„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს, 07:00-დან 08:00 საათამდე, აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: არაშენდა, შანკევანი, საგურამო, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
,,11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: ქუმლისციხე, ციხისძირი, ზაქათკარი, მლეთა, ოძისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აცხადებენ კომპანიაში.