ანტიოქსიდანტებთან, C ვიტამინთან, K ვიტამინთან და კალიუმთან ერთად, ყურძენი სავსეა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი საკვები ნივთიერებით.
ყურძნის სარგებელი
ყურძენი სავსეა ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით. ასევე მდიდარია წყლით, რაც დაგეხმარებათ ჰიდრატაციის შენარჩუნებაში.
აძლიერებს იმუნურ სისტემას – ყურძენი C ვიტამინის კარგი წყაროა, მას შეუძლია დაეხმაროს იმუნურ სისტემას ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ხელს უშლის კიბოს განვითარებას – ანტიოქსიდანტებით სავსე ყურძენი ხელს უშლის თავისუფალ რადიკალების მავნე ზემოქმედებას. თავისუფალი რადიკალები მოლეკულებია, რომლებიც მოლეკულებია, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს და შეიძლება გამოიწვიონ კიბო. ანტიოქსიდანტები ამცირებენ ოქსიდაციურ სტრესს, რათა ხელი შეუწყონ კიბოს რისკის შემცირებას. ყურძენი ასევე გამოირჩევა ანტიოქსიდანტით, რომელსაც ეწოდება რესვერატროლი. იგი იცავს ორგანიზმს კიბოსგან ანთების შემცირებით და კიბოს უჯრედების ზრდის ბლოკირებით. ყურძენი ასევე შეიცავს კატექინებს, კვერცეტინს და ანთოციანინებს – ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ძლიერი კომბინაციაა კიბოს წინააღმდეგ.
აქვეითებს არტერიულ წნევას – ყურძენში ნატრიუმის შემცველობა ძალიან დაბალია, რაც ხელს უშლის არტერიული წნევის მომატებას. ყურძენი ასევე მდიდარია კალიუმით, რაც ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის სტაბილურობას.
იცავს ორგანიზმს გულის დაავადებებისგან – ანტიოქსიდანტი რესვერატროლი არა მხოლოდ კიბოს პრევენციას უწყობს ხელს, ასევე ნაჩვენებია, რომ ის ხელს უწყობს გულის დაავადებებისგან დაცვას. კვლევამ აჩვენა, რომ ის პირები, რომელთა რაციონი შეიცავდა ნატრიუმზე მეტ კალიუმს, ნაკლებად იღუპებოდნენ გულის დაავადებებისგან იმ პირებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ საკმარის კალიუმს.
ამცირებს ქოლესტერინს – ყურძენი შეიცავს ბოჭკოს, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას. კვლევის მიხედვით, იმ პირებში, რომლებიც რვა კვირის განმავლობაში ყოველდღიურად წითელ ყურძენს ჭამდა,შემცირდა ,,ცუდი” ქოლესტერინის დონე.
ხელს უყწობს დიაბეტის პრევენციას – ყურძენს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ზრდის სისხლში შაქარს. კვლევებმა აჩვენა, რომ ყურძენში შემავალმა საკვებმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამციროს სისხლში შაქრის დონე და გაზარდოს ინსულინისმიმართ მგრძნობელობა.
ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებას – რესვერატროლი ორგანიზმისთვის სასარგებლია მრავალი თვალსაზრისით. ძლიერი ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ოქსიდაციური სტრესის შემცირებას, რაც დადებითად მოქმედებს ტვინზე. პარკინსონის დაავადება და ალცჰეიმერი შეიძლება იყოს ოქსიდაციური სტრესის მიერ გამოქვეული. რესვერატროლი შეიძლება დაეხმაროს ამ დაავადებების გაჩენის შანსების შემცირებას.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა აჩვენებს ანტიოქსიდანტების შესაძლებლობას ხელი შეუწყოს კოგნიტური დარღვევების პრევენციას, კიდევ საჭიროა მეტი კვლევა,რათა ბოლომდე დადგინდეს არის თუ არა ის ეფექტური.
აუმჯობესებს ძვლების ჯანმრთელობას – K ვიტამინისა და მინერალების წყალობით, როგორებიცაა კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი, ყურძნის ჭამა შეიძლება დაგეხმაროთ ძლიერი ძვლების შენარჩუნებაში.
ანელებს დაბერების პროცესს – რესვერატროლი ასტიმულირებს SirT1 გენს, რომელიც დაკავშირებულია უფრო ხანგრძლივ სიცოცხლესთან უჯრედების სტრუქტურაზე ზემოქმედებით და უჯრედების დაცვასთან. ის ხელს უწყობს გარკვეული გენების დაცვას, რაც იწვევს ჯანსაღ დაბერებას და სიცოხლის ხანგრძლივობის გაზრდას.
იცავს თვალს დაავადებებისგან – ყურძენი შეიცავს რამდენიმე ნაერთს – როგორიცაა რესვერატროლი, ლუტეინი და ზეაქსანტინი – რომლებიც ხელს უწყობენ თვალის დაავადებების, გლაუკომის, კატარაქტას, და დიაბეტით გამოწვეული თვალის დაზიანების თავიდან აცილებას.
აუმჯობესებს ძილს – ყურძენს აქვს მელატონინის მცირე შემცველობა და შესაძლოა დაგეხმაროთ დაძინებაში.
1 ჭიქა (151 გრამი) წითელი ან მწვანე ყურძენი უზრუნველყოფს:
კალორია – 104;
ნახშირწყლები – 27 გრამი;
ცილა – 1 გრამი;
ცხიმი – 0,2 გრამი;
ბოჭკო – 1,4 გრამი;
სპილენძი – დღიური ღირებულების 21%;
K ვიტამინი – დღიური ღირებულების 18%;
თიამინი (B1 ვიტამინი) – დღიური ღირებულების 9%;
რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) – დღიური ღირებულების 8%;
B6 ვიტამინი – დღიური ღირებულების 8%;
კალიუმი – დღიური ღირებულების 6%;
C ვიტამინი – დღიური ღირებულების 5%;
მანგანუმი – დღიური ღირებულების 5%;
E ვიტამინი – დღიური ღირებულების 2%
გამომდინარე იქიდან, რომ ყურძენი შეიცავს K ვიტამინს, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სისხლის გამათხელებლებლის, როგორიცაა ვარფარინი, მოქმედებაზე ორგანიზმში. თქვენ არ უნდა მოერიდოთ ყურძენს და K ვიტამინით მდიდარ სხვა საკვებს, არამედ შეეცადეთ დაარეგულიროთ K ვიტამინის ყოველდღიური დოზა. ზუსტი დოზების დასადგენად ასევე უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.
არსებობს ყურძნის უამრავი ვარიანტი – მწვანე, თეთრი, მეწამული, წითელი. ყველაზე სასარგებლოა ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე ახლოსაა მის ბუნებრივ ფორმასთან. ასე რომ, ნაცვლად ყურძნის წვენის დალევის დაუმუშავებელი ყურძენი არის ის, საიდანაც ყველაზე მეტ საკვებ ნივთიერებას მიიღებთ.
ყურძნის პორცია დაახლოებით ჭიქაა. დასაშვებია 1,5-2 ჭიქამდე ყურძნის მარცვლის მიღება დღეში, რაც დაახლოებით 225-300 გრამამდეა.
წყარო:მკურნალი