Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სკოლაში სწავლა დილით 10 საათზე უნდა იწყებოდეს” – ნეირობიოლოგების რეკომენდაცია, რომელიც ბავშვის ტვინის ფუნქციონირებას ეფუძნება

September 4, 2023
“თუ ბავშვს ამ თვისებებიდან რამდენიმე მაინც ახასიათებს, “ოროსანიც” რომ იყოს, ცხოვრებაში არ დაიკარგება” – რატომ არ ნიშნავს ოქროს მედალი და კარგი ნიშნები ყოველთვის წარმატებას

სწავლის დაწყება, როგორც წესი, დილით ადრე გაღვიძებას უკავშირდება, რაც ყველაზე მტანჯველი მომენტია მოსწავლეთა უმრავლესობისთვის.

ნეირობიოლოგებს მიმაჩნიათ, რომ ძალით გაღვიძებული და ჯერაც გამოუფხიზლებელი ბავშვი სკოლაში სათანადოდ ვერ ითვისებს ინფორმაციას. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სწავლების დაწყების დრო არა ინფრასტრუქტურის მოხერხებულად ფუნქციონირებას, არამედ ტვინის მუშაობის რიტმს უნდა ეფუძნებოდეს.

რა თქმა უნდა, მოსწავლე ვერ ახერხებს ინფორმაციის აღქმას, როცა საკმარისად არ ეძინა. მიღებული ინფორმაცია მხოლოდ მაშინ იქცევა ცოდნად, როცა ბავშვი კარგად იაზრებს მას.

ნეირობიოლოგების თქმით, სასკოლო განრიგით განსაკუთრებით თინეიჯერი ბავშვები ზარალდებიან, რომლებსაც საღამოს ადრე დაძინება უჭირთ. მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სკოლის მოსწავლეები დეპრესიაში ვარდებიან და ზედმეტ ჭამას, მოწევას იწყებენ ხშირად იმის გამო, რომ მუდმივად ადრე ადგომით გაფუჭებული განწყობა როგორმე გაახალისონ.

რა ეფექტი ექნება გაკვეთილების მოგვიანებით დაწყებას?
მეცნიერებმა არაერთხელ თქვეს, რომ ძალით გაღვიძება და ძილის ნაკლებობა წამებაა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. მიმდინარე წლის აპრილში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მოგვიანებით იწყებენ სწავლას, თავს უკეთ გრძნობენ და ნაკლებად განიცდიან ძილიანობას. ასევე, ზოგიერთი წყაროს თანახმად, მოსწავლეები, რომლებიც სკოლას უფრო გვიან იწყებენ, უკეთესად სწავლობენ, ვიდრე ისინი, ვინც ადრე დგებიან.

ნიუ-იორკის სკოლის ერთ-ერთმა დირექტორმა გაკვეთილების დაწყების დრო 8.30-დან 10 საათამდე გადაიტანა. შედეგად, მოსწავლეთა მიღწევები თითქმის 20%-ით გაიზარდა.

თუ დაწყებითი კლასების მოსწავლეებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მათი მშობლები დაინტერესებულნი არიან სწავლის ადრე დაწყებით, რადგან მათ შვილები სკოლაში უნდა წაიყვანონ და სამსახურში გაიქცნენ. მაგრამ იდეის ავტორების თქმით, აუცილებელია ისეთი სკოლების გახსნაც, სადაც გაკვეთილები ჩვეულებრივზე გვიან დაიწყება და შემდეგ მოსწავლეთა პროგრესი უნდა შეადარონ ერთმანეთს.

რას ფიქრობენ მასწავლებლები გაკვეთილების დაწყების გადადებაზე?
ზოგიერთი მასწავლებლის აზრით, ცოდნის ათვისებაზე გავლენას ახდენს არა გაკვეთილების დაწყების დრო, არამედ ბავშვის ყოველდღიური რუტინა. თუ მოსწავლე საკმარისად დაიძინებს და დაიცავს ყოველდღიურ რუტინას, მაშინ არც ადრე გაღვიძება გაუჭირდება და კარგადაც ისწავლის.

როგორც ცნობილია, მეორე ცვლა არასოდეს მოსწონდათ არც მშობლებს, არც მასწავლებლებს. ჩვენი საიტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროსაც მშობლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მეორე ცვლაში ბავშვი სკოლაში დაღლილი მიდის. თუმცა ნეიროფსიქოლოგები შუადღისას სწავლის დაწყებას არც გულისხმობენ. საუბარია დილის 10 საათზე.

თუმცა, თუ გაკვეთილების დრო 10 საათზე გადაინაცვლებს, გადაიწევს წრეების და მეცადინეობის დროც და ბავშვებს საბოლოოდ 12 საათზე დაძინება მოუწევთ.

წყარო: „mshoblebi.ge“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ეს უნდა იცოდეთ
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე?
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge