გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში წამყვანმა, ნოე სულაბერიძემ მარიტა მელიქიშვილი წარადგინა და მაყურებელს საიდუმლოც გაანდო – მსახიობ და ტელეწამყვან გიორგი გასვიანს ცოლი მოჰყვას:
„ჩემს პირადზე კამერების წინ არასდროს მისაუბრია და სიმართლე გითხრათ, ახლა ვღელავ. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ. ეს ულამაზესი და უმშვენიერესი გოგონა მარიტა გახლავთ“, – განაცხადა გიორგი გასვიანმა.
მარიტამ მაყურებელს გიორგის გაცნობის ამბავი უამბო და აღიარა, რომ მსახიობს ჯერ კიდევ მანამდე ეტრფოდა, სანამ პირადად შეხვდებოდა:
„გიორგი შორიდან ყოველთვის მომწონდა. ბათუმში კონცერტზე გავიცანი, სადაც დაახლოებით, 20 წუთი გავატარეთ ერთად, თუმცა ეს დრო გრძნობების გასაჩენად საკმარისი აღმოჩნდა. მის გვერდით წარმომიდგენია მთელი ჩემი ცხოვრება.“
“ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის გამოიცვლება სამყარო… ჯვრისწერაზე ყველას პირბადეებით გელოდებით”, – დასძინა გიორგი გასვიანმა.
სურათები:
ვიდეო:
წყარო: resonancedaily.com