Sunday, September 24, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახლახანს ცნობილი ქართველი ისტორიკოსი გარდაიცვალა

September 7, 2023
რისი არ უნდა სწამდეს ქრისტიანს?
Share on FacebookShare on Twitter

ახლახანს ცნობილი ქართველი ისტორიკოსი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

“სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საუნივერსიტეტო საზოგადოებას, კიდევ ერთი გამორჩეული, ღირსეული პიროვნება გამოაკლდა
72 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ცნობილი ისტორიკოსი, აფხაზეთის სამეცნიერო-პედაგოგიური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ავთანდილ კილასონია.
ბატონი ავთანდილის მთელი შეგნებული ცხოვრება დაკავშირებული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. 1969 წლიდან, როდესაც ის ჩაირიცხა ამ უმაღლესი სასწავლებლის (მაშინ პედაგოგიური ინსტიტუტის) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მან განვლო უაღრესად შინაარსიანი და წარმატებული გზა. იყო წარჩინებული სტუდენტი – უმაღლესი კატეგორიის სტიპენდიანტი, კათედრის ლაბორანტი, მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი.
ა. კილასონიას მეცნიერ-ისტორიკოსად ჩამოყალიბება მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე, სადაც მან გაიარა ასპირანტურის სრული კურსი (1979-1982 წწ.) და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1985 წ.) თემაზე: „ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში XVI-XIX საუკუნის პირველ ნახევარში“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი გივი ჯამბურია).
მოგვიანებით მეცნიერმა გააგრძელა ამ პრობლემის სიღრმისეული კვლევა და 2006 წელს გამოსცა ფუნდამენტური მონოგრაფია: „ადამიანებით ვაჭრობა საქართველო-კავკასიაში XVI-XIX საუკუნეებში : ისტორიულ-სამართლებრივი ასპექტები“. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ავთანდილ კილასონიას ეს ნაშრომი დღემდე რჩება საეტაპოდ ქართულ ისტორიოგრაფიაში. ამის ერთგვარი გამოხატულება იყო ის, რომ გამომცემლობა „პალიტრა L“-მა 2022 წელს სერიით: „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ ( 15-ტომეული, ტ. 6), გამოაქვეყნა აღნიშნული მონოგრაფიის პოპულარული ვერსია („ადამიანებით ვაჭრობა საქართველო-კავკასიაში XVI-XIX საუკუნეებში“).
ავთანდილ კილასონია იყო ჩინებული პედაგოგი. მას მიჰყავდა სალექციო კურსები შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის მიმართულებით სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულ იქნა სადოქტორო დისერტაცია (იოსებ ალიმბარაშვილი: „ლეკიანობა“ და ქართლ-კახეთის სამხედროთავდაცვითი სისტემა“).
ავთანდილ კილასონია იყო მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, წესიერებითა და კეთილშობილებით გამორჩეული ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო. მან ეს განსაკუთრებით გამოავლინა 1992-1993 წლებში აფხაზეთში დატრიალებული სისხლიანი დაპირისპირების პერიოდში, როდესაც უყოყმანოდ დადგა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის წინა ხაზზე და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, II საარმიო კორპუსის პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილების უფროსი ოფიცრის რანგში ეწეოდა ნაყოფიერ ეროვნულ-პატრიოტულ აღმზრდელობით მუშაობას ქართულ ჯარში.
წავიდა ჩვენგან ღირსეული კაცი, კოლეგა, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი ისტორიკოსი, პედაგოგი, დიდებული ოჯახის მამა, მოსიყვარულე ბაბუა. მას ჯერ კიდევ არაერთი საინტერესო ჩანაფიქრის განხორციელება შეეძლო. ყველაზე სავალალო კი ისაა, რომ ავთანდილ კილასონია ვერ მოესწრო თავისი ცხოვრების უმთავრესი საფიქრალის – მშობლიური ქვეყნის მთლიანობის აღდგენის – ასრულებას.
პანაშვიდი: 7 და 8 სექტემბერს;
გამოსვენება: პარასკევს, 8 სექტემბერს, 12 საათზე;
მისამართი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, სანდრო ახმეტელის ქუჩა, 10.
დაკრძალვა: 9 სექტემბერს, სოფ. ნოსირში” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხე

“სრულდება, რაც წარსულში ვიწინასწარმეტყველე… მოხდება დიდი ცვლილებები…” – ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქართველი ექიმი გარდაიცვალა

სხვა ამბები

“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება
საზოგადოება

“სრულდება, რაც წარსულში ვიწინასწარმეტყველე… მოხდება დიდი ცვლილებები…” – ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება

September 24, 2023
ახლახანს ცნობილი ქართველი ექიმი და მეცნიერი გარდაიცვალა
საზოგადოება

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქართველი ექიმი გარდაიცვალა

September 24, 2023
თბილისის ნაწილს  წყალმომარაგება შეეზღუდა – GWP
საზოგადოება

თბილისის ნაწილს წყალი არ აქვს – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

September 24, 2023
“მშობლებო, დააცადეთ ბავშვებს, იყვნენ ისინი, ვინც არიან“ – გია მურღულია
საზოგადოება

“ამბობენ, რომ ყველას ის ხიბლავს, რაც აკლია… არ უნდა იყოს მთლად მართალი” – რას წერს გია მურღულია

September 24, 2023
დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება დღეს – ნახეთ, სინოპტიკოსების პროგნოზი

September 24, 2023
ვინ არის შოვში კიდევ ერთი დაღუპული, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოიცნეს
საზოგადოება

“რაც უფრო დიდია მიწისძვრა, ეს ხმა უფრო მძაფრია” – რას წერს თეა გოდოლაძე

September 24, 2023
Next Post
“სასტიკად უკრძალავენ ბავშვს ყავის დალევას, ხოლო ენერგეტიკულ სასმელებზე ამ შეზღუდვას არ უწესებენ” – რას ამბობს მაია ბუწაშვილი

"სასტიკად უკრძალავენ ბავშვს ყავის დალევას, ხოლო ენერგეტიკულ სასმელებზე ამ შეზღუდვას არ უწესებენ" - რას ამბობს მაია ბუწაშვილი

რა კავშირია ჭამასა და განწყობას შორის?

რა კავშირია ჭამასა და განწყობას შორის?

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • “სრულდება, რაც წარსულში ვიწინასწარმეტყველე… მოხდება დიდი ცვლილებები…” – ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
  • ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქართველი ექიმი გარდაიცვალა
  • თბილისის ნაწილს წყალი არ აქვს – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო
  • “ამბობენ, რომ ყველას ის ხიბლავს, რაც აკლია… არ უნდა იყოს მთლად მართალი” – რას წერს გია მურღულია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge