უამრავი ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან რთულია ამოვარჩიოთ და ვიპოვნოთ რჩევა, რომელიც დამაჯერებელი იქნება. ცდების ჩატარების ნაცვლად, მოდით გავიგოთ მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანების რჩევები ხანგრძლივი ცხოვრებისთვის.
ჯოანა კალმენტი (21.02.1875 – 04.08.1997)
122 წლის
ამ ადამიანს ჰქონდა ბედნიერება შეხვედროდა ვინსენტ ვან გოგს. იგი თავისი ცხოვრების ხანგრძლივობას უმადლის ზეითუნის ზეთის დიეტას და მშვიდ ქცევას. საინტერესოა, რომ კალმენტი სვამდა პორტვეინს, ჭამდა უამრავ შოკოლადს და სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა სიგარეტს.
ჯიროემონ კიმურა (19.04.1897 – 12.06.2013)
115 წლის
ჯიროემონ კიმურა არის ყველაზე ასაკოვანი კაცი დედამიწაზე. იგი ხაზს უსვამს ყოველდღიური ვარჯიშის აუცილებლობას, ზომიერ კვებას და პოზიტიურ განწყობას. როდესაც მას ჰკითხეს, როგორ ცოცხლობდა ასე ხანგრძლივად, მან უპასუხა: „მე ამას ჩემი ძალებით ვერ შევძლებდი. ეს არის ყველა ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების დამსახურება“.