ჰქონოდათ გადასახადები, მაგრამ ასე კი იყო. მათმა დაუბეგრაობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ბერძენთა და სომეხთა სოფლებში. განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხე

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

🎥 “ჩვენ, კოჯიმები, სამეგრელოდან იაპონიაში გადავედით” – მეგრულად ალაპარაკებული იაპონელი

სხვა ამბები

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

September 29, 2023
🎥 “ჩვენ, კოჯიმები, სამეგრელოდან იაპონიაში გადავედით” – მეგრულად ალაპარაკებული იაპონელი
საზოგადოება

🎥 “ჩვენ, კოჯიმები, სამეგრელოდან იაპონიაში გადავედით” – მეგრულად ალაპარაკებული იაპონელი

September 29, 2023
“ჩვენს გმირ მებრძოლებს “ნაიომნიკები” უწოდა. ესაა ამათი სამძიმარი! – რას წერს ვახო სანაია?
საზოგადოება

“აფხაზეთი არჩევნების წინ ახსენდებათ ან ხანდახან მოდაში შემოდის ფილმისა და წიგნის გამო ან თვითდამკვიდრებისთვის სჭირდებათ” – რას წერს ვახო სანაია

September 29, 2023
🎥 “წყნეთში ხე აღარ დარჩა და ამასობაში ციყვები” – რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში
საზოგადოება

🎥 “წყნეთში ხე აღარ დარჩა და ამასობაში ციყვები” – რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

September 29, 2023
“პოლიტიკოსებმა ჩვენს სამშობლოზეც ისე უნდა იზრუნოთ, როგორც საკუთარ ოჯახზე!” – ნანა ცინცაძე
საზოგადოება

“პოლიტიკოსებმა ჩვენს სამშობლოზეც ისე უნდა იზრუნოთ, როგორც საკუთარ ოჯახზე!” – ნანა ცინცაძე

September 29, 2023
“საქართველოში საშუალო ხელფასი 263 ლარით გაიზარდა” – რამდენია საშუალო ანაღაურება ქვეყანაში საქსტატის მიხედვით?
საზოგადოება

“საქართველოში საშუალო ხელფასი 263 ლარით გაიზარდა” – რამდენია საშუალო ანაღაურება ქვეყანაში საქსტატის მიხედვით?

September 29, 2023
Next Post
3 წლამდე ბავშვი, რომელიც ენგურში ჩავარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა – ტრაგედიის  დეტალები

3 წლამდე ბავშვი, რომელიც ენგურში ჩავარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა - ტრაგედიის დეტალები

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ნახეთ ვალუტის ახალი კურსი

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ? - ვალუტის კურსი

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
  • 🎥 “ჩვენ, კოჯიმები, სამეგრელოდან იაპონიაში გადავედით” – მეგრულად ალაპარაკებული იაპონელი
  • “აფხაზეთი არჩევნების წინ ახსენდებათ ან ხანდახან მოდაში შემოდის ფილმისა და წიგნის გამო ან თვითდამკვიდრებისთვის სჭირდებათ” – რას წერს ვახო სანაია
  • 🎥 “წყნეთში ხე აღარ დარჩა და ამასობაში ციყვები” – რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge