Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნახეთ რა შემთხვევებში უნდა მივმართოთ სასწრაფოდ ექიმს თავის ტკივილის დროს

September 4, 2023
ნახეთ რა შემთხვევებში უნდა მივმართოთ სასწრაფოდ ექიმს თავის ტკივილის დროს

დროდადრო ყველას აქვს თავის ტკივილი: ზედმეტი მუშაობა, წყლის ნაკლებობა, დაღლილობა და მენსტრუალური ციკლის დღეები.
მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ძალიან საშიში დაავადების პირველი სიმპტომი და მნიშვნელოვანია დროულად მივმართოთ ექიმს:

გიჭირთ კონცენტრირება

თუ თავის ტკივილის გარდა, კონცენტრაციის სირთულეები გაქვთ, გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება და ფოკუსირების შენარჩუნება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – ეს შესაძლოა ტვინის შერყევის ნიშანი იყოს. ამ მდგომარეობას ყოველთვის არ ახლავს ღებინება და გონების დაკარგვა, მაგრამ ძლიერი თავის ტკივილი კონცენტრაციის დაქვეითებასთან ერთად ამის უტყუარი ნიშანია

გაქვთ კისრის ტკივილი და მაღალი სიცხე

ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა და “ხის” კისრის შეგრძნება მენინგიტის კლასიკური სიმპტომებია, საშიში ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს ზურგის ტვინზე. თუ შეამჩნევთ მსგავს სიმპტომებს რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს!

დაბუჟება და გარკვევით საუბრის შეუძლებლობა

მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი თავის ტკივილი თავის ტვინის ანევრიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ჩვეულებრივ, თავის ტკივილი ხელს უშლის დროულ დიაგნოზს. ხშირად, პაციენტები უბრალოდ იღებენ ტკივილგამაყუჩებლებს და არ მიმართავენ ექიმს, სანამ ძალიან გვიან არ არის.

თუ ძლიერ თავის ტკივილს თან ახლავს დაბუჟების შეგრძნება ან შეამჩნევთ მეტყველების გაძნელებას, მიმართეთ ექიმს – ნუ დაკარგავთ დროს!

გრძნობთ გულისრევას და/ან გაქვთ მხედველობის პრობლემები

თავის ტკივილს, რომელსაც თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, ასევე მხედველობის პრობლემები – გაორებული მხედველობა, ფერადი წერტილები ან შავი ლაქები შეიძლება თვალის წინ გაბრწყინდეს, მხედველობა დაბინდული – შეიძლება იყოს შაკიკის შეტევა აურასთან ერთად. და თუ ეს დაგემართათ, უნდა მიმართოთ ნევროლოგს.

წყარო: მკურნალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გააუქმებს თუ არა გერმანია ქართული დიპლომატიური პასპორტით ქვეყანაში უვიზოდ შესვლის რეჟიმს? – რას ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში?
  • რა დეტალებია ცნობილი ქუთაისში, მდინარე რიონში, 19 გოგოს დაღუპვის შესახებ?
  • ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge