ვერძი
ვარსკვლავები ვერძს ეუბნებიან, რომ დღეს კარგი დღეა მოლაპარაკებების ახალი ციკლის დასაწყებად, მიზნობრივი მოგზაურობისთვის, ან დოკუმენტებთან მუშაობისთვის. ასევე, არ თქვათ უარი ღონისძიებებზე დასწრებაზე, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი სიახლეები.
კურო
დღეს, კუროს წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, დარჩეს კომუნიკაბელური, გაწონასწორებული და მოწესრიგებული. ნებისმიერ ბიზნესში სასარგებლოა პრიორიტეტების დალაგება. ღირს გაორმაგდეს თქვენი ყურადღება კარგ მანერებზე, ჯანმრთელობის და გარეგნობის დეტალებზე.
ტყუპები
დღეს, ტყუპებს ორგანიზება დასჭირდებათ. ეს დაგეხმარებათ დაგეგმოთ საქმეები, სიტუაციის პოზიტიური ასპექტების გამოყენებით და უარყოფითი მხარეების მინიმუმამდე შემცირებით. იმისათვის, რომ დაძაბული მომენტები უფრო ადვილად გადაიტანოთ, მნიშვნელოვანია, ვითარებას შეხედოთ უფრო ფართო ჭრილში.
კირჩხიბი
დღეს, ვარსკვლავები კირჩხიბს წარმატებებს გპირდებიან უმეტეს საქმეებში, განსაკუთრებით, თუ ისინი კომუნიკაბელურები არიან, ზომიერად ფრთხილები და რაციონალურად აზროვნებენ. მიზანშეწონილია, გადადოთ ახალი მნიშვნელოვანი წამოწყება.
ლომი
დღეს, ლომს ეძლევა საშუალება, გამოვიდეს გადაუდებელი საკითხების მორევიდან. თამამად დაიწყეთ მეგობრული და რომანტიკული ურთიერთობები, დაიწყეთ სამომავლო გეგმების გარკვევა. კომუნიკაციის გასაადვილებლად, დაივიწყეთ წვრილმანი პირადი სარგებლის ძიება.
ქალწული
ქალწულები, ზოგადად, მიზანდასახულები არიან. დღეს, ეს პრობლემებს უქმნის მათ. დროა, შეცვალოთ ტაქტიკა. იყავით დისციპლინირებულები, ეს ხელს შეუწყობს მიზნის მიღწევას მინიმალური დანაკარგებით. ნუ უგულებელყოფთ ეტიკეტს: კონფლიქტში კარგი მანერები უზრუნველყოფენ “რბილ დაშვებას”. ასევე, იუმორი დაეხმარება აგრესიის ჩაქრობაში.
სასწორი
სასწორებს შეუძლიათ, გამოიყენონ ეს დღე დასაწყისისთვის, მაგრამ სიფრთხილით. სრულყოფილად დაგეგმილი კამპანიაც კი არ არის დაცული გაუგებრობების, აშკარა ან ფარული გვერდითი ეფექტებისგან. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კვლევებთან, კომუნიკაციებთან, მკურნალობასთან.
მორიელი
დღეს, მორიელებს კომუნიკაბელურობა და ყურადღებით ყოფნა ძალიან დაეხმარება კარიერულ წინსვლაში. შესაძლოა, ცვლილებები სამეგობრო წრეში. რთულ მომენტში, კანონების და წესების ცოდნა დაგეხმარებათ. უსაფრთხოების წესების დაუცველობამ, სახალისო სიტუაცია, შესაძლოა, კრიტიკულად აქციოს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნისთვის, უმჯობესია, არ მოერიდონ მნიშვნელოვან ადამიანებთან მწვავე დიალოგს, თუნდაც ამას თან ახლდეს ჩხუბი, მაგრამ თავად საუბრისა და კამათის ინიციატორი არ უნდა გახდნენ.
თხის რქა
ეს დღე თხის რქებისთვის, ძირითადად, დოკუმენტებთან მუშაობის დღეა. კარგია კოლეგებთან, პარტნიორებთან, მენეჯმენტთან ურთიერთობა, ეს წარმატებას მოგიტანთ.
მერწყული
ეს დღე მერწყულს დაეხმარება, დაუბრუნდეს პროფესიულ სტანდარტებს. სიტუაციიდან გამომდინარე, მათ შეეძლებათ თავიანთი საქმეების მოწესრიგება,- დაიბრუნონ თვითკონტროლი, აღადგინონ საჭირო საკომუნიკაციო არხები. დღევანდელი დღე იღბლიანია, გარდაუვალი უმნიშვნელო გართულებებს უპრობლემოდ გაუმკლავდეთ. თქვენ შეგიძლიათ, შეცვალოთ სიტუაცია სასიამოვნო და მოგებიანი კონტაქტების ახალი ციკლით.
თევზები
დღეს, თევზებმა სჯობს, რაციონალურად იფიქრონ. გრძნობებზე, შეგრძნებებზე და ვარაუდებზე დაყრდნობამ, შეიძლება, გაართულოს მდგომარეობა. საჭიროა სიტუაციის მაქსიმალურად დალაგება, განსაკუთრებით ბიზნესსა და ოჯახში. თუ მომენტი მწვავეა, აუცილებელია ანტიკრიზისული ღონისძიებების ვარიანტების განხილვა. კარგი იქნება, მოაწესრიგოთ დოკუმენტები.