ზოდიაქოს თითოეული ნიშანი თავისებურად უნიკალურია, მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე იმაზე, თუ რა აშინებთ ყველაზე მეტად?
ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
ვერძს მოწყენილობის ეშინია – ეს ცნობილი ფაქტია. მაგრამ ახლა ჩვენ ვგულისხმობთ ადამიანებისგან მოწყენილობას. ცეცხლის ელემენტის წარმომადგენლები ძალიან ადვილად შედიან კონტაქტში მაგრამ თუ ვერძი მოიწყენს ამა თუ იმ ადამიანის გარემოცვაში, მაშინვე დაასრულებს ურთიერთობს.
კურო (21 აპრილი – 21 მაისი)
ერთი შეხედვით, მშვიდ და გაწონასწორებულ კუროს ძალიან ეშინია აპოკალიფსის: მათ არ სურთ თავიანთი კომფორტის ზონის დატოვება არაფრის ფასად და ნებისმიერი ოდნავი ცვლილება მათთვის საყოველთაო აპოკალიფსს ემსგავსება.
ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)
ტყუპებს ძალიან ეშინიათ დაცინვისა და უარყოფის. ზოგისთვის ამას ამძაფრებს წარსულში მიღებული ცუდი გამოცდილება, ზოგისთვის კი ეს კლასიკური ხასიათის თვისებაა.
კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ ზედმეტი ფიქრი: კირჩხიბებს შეუძლიათ საათობით გადაატრიალონ თავში ერთი და იგივე სიტუაცია, გააზვიადონ, ისინი ავადდებიან მხოლოდ იმის ფიქრით, რომ მათ ახლობლებს შეიძლება რაღაც დაემართოს.
ლომი (23 ივლისი – 21 აგვისტო)
ლომის მთავარი ფობია უხილავად ყოფნაა, რადგან ეს ნიშანი თავს სამყაროს ცენტრად თვლის. სტატუსი და წარმატება ამ ნიშნის წარმომადგენლების მთავარი ფასეულობებია, სტატუსის ნაკლებობა და წარუმატებლობა, შესაბამისად, მათი კოშმარი.
ქალწული (22 აგვისტო – 23 სექტემბერი)
ქალწულები ნამდვილი პედანტები არიან. და ყველაზე საოცარი ის არის, რომ მათ ეს იციან. ქალწულებს ეშინიათ, რომ ოდესღაც მათი ახლობლები დაიღლებიან მათი რთული ხასიათის მოთმენით და მიატოვებენ.
სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)
სასწორს ძალიან ეშინია გაუგებრობის. ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს ბავშვური წყენა: მათ შეუძლიათ ნებისმიერ წვრილმანზე განაწყენდნენ.
მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)
სიცივე, ქედმაღლობა, აგრესიულობა – ამ თვისებების მიღმა მორიელი დაუცველობის შიშს მალავს. დიახ, მორიელებს ეშინიათ, რომ ისინი ვერ იქნებიან ყველაზე ძლიერები, საუკეთესოები, ყველაზე სარკასტულები და ამიტომ, ამის დასამალად მუდმივად ნიღბებს ატარებენ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 22 დეკემბერი)
მშვილდოსნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველაფრის კონტროლი და, შესაბამისად, სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვა მათთვის კოლაფსის ტოლფასია. ანალოგიურად, მშვილდოსანი ვერ იტანს შეზღუდვებს. ისინი საკუთარი თავის ბატონ-პატრონები არიან. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი მიდრეკილია კლაუსტროფობიისკენ.
თხის რქა (23 დეკემბერი – 20 იანვარი)
თხის რქას უმწეობის ეშინია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ დახმარების თხოვნა უმაღლესი რანგის დამცირებაა.
მერწყული (21 იანვარი – 19 თებერვალი)
მერწყულები გაწონასწორებულები და ცივსისხლიანები გვეჩვენებიან, მაგრამ ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად შორდებიან რეალობას და ღრუბლებში დაფრინავენ. ეშინიათ, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებენ და მიხვდებიან, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არასწორად ცხოვრობდნენ.
თევზები (20 თებერვალი – 20 მარტი)
თევზებს ძალიან მდიდარი ფანტაზია აქვთ… წყლის ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ნებისმიერი სისულელე შიშის სერიოზულ მიზეზად აქციონ. მარტივად რომ ვთქვათ, მათ ეშინიათ ცხოვრების, მიუხედავად იმისა, რომ ამის საფუძველი საერთოდ არ აქვთ.