Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელი შოკოლადი არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რა არ უნდა მივირთვათ – ცნობილი დერმატოლოგის რჩევა

September 2, 2023
“ბავშვები მწვავე ინფექციის რისკის ქვეშ არიან” – რა საფრთხცისკენ მოუწოდებს ზაზა თელია მშობლებს

დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში გვიზიარებს რეკომენდაციებს, რომლებიც შოკოლადის მირთმევისას ადამიანებმა უნდა გამოიყენონ.

„რომელი შოკოლადი შეიძლება მივირთვათ??

შოკოლადი კარგია სისხლის მიმოქცევისათვის რაც ნიშნავს იმას რომ ის კარგია გულისთვის.
მაგრამ ყველა შოკოლადი არ არის ერთნაირი და მისმა ჭარბმა მოხმარებამაც შესაძლებელია პრობლემები შექმნას. შოკოლადი არის “ფლავონოიდი” პარკოსანი კაკაოდან მიღებული რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი – ეხმარება უჯრედულ რეგულაციურ აქტივობას, ებრძვის უჯრედის დამაზიანებელი თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომელიც თავისთავად იწვევს ორგანიზმზე ოქსიდაციურ სტრესს.

ეს ფლავონოიდები ეხმარება გულს შემდეგნაირად:

ახდენს ქოლესტერინის კონტროლს
ამცირებს სისხლის წნევას
ამცირებს სისხლის თრომბის წარმოქმნას
აინჰიბირებს წებოვანი თრომბოციტების წარმოქმნას
აუმჯობესებენ სისხლის მიდინებას ვისცერალურ ორგანოებამდე
შავი შოკოლადი არის საუკეთესო რადგან ის არის ყველაზე ნაკლებად დამუშავებული
ეს იმას ნიშნავს რომ ის ყველაზე მაღალი პროცენტულობით შეიცავს “ფლავონოიდით” სავსე პარკოსან კაკაოს.

უფრო დეტალურად თუ რა შედის შიგნით:

ცნობილი როგორც ნახევრად ტკბილი შოკოლადი – შავი შოკოლადი შეიცავს სულ მცირე 35% კაკაოს.

დარჩენილი ნაწილი შედგება კაკაოს კარაქისგან (პარკოსანი კაკაოს ნატურალური ცხიმი), შაქრისგან, ემულგატორებისგან (ნივთიერებები რომლებიც ინგრედიენტების ერთად არსებობას უზრუნველყოფს) და ვანილისგან. შესაძლებელია ასევე დამატებული იყოს რძე სტრუქტურის დასარბილებლად.

რეკომენდაცია

რაც უფრო “შავია” მით უკეთესია

მიირთვი შოკოლადი მაღალი კაკაოს შემცველობით – 70-85%

მიირთვი დღეში – 28 გრამი, აკონტროლე კალორიების რაოდენობა.

სტანდარტული შოკოლადის ფირფიტა არის დაახლოებით – 100 გრამი, შესაბამისად არ მიირთვა ფირფიტის 1/3-ზე მეტი.

კვებითი ღირებულება: 8-12 გრამი ცხიმი, 0 გრამი ტრანს-ცხიმი – ყოველ 28.4 გრამ პორციაზე – ამით ვიღებთ მაგნიუმს, რკინას, კალიუმს, კალციუმს და სხვადასხვა ვიტამინებს.

რძიანი შოკოლადი

FDA-ი ავალდებულებს მწარმოებლებს რომ რძიან შოკოლადში შედიოდეს სულ მცირე 10% კაკაო და სულ მცირე 12% მშრალი რძე.

დანარჩენი ნაწილი შავი შოკოლადის მსგავსად შეიცავს კაკაოს კარაქს, შაქარს, ემულგატორებს და ვანილს.

რეკომენდაცია

ჭამე შეზღუდული რაოდენობით:

რძიანი შოკოლადი შეიცავს უფრო მეტ შაქარსა და ცხიმს ვიდრე შავი შოკოლადი.

კვებითი ღირებულება: >12 გრამი ცხიმი ყოველ 28.4 გრამ პორციაზე.

ეთრი შოკოლადი

შოკოლადის დერივატი (წარმოებული), შეიცავს 20% კაკაოს კარაქისგან და 55%-ზე მეტი შაქრისგან.

რეკომენდაცია – არ შეჭამო ან ჭამე ძალიან ცოტა რაოდენობით!!!!!!

ვერდიქტი

შოკოლადს 70% კაკაოს შემცველობით გააჩნია კარგი თვისებები ჯანმრთელობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია რომ უნდა მოხდეს მისი მცირე რაოდენობით გამოყენება: 100 გრამი შავი შოკოლადი=500 კალორიას.

დაუმტკბარი (unsweetened) შოკოლადი არის 100%-იანი კაკაო.

ის არის ძალიან მწარე და გამოიყენება მხოლოდ საკვების მოსამზადებლად.

სცადეთ გამოიყენოთ 100% კაკაოს ფხვნილი ცხელი კაკაოს მოსამზადებლად, სახლში დამზადებულ ნამცხვრებში (ჩაანაცვლეთ რძიანი შოკოლადი) ან დაამატეთ ის ყავაში ან იოგურტში“, – წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge